საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების შესახებ კანონმდებლობის ანალიზი

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 18 ივლისი 2014

 

საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესი მნიშვნელოვნად დაიხვეწა ა.წ. 20 ივლისს საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილების ძალაში შესვლით. შედეგად შეიქმნა კონკურსის სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების დაცვით ჩატარების მეტი გარანტია. მიუხედავად ამისა საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო პრაქტიკასთან (დიდი ბრიტანეთი და ესტონეთი) შედარების პროცესში გამოიკვეთა სამართლებრივ რეგულაციებში არსებული რიგი ხარვეზები. შესაბამისად კანონმდებლობის შემდგომი დახვეწის მიზნით გთავაზობთ ჩვენ რეკომენდაციებს:

 

• სასურველია საკონკურსო-საატესტაციო კომისიების შემადგენლობა მხოლოდ ნაწილობრივ იყოს მუდმივი და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ვაკანსიის სპეციფიკიდან გამომდინარე, ხდებოდეს კომისიაში ამა თუ იმ დარგის სპეციალისტების მოწვევა;

 

• გამოცხადებულ ვაკანსიაზე განცხადების შეტანის კანონით დაწესებული 10 დღიანი ვადა შესაძლოა ხშირ შემთხვევაში არ იყოს საკმარისი განცხადების სრულყოფილად შესავსებად. მაგალითად მაშინ, როდესაც განცხადებით მოთხოვნილია რიგი ისეთი დოკუმენტაციის წარმოდგენა, როგორიც არის რეკომენდაციის წერილები, დიდი რაოდენობით დოკუმენტთა ასლები, სერთიფიკატები და ა.შ. შესაბამისად სასურველია აღნიშნული ვადა გაიზარდოს არანაკლებ 2 კვირამდე;


• სავალდებულოდ უნდა დაწესდეს კონკურსის მიმდინაროების პროცესში ტესტირების ჩატარება. ამასთან ტესტირების ქულებს უნდა ენიჭებოდეს მეტი ყურადღება ვიდრე სხვა ეტაპების მაგ. გასაუბრების შედეგებს. ქულათა სისტემით შეფასების თავიდან აცილება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში და დასაბუთებული გადაწყვეტილების საფუძველზე უნდა იყოს შესაძლებელი. აღნიშნული ხელს შეუწყობს კონკურსის მიმდინარეობისას მიუკერძოებლობისა და ობიექტურობის პრინციპების პრაქტიკაში განხორციელებას;


• კანონმდებლობის თანახმად, განცხადებების გადარჩევისას, კომისია ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარადგენს მხოლოდ ერთ პირს, სასურველია ასევე კომისიის მიერ შერჩეულ იქნას სათადარიგო კანდიდატი რომელიც თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენილი კანდიდატის შემდეგ საუკეთესოდ დააკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. შედეგად შერჩეული კანდიდატის მიერ დანიშვნაზე უარის თქმის შემთხვევაში, თავიდან იქნება აცილებული კონკურსის ხელახლა ჩატარების აუცილებლობა;


• კონკურსის დასრულების შემდეგ, მასში მონაწილე ყველა კანდიდატს უნდა ეგზავნებოდეს კომისიის მიერ მიღებული დასაბუთებული გადაწყვეტილება;


• საჯარო სამსხურის ბიუროს უნდა ქონდეს მეტი ბერკეტი ზედამხედველობა გაუწიოს კომისიების ფუნქციონირებას. კერძოდ საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენელს უნდა ქონდეს უფლება დაესწროს კონკურსანტებთან გასაუბრების პროცესს. ამასთან კომისიის თავჯდომარის მოადგილეს, ისევე როგორც საპრეტენზიო კომისიის თავჯდომარესა და მის მოადგილეს უნდა ნიშნავდეს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი;


• სჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარებაზე საზოგადოებრივი კონტროლის გაძლიერების მიზნით სასურველია საჯარო სამსახურის ბიურო აწარმოებდეს და ვებ-გვერდზე აქვეყნებდეს სტატისტიკურ მონაცემებს ჩატარებული კონკურსებისა და მათი შეგდების შესახებ (რამდენ შემთხვევაში დასრულდა კონკურსი დანიშვნით), იმ შემთხვევაში როდესაც პოზიცია არ შეივსო რა იყო ამის მიზეზი, რომელ სექტორში (კერძო თუ საჯარო) მუშაობდნენ საჯარო მოხელეები მანამ სანამ ისინი კონკრეტულ სახელმწიფო დაწესებულებაში დაიკავებდნენ პოზიციას და ა.შ.

 

 

/public/upload/courts/Civil Service Recruitment Geo.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024