ანგარიშვალდებულებისადმი შეცვლილი დამოკიდებულების შედარება

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 16 დეკემბერი 2015

გადმოიწერეთ pdf ვერსია

 

2015 წელს მიღებული საჯარო ინფორმაციის სტატისტიკა

 

IDFI-იმ 307 საჯარო დაწესებულებისათვის გაგზავნილ 8297 მოთხოვნაზე, სრულყოფილი პასუხი მიიღო 3 961 განცხადებაზე, არასრულყოფილი პასუხი იქნა გაცემული 438 მოთხოვნაზე, უარს ადგილი ჰქონდა 63 შემთხვევაში, უპასუხოდ დატოვებული იქნა 1 175 მოთხოვნა, ხოლო 2 660 შემთხვევაში დაწესებულებები იუწყებოდნენ, რომ არ ჰქონდათ განხორციელებული კონკრეტული ქმედება, ან არ გააჩნდათ მოთხოვნილი ინფორმაცია.


ინსტიტუტის მიერ გაგზავნილი საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებიდან, დაწესებულებების კატეგორიების მიხედვით, პროცენტულად ყველაზე მეტი მოთხოვნა უპასუხოდ დატოვეს სახელმწიფო შპს-ებმა და ააიპ-ებმა. აღნიშნულ უწყებებს, პროექტის განხორციელების პერიოდში, სულ გაეგზავნათ 28 მოთხოვნა, საიდანაც 24 შეკითხვა უპასუხოდ იქნა დატოვებული, ხოლო 2 შემთხვევაში ინსტიტუტს ეცნობა უარი ინფორმაციის მოწოდებაზე.


ყველაზე პრობლემური მოთხოვნები 2015 წელს:

  • თანამდებობის პირებზე პრემიებისა და სახელფასო დანამატების გაცემის შესახებ სამართლებრივი აქტები და მოხსენებითი ბარათები
    (უარი 10.7%)
  • დანიშნული და განთავისუფლებული თანამდებობის პირების ბიოგრაფიული მონაცემები (CV)
    (უარი 9.6%)
  • ელექტრონული მიმოწერა გამარტივებულ შესყიდვებთან დაკავშირებით
    (უარი 7.1%)

ანგარიშვალდებულებისადმი მიდგომების ცვლილების ილუსტრაცია

 

2012 წლის ოქტომბრის თვის შემდგომ საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით სხვადასხვა სამინისტროს მხრიდან მიდგომების ცვლილებების საილუსტრაციოდ შემოგთავაზებთ ერთი და იგივე მოთხოვნაზე სხვადასხვა პროექტში მოწოდებულ დოკუმენტაციას.


მაგალითად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სამივლინებო ხარჯების შესახებ ინფორმაცია, პოლიტიკური ცვლილებების საწყის ეტაპზე 2012 წლის 27 დეკემბერს, მოგვაწოდა დეტალურად თითოეულ თანამდებობის პირზე. 2014 წლის 12 თებერვალს იდენტური შინაარსის მოთხოვნაზე მოწოდებული იქნა არასრულყოფილი ინფორმაცია (მხოლოდ ჯამური მონაცემები), ხოლო 2015 წლის 10 მარტს ინსტიტუტის მიერ გაგზავნილი ანალოგიური მოთხოვნა საერთოდ უპასუხოდ იქნა დატოვებული.

 

პრემიების შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2013 წლის 7 თებერვალს მოგვაწოდა დეტალურად თითოეულ თანამდებობის პირზე. 2014 წლის პროექტის ფარგლებში აღნიშნულ მოთხოვნაზე პასუხი მოწოდებულია, მხოლოდ ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის შემდგომ, არასრულყოფილად (ჯამური მონაცემები). 2015 წელს განვლილი პროექტის მსგავსად, პრემიების შესახებ ინფორმაცია მოწოდებულია არასრულყოფილად, ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის შემდგომ.

 


2012 წლის ოქტომბრის თვის შემდგომ, საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით არსებულმა მიდგომებმა არაერთხელ განიცადა ცვლილება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემთხვევაშიც. მაგალითად, 2012 წლის 25 დეკემბერს სამინისტროს მიერ პრემიების შესახებ მოწოდებული იქნა დეტალური ინფორმაცია. 2013 და 2014 წლებში პრემიებისა და სახელფასო დანამატების შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაჯაროებისგან სამინისტრომ თავი შეიკავა და ინსტიტუტს ინფორმაცია მიაწოდა არასრულყოფილად, მხოლოდ ჯამური მონაცემები. თუმცა, 2015 წელს გაცემული პრემიებისა და სახელფასო დანამატების შესახებ ინფორმაცია ინსტიტუტს უკვე დეტალურად ეცნობა.

 

გადმოიწერეთ სრული ანგარიში
გადმოიწერეთ რეიტინგი

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

შსს-ს კვებით მომსახურების ტენდერში შპს “ჰოსპიტალს ქეთერინგს სისტემსი” იმარჯვებს

26.12.2024

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024