არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტს მოუწოდებენ, გახმაურებული საქმეების შესასწავლად კომისია შექმნას

განცხადებები 26 იანვარი 2015

რამდენიმე დღის წინ საზოგადოება შეძრა 2006 წელს სპეცოპერაციის დროს მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის მამის, ბატონი იური ვაზაგაშვილის გარდაცვალებამ შვილის საფლავზე მომხდარი აფეთქების შედეგად. არასამთავრობო ორგანიზაციები კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ და სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილის ოჯახს. პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მივესალმებით მთავრობისა და პროკურატურის სწრაფ გამოხმაურებას მომხდარზე და იმედს გამოვთქვამთ, რომ ამ საქმეზე ჩატარდება სწრაფი, მიუკერძოებელი და ობიექტური გამოძიება და დამნაშავეები დაისჯებიან კანონის სრული სიმკაცრით.

 

აქვე აღვნიშნავთ, რომ მაღალი საზოგადოებრივი მნიშვნელობის საქმეები, რომლებშიც იკვეთება სამართალდამცავთა მხრიდან ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა დარღვევები და რომელთა გამოძიებასაც 2012 წელს არჩევნების შედეგად მოსული ხელისუფლება თავის ერთ-ერთ პრიორიტეტად აცხადებდა, დღემდე გამოუძიებელი რჩება. მიუხედავად საზოგადოების, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების არაერთი მოთხოვნისა, ამ საქმეების უმეტესობის ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიება არც ძველი და არც ახალი ხელისუფლების პირობებში არ განხორციელებულა.

 

იმის გათვალისწინებით, რომ რიგი გახმაურებული საქმეებისა უკვე გამოძიებულია, კვლავაც არსებობს საქმეები რომელთა გამოძიება გაჭიანურებულია და საზოგადოებისთვის კი უცნობია შეფერხების მიზეზები. ზუსტად ამის გამო, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და პარლამენტის წევრებს:

 

შეიქმნას დროებითი საგამოძიებო საპარლამენტო კომისია, რომლის მიზანი იქნება აღნიშნული საქმეების გამოძიება;
კომისიამ გარკვეული სიხშირით პერმანენტულად პარლამენტს და საზოგადოებას წარუდგინოს ანგარიში აღნიშნულ საქმეებთან დაკავშირებით გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ;

 

უზრუნველყოფილ იქნეს არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების სხვა დაინტერესებული პირების დროული ინფორმირება ყოველთვიური ანგარიშების განხილვისას კონკრეტული დროის შესახებ, ასევე დამსწრე პირებს მიეცეთ განხილვის პროცესში აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობა, მათ შორის კითხვების დასმის გზით.

 

მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნით გამოირიცხება ინტერესთა კონფლიქტის საკითხი რიგ საქმეებთან მიმართებაში, რადგანაც მათი უმეტესობა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას და სხვა ტიპის კანონდარღვევებს ეხება. ამგვარად, იმ შემთხვევაში თუ ის პირები, რომლებიც სავარაუდო კანონდარღვევებში იყვნენ ჩართულნი, დღესაც მუშაობენ ამ უწყებებში, საპარლამენტო კომისიის შექმნით შესაძლებელი იქნება მოხდეს მათ მიერ გამოძიების შედეგებზე არასათანადო გავლენის პრევენცია, ამ თანამდებობის პირების გამოვლენა და საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა. კომისიის შექმნა დაადასტურებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობას ნამდვილად აქვს გახმაურებული საქმეების ეფექტურად გამოძიების სურვილი.

 

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია (GBA)

ადამიანის უფლებათა ცენტრი

იდენტობა

სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA)

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-მ მონაწილეობა მიიღო ჩეხეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024