განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ საზღვარგარეთის სასწავლებლებში დაფინანსებული მოქალაქეები

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 13 ნოემბერი 2013

 

კვლევა ეფუძნება  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან მიღებულ ოფიციალურ  ინფორმაციას,  უწყების მიერ 2011-2014 სასწავლო წლებში საზღვარგარეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასურით დაფინანსებული მოქალაქეების შესახებ.  როგორც მიღებული დოკუმენტაციიდან ირკვევა 2011-2014 სასწავლო წლებში სამინისტროს მიერ სულ გამოყოფილია 9 571 207 ექვივალენტი ლარისდაფინანსება.

საზღვარგარეთის სასწავლებლებში დაფინანსებული მოქალაქეების შესახებ ოფიციალური მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ უკანასკნელი სამი სასწავლო წლის მანძილზე სამინისტროს მიერ გამოყოფილი თანხები თითქმის უტოლდება ერთმანეთს.  ამავე დროს, დაფინანსებულ პირთა რაოდენობის კლება ძირითადად განპირობებულია იმ ფაქტორით, რომ 2013-2014  სასწავლო წლებში, წინა წლებთან  შედარებით, აღარ ხორციელდება საზღვარგარეთ უცხო ენის შემსწავლელი და კვალიფიკაციის ამაღლების კურსების დაფინანსება.

უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში ყველაზე პრიორიტეტულ სასწავლო დაწესებულებებს კვლავ წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის სასწავლებლები. ასევე აღსანიშნავია, რომ 2013-2014 სასწავლო წლების განმავლობაში დაფინანსებულია ისეთი ქვეყნების სასწავლებლებში სწავლა, რომლის დაფინანსებასაც წინა სასწავლო წლებში ადგილი არ ჰქონია. მაგალითად, 2013-2014 სასწავლო წლებში, წინა წლებთან განსხვავებით  დაფინანსებულია საფრანგეთის, რუსეთის, ნორვეგიის, კანადის და ესპანეთის სასწავლებლები.

ამავე დროს, კვლევამ ასევე აჩვენა, რომ  2011-2014 სასწავლო წლებში ყველაზე პრიორიტეტულ სპეციალობებს, რომლებზეც სამინისტრო გამოყოფდა ყველაზე დიდ  გრანტებს, წარმოადგენდა ბიზნესის ადმინისტრირებისა და მუსიკალური საკრავების შემსწავლელი  მიმართულებები.  

2013-2014 სასწავლო წლებში წინა წლებთან შედარებით თითქმის გაორმაგებულია სამართლის სპეციალობაზე გამოყოფილი დაფინანსება, თუმცა ამავე დროს შემცირდა ინჟინერიის, ტექნოლოგიების, არქიტექტურისა და კომპიუტერულ მეცნიერებების მიმართულებით არსებული სპეციალობების  დაფინანსება.

/public/upload/pdf/Research/ganatlebis- saministros-mier-dafinansebulebi- sazgvargaret.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

შპს პარმას მიერ უკონკურენტოდ მოგებული თბილისის მერიისა და გამგეობების ტენდერები

20.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა 2024 წლის ნოებრიდან ჩადენილი ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემური დარღვევების შესახებ დოკუმენტირების ანგარიში წარადგინეს

14.05.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024