საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაციის გადაწყვეტილება საჯარო სამსახურში რეპრესიების გაგრძელებაა

სიახლეები | განცხადებები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება 5 თებერვალი 2025

მიმდინარე მოვლენების და საჯარო მოსამსახურეების პროტესტის ფონზე, საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაცია კიდევ ერთი რეპრესიული ნაბიჯია, არამხოლოდ, ბიუროს თანამშრომლებისთვის, არამედ - ნებისმიერი საჯარო მოსამსახურისთვის. 

 

საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, ბიუროს ლიკვიდაცია დაგეგმილია 2025 წლის 1-ელ აპრილამდე. აქვე განმარტებულია, რომ ბიუროს ლიკვიდაცია გამოწვეულია მართვის რაციონალიზაციისა და ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით. თუმცა, არც საზოგადოებისთვის და არც ბიუროს თანამშრომლებისთვის მსგავსი შეფასების დოკუმენტი ცნობილი არ არის.  

 

როგორც აღმოჩნდა, ბოლო პერიოდში საჯარო მოსამსახურების მიმართ მათივე პროტესტის საპასუხოდ დაწყებული რეპრესიების ერთ-ერთი უკიდურესი ფორმა, სწორედ იმ უწყების საწინააღმდეგოდ გამოიყენეს, რომლის  პირდაპირ ფუნქცია საჯარო სამსახურში ღირსეული, პროფესიონალური და ნეიტრალური გარემოს ჩამოყალიბება და დამკვიდრება, და რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტი იყო საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. 

 

უკიდურესად შემაშფოთებელიაარალეგიტიმური მთავრობის გადაწყვეტილება.მან არამხოლოდ საზოგადოებისთვის დახურა კარი და  გადადგანაბიჯები ყოველგვარი რაციონალური ანალიზის გარეშე, არამედ ამ გადაწყვეტილების შესახებ თავად იმ უწყებებსაცკი არ შეტყობინ, ვისაც უშუალოდ ეხება კონკრეტული ქმედებები. ასეთი შემთხვევები არის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საჯარო მოხელეების წინააღმდეგ მიმართულრეპრესიების გაგრძელება, რომელიც უკვე შეეხო მათ, როგორც ინდივიდუალურად, ისე, ინსტიტუციურად, და კიდევ უფრო მეტად აშორებს ქვეყანას დემოკრატიულ პროცესებს და საჯარო მმართველობის სტანდარტებს. 

 

ღსანიშნავია, რომ აქამდე განხორციელებული რეპრესიის ყველა ფორმა საჯარო სამსახურში დასაქმებული პირების მიმართ პირდაპირ არის დაკავშირებული მათ მიერ 2024 წლის 28 ნოემბრიდან მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით (იგულისხმება, როგორც “ქართული ოცნების” მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერება, ისე, ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევები) დაფიქსირებულ კრიტიკულ პოზიციასთან, რის გამოც, 2024 წლის დეკემბერში შევიდა მთელი რიგი ცვლილებები “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში, ხოლო 2024 წლის მიწურულისა და 2025 წლის დასაწყისში, აქტიურად დაიწყო მათი აღსრულება.  

 

ამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები სოლიდარობას უცხადებ ყველა საჯარო მოსამსახურეს, რომელიც “ქართული ოცნების” მიერ დევნის მსხვერპლი ხდება განსხვავებული მოსაზრების გამო.  

 

ხელმომწერი ორგანიზაციები:

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი 

 

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო 

 

ამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

საქართველო Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში

11.03.2025

ინტერვიუ ისტორიკოს გიორგი მამულიასთან

07.03.2025

საით იხრება საქართველოს საგარეო სავაჭრო კავშირები?

06.03.2025

Cellebrite: მასობრივი კონტროლის თანამედროვე საშუალება

28.02.2025
განცხადებები

მედია კოალიცია რეგიონული მედიის საქმიანობის შეზღუდვის ფაქტებს ეხმიანება

28.02.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024