საქართველოს პარლამენტის ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოს დებულება

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 9 მარტი 2016

2015 წლის 30 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის #195/3 ბრძანებით შეიქმნა ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო, რომლის საქმიანობის ძირითადი მიზანია საპარლამენტო გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში საქართველოს პარლამენტის სამოქმედო გეგმების შემუშავება და მათი განხორციელების მონიტორინგი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 12 თებერვლის ბრძანებით კი, დამტკიცდა ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოს დებულება.

 

დებულების თანახმად, საქართველოს პარლამენტის ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭო შედგება საქართველოს პარლამენტის წევრებისგან და მას თავმჯდომარეობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ან მისი დავალებით საბჭოს ერთ-ერთი წევრი. საბჭოში წარმოდგენილი უნდა იყოს პარლამენტში არსებული ყველა ფრაქციის წევრი. საბჭოსთან არსებობს „საკონსულტაციო ჯგუფი“, რომელიც კომპლექტდება სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისაგან. „საკონსულტაციო ჯგუფი“ ღიაა ნებისმიერი გაწევრიანების მსურველი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის. ჯგუფის წევრები ერთი წლის ვადით დამსწრეთა უმრავლესობით ირჩევენ „საკონსულტაციო ჯგუფის“ თავმჯდომარეს.

 

საბჭოს ძირითადი ამოცანებია: საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმისა და სტრატეგიის შემუშავება, აღნიშნული დოკუმენტების შესრულების კოორდინაცია და მონიტორინგი, საქართველოს ღია პარლამენტის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესასრულებლად განსახორციელებელი ღონისძიებების მონიტორინგისა და შეფასების სისტემის შემუშავება-დამტკიცება, საქართველოს კანონმდებლობის ანალიზის განხორციელება, წინადადებების მომზადება და ღონისძიებების დაგეგმვა საპარლამენტო ღიაობისა და საქართველოს პარლამენტში გამჭვირვალე მმართველობის სრულყოფის მიზნით, საპარლამენტო ღიაობისა და საქართველოს პარლამენტში გამჭვირვალე მმართველობის, აგრეთვე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მონიტორინგის განხორციელება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება, საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

 

საქართველოს პარლამენტის ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედ საბჭოს ჰყავს საბჭოს მდივანი, რომლის ფუნქციებს ასრულებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფლებამოსილი პირი. მდივანი ახორციელებს საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ მომსახურებას და საქმისწარმოებას, უზრუნველყოფს საბჭოს საჭირო ინფორმაციით, ტექნიკური საშუალებებით და საბჭოს სხდომებისა და სხვა შეხვედრების გამართვისთვის აუცილებელი პირობებით. საბჭოს მდივანი ასევე ამზადებს საბჭოს გადაწყვეტილებათა პროექტებს, აფორმებს საბჭოს სხდომათა ოქმებს და ასრულებს საბჭოს უფლებამოსილებებიდან გამომდინარე სხვა ორგანიზაციულ სამუშაოებს.

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ევროკავშირის (EU) დაფინანსებით ახორციელებს პროექტს „საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერა ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში“, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედ საბჭოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების განხორციელებაში.

/public/upload/pdf/Charter of the Permanent Council GEO.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

შპს პარმას მიერ უკონკურენტოდ მოგებული თბილისის მერიისა და გამგეობების ტენდერები

20.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა 2024 წლის ნოებრიდან ჩადენილი ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემური დარღვევების შესახებ დოკუმენტირების ანგარიში წარადგინეს

14.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025
განცხადებები

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024