სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) სამუშაო ჯგუფს ერთობლივი ანგარიში წარუდგინეს

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება 17 ივნისი 2025

IDFI-მ, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში, UPR-ის სამუშაო ჯგუფს, საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ერთობლივი ანგარიში წარუდგინა.

ერთობლივი ანგარიში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ 2025 წლის მაისის თვეში მომზადდა და უმეტესწილად ეყრდნობა, 14 მაისს, 11 ორგანიზაციის მიერ გამოქვეყბული დოკუმენტირების ანგარიშის მიგნებებს.

UPR-ის სამუშაო ჯგუფისთვის წარდგენილი ანგარიში ყურადღებას ამახვილებს UPR-ის წინა ციკლის შემდგომ, საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის მკვეთრ გაუარესებაზე და მიღებული რეკომენდაციების შეუსრულებლობაზე.

დოკუმენტში განხილული და შეფასებულია შემდეგი საკითხები:

-შეკრების, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებების მასობრივი დარღვევა, მათ შორის, რეპრესიული კანონებით და საპოლიციო ძალადობით;

-2024 წლის ნოემბრიდან საპოლიციო ძალების მიერ წამებისა და არასათანადო მოპყრობის სისტემური და მასობრივი გამოყენება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ;

-ქვეყანაში უფლებადამცველთა უფლებების და მედიის თავისუფლების კუთხით გაუარესებული მდგომარეობა;

-თანასწორობის უფლების დარღვევის შემთხვევები;

-ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებზე ეფექტიანი რეაგირების არარსებობა.

უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა (UPR) გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მექანიზმია, რომელიც, ყოველ 4.5 წელიწადში ერთხელ, გაეროს თითოეულ წევრ სახელმწიფოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შეფასებას გულისხმობს.

/public/upload/0IDFI/UPR Georgia CSO.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ვენეციის კომისიამ სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა

22.10.2025

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა

20.10.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება მშვიდობიანი პროტესტის აკრძალვის შესახებ

14.10.2025

„რუსული კანონის“ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა წერილობითი კომუნიკაცია წარადგინეს

23.09.2025
განცხადებები

ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024