სამოქალაქო საზოგადოება მიესალმება ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის შეტანას

განცხადებები 7 მარტი 2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2022 წლის 3 მარტს ხელი მოაწერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს. პროცესის შემდგომი ეტაპი ევროკავშირის მიერ საქართველოსათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვას ითვალისწინებს.მისასალმებელია, რომ საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანას მხარი დაუჭირა მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა.

 

ხელმომწერი ორგანიზაციები მივესალმებით ევროკავშირის წევრობის განაცხადის შეტანას და მიგვაჩნია, რომ ეს ნაბიჯი საქართველოსმოქალაქეების ევროპის კავშირში ინტეგრაციის ურყევი სურვილისა და ისტორიული არჩევანის გამოხატულებაა. იმედი გვაქვს, რომ ამ ნაბიჯს მოჰყვება სერიოზული ძალისხმევა მთავრობის და მთლიანად პოლიტიკური სპექტრის მხრიდან, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დასაჩქარებლად, პირველ ეტაპზე კი - კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

 

დღეს, როდესაც რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიამ უკრაინაში შეცვალა მსოფლიო პოლიტიკური დღის წესრიგი, ევროპის კონტინენტის კონსოლიდაციის  ახალი შესაძლებლობები გაჩნდა. ამ პირობებში, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული ღირებულებების ერთგულების კიდევ ერთხელ ცხადად დადასტურება.

 

ყველასათვის ცნობილია, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე აუცილებელია „კოპენჰაგენის კრიტერიუმების“ შესრულება, რაც ეკონომიკურ შემადგენელთან ერთად, პირველ რიგში,  დემოკრატიული სტანდარტების მაღალ დონეზე დაცვას (ე.წ. პოლიტიკური კრიტერიუმი) გულისხმობს. ამ კუთხით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი სასამართლო და კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების პატივისცემა, უმცირესობების უფლებების დაცვა, მედიის თავისუფლება, პოლიტიკური მართლმსაჯულების არდაშვება, და სხვა მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება დემოკრატიული ინსტუტების მშენებლობის გზაზე.

 

ამ რეფორმების საგზაო რუკას ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგი და ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიწარმოადგენს. ამ მხრივ, ასევე აღსანიშნავია 2021 წლის 19 აპრილს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამავლობით მომზადებულ დოკუმენტში - „სამომავლო გზა საქართველოსთვის“, საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის შეთანხმებული დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების ვალდებულებები.

 

მოვუწოდებთ და ვთხოვთ ხელისუფლებას და მთლიანად პოლიტიკურ სპექტრს, რომ კიდევ ერთხელ დაადასტურონ ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტებიდან გამომდინარე ვალდებულებების მნიშვნელობა და მზადყოფნა, გააგრძელონ კონკრეტული ქმედითი და დროული ნაბიჯების გადადგმა მათ შესასრულებლად.

 

 

ხელმომწერი ორგანიზაციები:

 

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო“ (OSGF)

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა  (GDI)

საერთაშორისო გამჭვირვალო - საქართველო

მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC)

დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)

ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI) 

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) 

საქართველოს ატლანტიკური საბჭო

საფარი

მედიის განვითარების ფონდი (MDF)

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (GFSIS)

კვლევითიჟურნალისტიკისდაეკონომიკურიანალიზისცენტრი

მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის (WEG)

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)

უფლებები საქართველო

საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი (GISS)

სამოქალაქო იდეა

ღია სივრცე კავკასია

წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT)

სოციალური სამართლიანობის ცენტრი

ლიბერალური აკადემია

სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილია"

ევროპის ფონდი

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი (GSAC) 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მზია ამაღლობელის დაკავება წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა

13.01.2025

11 იანვარს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დაკავება პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების თანხლებით მიმდინარეობდა

12.01.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება საჯარო მოხელეების მიმართ განხორციელებული რეპრესიების შესახებ

09.01.2025

კრემლის სპეციალური საინფორმაციო ოპერაცია საქართველოში გრძელდება

06.01.2025
განცხადებები

მზია ამაღლობელის დაკავება წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა

13.01.2025

11 იანვარს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დაკავება პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების თანხლებით მიმდინარეობდა

12.01.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება საჯარო მოხელეების მიმართ განხორციელებული რეპრესიების შესახებ

09.01.2025

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024