ცვლილებები ოფიციალურ Facebook სივრცეში

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | პუბლიკაციები | სტატია 30 ნოემბერი 2012

ავტორი: მარიკა კეჭაყმაძე

 

საჯარო დაწესებულებების მნიშვნელოვან საკომუნიკაციო წყაროს  ოფიციალურ ვებ-გვერდებთან ერთად წარმოადგენს სოციალურ ქსელები. თითქმის ყველა სამთავრობო უწყების ვებ-გვერდზეა ინტეგრირებული Facebook- ის, twitter -ისა და და youtube -ს აპლიკაციები, რომელთა მეშვეობითაც კიდევ უფრო მეტი ადამიანი ეცნობა საჯარო დაწესებულებების საქმიანობას.

 

სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევები, როცა საჯარო დაწესებულების ოფიციალური გვერდები სოციალურ ქსელში კონკრეტული თანამდებობის პირთან ასოცირდება და დაწესებულებების ნაცვლად მათ სახელს ატარებს. ორივე  გვერდის არსებობის შემთხვევაში კი, გაცილებით მეტი ყურადღება ექცევა არა დაწესებულების, არამედ უშუალოდ თანამდებობის პირის სახელით შექმნილ გვერდს. მაგალითად, თბილისის მერიის ოფიციალური ვებ-გვერდიდან  გადავდივართ არა მერიის, არამედ მერის – გიგი უგულავას Facebook გვერდზე.

 

ახლახან კი საქართველოს მთავრობის განახლებულ ვებ-გვერდზე ინტეგრირებული Facebook აპლიკაციის მეშვეობით მთავრობის Facebook ნაცვლად პრემიერ ივანიშვილის Facebook -გვერდზე აღმოვჩნდით.

 

 Image

 

რა თქმა უნდა ეს კანონით აკრძალული ქმედება არ არის. მაგრამ კონკრეტული ფაქტებით დადასტურდა, რომ ასეთმა არასწორმა მიდგომამ საკითხისადმი სამართლებრივ დარღვევებამდეც შეიძლება მიგვიყვანოს, რომ აღარაფერი ვთქვათ საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვებზე. ამიტომ გადავწყვიტეთ უყურადღებოდ არ დაგვეტოვებინა ეს შემთხვევა.

 

ჩვენს ბლოგზე არაერთხელ დაიწერა აღნიშნულ პრობლემაზე. წინასაარჩევნო პერიოდში  ადგილი ჰქონდა ხელისუფლების წარმომადგენლების Facebook გვერდებზე პარტიისა და მაჟორიტარობის კანდიდატების რეკლამირებას, რაც აკრძალულია და საარჩევნო კოდექსის 48-ე მუხლის ბ) ქვეპუნქტის მიხედვით წინასაარჩევნო აგიტაციისთვის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას ნიშნავს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ოფიციალური Facebook გვერდი, რომელსაც  სამინისტროს სახელწოდების ნაცვლად მაშინდელი მინისტრის – რამაზ ნიკოლაიშვილის სახელი  ერქვა, მისი მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგენის შემდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის“ გვერდად გადააკეთეს. (აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ დარღვევის აღმოჩენის შემდეგ სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდის ადმინისტრაციამ რამაზ ნიკოლაიშვილის Facebook გვერდი სამინისტროს ოფიციალური Facebook  გვერდით  ჩაანაცვლა.)

 

თბილისის მერის – გიგი უგულავას Facebook-ის გვერდზე წინასაარჩევნო პერიოდში  რეგულარულად იდებოდა ინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატების წარდგენასთან დაკავშირებით. ამავე დროს აღნიშნული Facebook გვერდი ინტეგრირებული იყო თბილისის მერიის ოფიციალურ ვებ-რესურსზე. აქტიურად იყო ჩართული მმართველი პარტიის,  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენაში პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეც. ამ მიზნით გამართული შეხვედრები ინტენსიურად შუქდებოდა ბაქრაძის Facebook -ზე.

 

საგულისხმოა, რომ სოციალურ ქსელში  დარეგისტრირებული სამთავრობო უწყების  გვერდები და youtube -ის არხები ოფიციალურია და მათი შექმნისა და რეკლამირებისათვის თანხები  სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა. მაგ. პარლამენტის თავმჯდომარის Facebook-ის გვერდზე  ინტეგრირებული იყო ვირტუალური კენჭისყრის ე.წ „არჩევნების“  აპლიკაცია. ამ პროგრამის და  ზოგადად  გვერდის ადმინისტრირებისა  და რეკლამის ხარჯები სავარაუდოდ პარლამენტის ბიუჯეტიდან დაფინანსდა (პარლამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციითსოციალურ ქსელში რეკლამაზე 2011 -2012 წწ.  66 800 ლარამდე დაიხარჯა).

 

არამიზნობრივად დაიხარჯა ბიუჯეტის თანხები სოციალურ ქსელების რეკლამასა და  აპლიკაციების ინტეგრაციაზე თავდაცვის სამინისტროსა და მთავრობის კანცელარიის  მიერ.

 

მთავრობის ოფიციალური Facebook გვერდის ნაცვლად საინტერესო აპლიკაციების განთავსდა პრემიერ მინისტრების პირად Facebook გვერდებზე. „ღია პეტიცია – მიაწვდინე შენი ხმა ხელისუფლებას“, ყოფილი პრემიერის, ნიკა გილაურის გვერდიდან   ახალი პრემიერის მერაბიშვილის  გვერდზე გადაიტანეს და ახლა ეს პეტიცია  უმცირესობის საპარლამენტო მდივნის Facebook-ზე აღმოჩნდა, რომელიც სავარაუდოდ აღარ იმუშავებს. ანალოგიურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე თავდაცვის სამინისტროს შემთხვევაშიც.

 

tavdacva

 

Facebook-ზე მინისტრისა და თავდაცვის სამინისტროს სარეკლამო ბანერის განთავსებაზე 2012 წლის ივლისსა და აგვისტოში ჯამში 7 126, 34 ლარი დაიხარჯა, ხოლო   Facebook -თან ადაპტირებული ოთხი თამაშის დამზადება და Facebook-ზე განთავსება სამინისტროს 38 350 ლარი დაუჯდა (იხ.თავდაცვის სამინისტროს წერილი). ეს აპლიკაციები ამჯერად არც დიმიტრი შაშკინისა და არც თვდაცვის სამინისტროს ოფიციალური გვერდზე მოიძება.

 

IDFI  ელექტრონული ჩართულობისა და კომუნიკაციის   ხარისხს  შეისწავლის და ამ  მიზნით ვებ-გვერდების პარალელურად აგრძელებს სამთავრობო დაწესებულებების Facebook გვერდების მათ შორის საქართველოს მთავრობის ოფიციალური Facebook -ის  მონიტორინგს.

 

ნოემბრის დასაწყისიდან საქართველოს მთავრობის Facebook გვერდი (http://www.facebook.com/GeorgianGovernment) აღარ ფუნქციონირებდა.  ველოდით, რომ მთავრობის განახლებულ გვერდთან ერთად  ოფიციალური Facebook გვერდიც ამოქმედდებოდა, მაგრამ government.gov.ge – ზე ინტეგრირებულმა Facebook-ის ღილაკმა პრემიერ ივანიშვილის ოფიციალურ გვერდზე გადაგვიყვანა.  ქართული ოცნების Youtube-ს არხზე გადავდივართ მთავრობის გვერდზე არსებული  Youtube აპლიკაციის საშუალებითაც.

 

სოციალურ  ქსელ Facebook -ში „ბლოკი – ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნება“  არჩევნებამდე დარეგისტრირდა და მისი მეშვეობით „ქართული ოცნება“ რეგულარულად აწვდიდა ინფორმაციას მომხმარებელს პარტიის წინასაარჩევნო აქტივობების შესახებ. ეს გვედი  300 ათასზე მეტი მომხმარებლით ყველაზე პოპულარული იყო და არის  სხვა საჯარო დაწესებულებების, პოლიტიკოსებისა თუ პარტიების  ოფიციალურ Facebook -გვერდებს  შორის. შესაძლოა სწორედ ამ მიზეზით გადაწყდა მისი გამოყენება ახლა უკვე  მთავრობის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად.  მაგრამ პარტიის სოციალური ქსელების გამოყენება მთავრობის ოფიციალური საინფორმაციო წყაროს ფუნქციით არასწორია, მითუმეტეს ოპოზიცია ხშირად საყვედურობს ახალ მმართველ გუნდს, რომ მათი  პასუხები უმცირესობის კრიტიკაზე პარტიის წევრების პასუხებს  უფრო ჰგავს,  ვიდრე მთავრობის წარმომადგენლების არგუმენტებს.

 

ზოგადად ვფიქრობთ, მიზანშეწონილი არ არის ოფიციალური საკომუნიკაციო რესურსების  შეცვლა თანამდებობის პირების ცვლილებასთან ერთად. თუ გავითვალისწინებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის ვადაში ქვეყანას რიგით  მეშვიდე პრემიერ მინისტრი ჰყავს, სასურველია არსებობდეს ერთი, განახლებადი  რესურსი თითოეული  საჯარო დაწესებულებისთვის, და  მას ცალკეული პირების სახელის ნაცვლად  საჯარო დაწესებულების სახელი ეწოდოს  განსაკუთრებით, თუ ის ოფიციალურ სამთავრობო ვებ-გვერდზე იქნება  ინტეგრირებული.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-მ მონაწილეობა მიიღო ჩეხეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024