სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი კაჭრეთში “ღია მმართველობის პარტნიორობის” შესახებ

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 25 იანვარი 2013

კონფერენცია გახსნა მისიის დირექტორმა ბატონმა მარის მიქელსონმა, რომელმაც ხაზი გაუსვა OGP-ს მნიშვნელობას საქართველოსთვის. ამ პრეზენტაციას მოყვა გიორგი კლდიაშვილის, G-3-ის ინფორმაციის თავისუფლების საკითხებში ექსპერტის და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორის პრეზენტაცია ღია მმართველობის პარტნიორობის და კერძოდ საქართველოს ამ ინიციატივაში მონაწილეობის შესახებ. შემდეგი პრეზენტაცია, რომელიც წარადგინა ქეთევან აბაშიძემ, იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელმა, რომელიც კურირებას უწევს OGP-ს საკითხებს, საქართველოს სამოქმედო გეგმის შესახებ. ქალბატონმა ქეთევანმა წარადგინა მთავრობის გეგმები (განხორციელებული და განსახორციელებელი) პარტნიორობის მიზნების შესასრულებლად, მათ შორის: პროექტი www.data.gov.ge, ვებგვერდი, რომელიც ერთ სივრცეში გააერთიანებს საჯარო უწყებების ვებგვერდებზე განთავსებულ საჯარო ინფორმაციას; ონლაინ პეტიციების პროექტი ichange.ge; იუსტიციის სახლები, და სხვა. ფორუმის მონაწილეებმა დასვეს საკამოდ ბევრი კითხვა და წარადგინეს თავიანთი იდეები გაუმჯობესებისათვის. ანტი-კორუფციული საბჭოს როლი OGP-სთან მიმართებაში იყო ერთ-ერთი საკითხი, რომელმაც საკმაოდ დიდი რაოდენობის კრიტიკა გამოიწვია. კონფერენციის რამდენიმე მონაწილემ გამოთქვა აზრი, რომ საბჭო არ უნდა იყოს ის უწყება, რომელიც ზედამხედველობას უნდა უწევდეს საქართველოს მიერ სამოქმედო გეგმის შესრულებას. ქალბატონმა ქეთევანმა ამაზე უპასუხა, რომ სამოქმედო გეგმის შესრულება მოხვდა ანტი-კორუფციული საბჭოს ზედამხედველობის ქვეშ იმის გამო, რომ OGP მთავრობისთვის პირველ რიგში კორუფციის პრევენციის ინსტრუმენტი იყო, და რომ საბჭოს წევრების რაოდენობა ახლო მომავალში გაიზრდება.  თუმცა, მედია ადვოკატირების კოალიციის რეკომენდაციებში (რომლებიც ქვემოთ განიხილებიან) არის წინადადება OGP-ს ზედამხედველობის უშუალოდ პრემიერ მინისტრის აპარატის ზედამხედველობის ქვეშ გადატანის შესახებ.

 

კონფერენციის მეორე ნახევარი თითქმის მთლიანად დაეთმო IDFI-ს მიერ შემუშავებულ მედია ადვოკატირების კოალიციის რეკომენდაციები ღრმა ანალიზსა და კრიტიკას. როგორც წინა პოსტში აღინიშნა, კოალიციას ცოტა ხნის წინ ჰქონდა შეხვედრა პრემიერ მინისტრთან, რომლის ერთ-ერთი საკითხი იყო პარტნიორობა ღია მმართველობისთვის და საქართველოს მიერ აღებული მიმართულება ინიციატივის ფარგლებში. შეხვედრის დროს კოალიციის წევრებმა გამოთქვეს სურვილი, რომ OGP-სთან დაკავშირებული კონკრეტული საქმიანობისა და გეგმების ზედამხედველობა გადავიდეს უშუალოდ პრემიერ მინისტრის აპარატთან.

 

ბიძინა ივანიშვილის, საქართველოს ამჟამინდელი პრემიერ მინისტრისთვის გაგზავნილ წერილში კოალიციამ კიდევ ერთხელ წარადგინა ზემოთ აღნიშნული იდეა და გამოხატა მზადყოფნა აქტიურად ეთანამშრომლა პრემიერ მინისტრის აპარატთან და პასუხი გაეცა ყველა იმ კითხვაზე, რომელიც ბატონ ბიძინას შეიძლება გაუჩნდეს. ამ წერილს თან დაერთო კოალიციის რეკომენდაციები ღია მმართველობის პარტნიორობის მიზნების უკეთ განხორციელებისათვის. სწორედ ეს რეკომენდაციები გახდნენ ფორუმის ძირითადი გარჩევის საგანი.

 

ექვს ნაწილად დაყოფილი რეკომენდაციები შეიცავენ მრავალფეროვან საქმიანობას, რომელიც მთავრობამ უნდა განახორციელოს ინიციატივის მიზნების უკეთ განსახორციელებლად. კოალიციის მიერ წამოყენებული ძირითადი მიმართულებებია: პროაქტიული გამოქვეყნებისათვის საჯარო ინფორმაციის ნუსხის ჩამოყალიბება, ნაბიჯები უფრო გამჭვირვალე  საჯარო სამსახურისკენ, გამჭვირვალე საკანონმდებლო საქმიანობა და ამ პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა, საჯარო ფინანსების გამჭვირვალობა, სამთავრობო ვებგვერდების გაუმჯობესება და საჯარო ჩართულობის ეფექტური მექანიზმების შემუშავება.

 

მთლიანად ეს სექციები შეიცავენ 23 კონკრეტულ რეკომენდაციას, რომლებიც შესაძლებელს გახდიან საქართველოს საჯარო სექტორის OGP-ს წევრი ქვეყნების გამჭვირვალობისა და ღიაობის სტანდარტებამდე მიყვანას.

 

რამდენიმე საკითხი, რომელიც წამოიჭრა რეკომენდაციების განხილვის პროცესში, გახდა გრძელი დისკუსიების საგანი. პირველი რეკომენდაცია არასამთავრობო ფორუმის შექმნასთან დაკავშირებით, რომელიც უშუალოდ პრემიერ მინისტრის აპარატთან იმუშავებს, გახდა შეკითხვების და წინადადებების ყველაზე დიდი რაოდენობის ობიექტი. კონფერენციის მონაწილეებმა დიდი დრო დაუთმეს ამ საკითხის განხილვას პრემიერ მინისტრის აპარატის წარმომადგენელთან და პრემიერ მინისტრის თანაშემწესთან, ბატონ ირაკლი მელაშვილთან ერთად. ბოლოსდაბოლოს ფორუმი მივიდა კონსენსუსთან, რომ მთავრობას უნდა დაეკისროს მთავრობის მთავარ ვებგვერდზე ცალკე სექციის შექმნა, რომელიც მთლიანად მიეძღვნება პარტნიორობას ღია მმართველობისთვის და სადაც დაიდება განცხადებები ფორუმის მომავალი შეხვედრების შესახებ, რაც საკმარის დროს მისცემს არასამთავრობო ორგანიზაციებს დასარეგისტრირებელად.

 

არასამთავრობო ორგანიზაციების და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებმა, ასევე დამოუკიდებელმა ექსპერტებმა წარმოადგინეს მრავალი სხვა იდეა რეკომენდაციების საბოლოო ვარიანტისთვის შესატანი ცვლილებების შესახებ, რაზეც წავიდა კონფერენციის მეორე დღე. საკმაო ყურადღება დაეთმო ფართო საზოგადოების, და არა მხოლოდ დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვის საკითხს OGP-ზე მიმართულ აქტივობებში. ამ მიზნის მისაღწევად მონაწილეებმა წამოაყენეს წინადადება, რომ იმ თანამშრომლებს, რომლებიც ზედამხედველობას უწევენ ისეთ ვებგვერდებს, როგორიცაა ichange.ge ან data.gov.ge, დაეკისროთ მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მიწოდება მათი მოთხოვნებისა თუ პეტიციების სტატუსის შესახებ. ასეთი სახის აქტიური რეაგირება მათ აქტივობაზე ონლაინ სივრცეში მომხმარებლებში შექმნის იმ ნდობას, რომელიც საჭიროა ასეთი სახის რესურსების, რომლებიც თავიდან ბოლომდე დამოკიდებულები არიან ყოველდღიური მომხმარებლების აქტიურობაზე, ეფექტური მუშაობისთვის.

 

ფორუმის მონაწილეებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ მთავრობის მხრიდან სამოქალაქო საზოგადოების, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების, ისე ფართო საზოგადოების ჩართვაში წარუმატებლობა იქნებოდა ღია მმართველობის პარტნიორობის მიზნების შესრულების კრახი, რადგან ამ ინიციატივის ერთ-ერთი ქვაკუთხედი სწორედ ფართო საზოგადოების ჩართულობაა სამთავრობო საქმიანობაში, და ამ შემთხვევაში საქართველოს სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესში.

 

კიდევ ერთი საინტერესო იდეა, რომელიც რეკომენდაციების პრეზენტაციის დროს გაჟღერდა, იყო ბიბლიოთეკების ქსელის შექმნა, რომლებიც იფუნქციონირებენ როგორც საგანმანათლებლო სივრცედ, ისე სივრცეს, სადაც მოქალაქეებს საშუალება ექნებათ ისაუბრონ მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ და წვდომა ქონდეთ რესურსებთან, რომლებიც აუცილებელი არიან სამთავრობო საკითხებში უფრო აქტიური მონაწილეობისთვის. გამოითქვა აზრი, რომ დღევანდელი ცენტრალიზებული ინფრასტრუქტურა არის მეტად არაეფექტური და უნდა ჩანაცვლდეს ადგილობრივი ბიბლიოთეკების უფრო დიდი რაოდენობით საქართველოს რეგიონებში.

 

მონაწილეებმა ასევე წინ წამოწიეს საკითხი, რომელზეც აქამდე საუბარი არ ყოფილა არც სამოქმედო გეგმაში და არც დისკუსიებში, რომლებიც ჩატარდა ამ ფორუმამდე. კერძოდ, ეთნიკური უმცირესობების პრობლემა, რომელთაც შეიძლება არ ჰქონდეთ წვდომა OGP-ს შესახებ ინფორმაციასთან, რადგან ეს ინფორმაცია არ მოიპოვება ამ უმცირესობების ენებზე. ერთ-ერთი გამოსავალი, რომელიც შეიმუშავეს ფორუმის წევრებმა, იყო შესაბამისი მასალის გადათარგმნა და მათი განთავსება მთავრობის ოფიციალური ვებგვერდის იმ სექციაში, რომელიც უნდა მიეძღვნას OGP-ს.

 

რეკომენდაციების საბოლოო ვარიანტი გაეგზავნება საქართველოს პრემიერ მინისტრის აპარატს ახლო მომავალში, და ვიმედოვნებთ, რომ ამ ცვლილებების იმპლემენტაციის პროცესიც მალევე დაიწყება.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-მ მონაწილეობა მიიღო ჩეხეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024