სკრის დევნილთა დასახლების დასახმარებლად საქველმოქმედო აქცია გაიმართა

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | პუბლიკაციები | სტატია 27 ივლისი 2015

შაბათს, 25 ივლისს გაიმართა საქველოქმედო აქცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) და საინიციატივო ჯგუფ "იმედის სხივის" ორგანიზებით. აქცია ვაკის პარკის ტერიტორიაზე, დილის 11 საათიდან საღამოს 8 საათამდე მიმდინარეობდა და მიზნად ისახავდა გორის რაიონის, სოფელ სკრის დევნილთა დასახლების დახმარებას.


აქციისთვის, ვაკის პარკში განთავსდა სპეციალური პუნქტი, სადაც მოხალისეები შემოწირულობებს ტოვებდნენ. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ აქციამდე, ერთი დღით ადრე დაიწყო შემოწირულობების მოტანა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ოფისში.


საქველმოქმედო აქციაში ჩაერთვნენ როგორც საქართველოს, ასევე სხვა ქვეყნების მოქალაქეებიც და სოფელ სკრის დევნილთა დასახმარებლად, სპეციალურ პუნქტში, ტანსაცმელი, წიგნები და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები მიიტანეს. მოქალაქეებთან ერთად, საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობა მიიღო „სამოქალაქო ჟურნალისტიკის კლუბმა“ და სხვადასხვა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.


გორის რაიონში, სოფელ სკრაში, დევნილთა დასახლება 2008 წლის, რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ არსებობს. აღნიშნულ დასახლებაში დაახლოებით 86 ოჯახი ცხოვრობს (მათ შორის 102 ბავშვი), რომლებიც იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ თავიანთი სახლები. აღსანიშნავია, რომ მათი მნიშვნელოვანი ნაწილი სოციალურად დაუცველი პირია და ისინი საკმაოდ მძიმე პირობებში ცხოვრობენ.


როგორც საყოველთაოდ ცნობილია, 2008 წლის აგვისტოში, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაარღვიეს საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. მოახდინეს საქართველოს განუყოფელი ტერიტორიული ერთეულების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია. შემდგომში, ოკუპირებული რეგიონები რუსეთმა აღიარა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად.


მიღებულ შემოწირულობას „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) წარმომადგენლები სოფელ სკრაში დევნილთა დასახლებაში ჩაიტანენ და „იმედის სხივის“ დახმარებით მიაწვდიან მაცხოვრებლებს.

 

იხილეთ ფოტო ალბომი 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

ადმინისტრაციული პატიმრობა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით

23.06.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ რუსული კანონების ამოქმედებას

19.06.2025
განცხადებები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024