მოქალაქეებს აჭარის უმაღლესი საბჭოსთვის პეტიციით მიმართვა შეუძლიათ

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 6 მაისი 2021

აჭარის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულება - აჭარის უმაღლესი საბჭოსთვის წერილობითი პეტიციით მიმართვა ამოქმედდა.

 

პეტიცია არის მოქალაქეთა ჯგუფის მიმართვა ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების მიმართ, რომელიც შეეხება სახელმწიფოებრივი ან/და საზოგადოებრივი საჭიროებების გადაწყვეტას. მსოფლიოს საკანონმდებლო ორგანოების უმრავლესობას დანერგილი აქვთ პეტიციით მიმართვის პლატფორმები.

 

1 მაისიდან უკვე შესაძლებელია მოქალაქეების მიერ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარისთვის წერილობითი პეტიციით მიმართვა.

 

პეტიციის განაცხადის წარსადგენად საჭიროა არანაკლებ 200 პირის მხარდაჭერა.

 

აღსანიშნავია, რომ სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულია ელექტრონული პეტიციის დანერგვაც, რომლის ამოქმედებაც დაგეგმილია 2022 წლის 1 იანვრიდან.

 

პეტიციების დანერგვა მნიშვნელოვანია გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობისთვის და ღია მმართველობის პრინციპების განვითარებისთვის. 

 

პეტიციის ინსტიტუტი აჭარის უმაღლეს საბჭოში დაინერგა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის - „საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაცია საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი მჭიდროდ თანამშრომლობს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI), საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში ღია მმართველობის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით.

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედიის თავისუფლების ინდექსში საქართველოს რეიტინგი კიდევ 11 პოზიციით გაუარესდა, ქვეყანა 114-ე ადგილზეა.

02.05.2025

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიებების ახალი ეტაპი საქართველოში

30.04.2025

ქართული ოცნების შემომწირველები და მათი ბენეფიტები არჩევნების შემდეგ

24.04.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025
განცხადებები

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025

არალეგიტიმური მთავრობა ქართველი ხალხის დევნის აქტს იღებს

08.04.2025

ვეხმიანებით დიდი ბრიტანეთის მიერ გავლენიან მოსამართლეთა დასანქცირებას მართლმსაჯულებით ვაჭრობისთვის

04.04.2025
ბლოგპოსტები

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024