საქართველოს შეცვლილი საზღვრები ოკუპაციის შემდეგ

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 26 ოქტომბერი 2015

რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. ადმინისტრაციული „საზღვარი“ დროდადრო იცვლება. ე.წ. სამხრეთ ოსეთთან გაკეთებული ბანერი წარწერით Республика Южная Осетия საქართველოს ცენტრალური მაგისტრალის მიმართულებით ინაცვლებს და სულ უფრო მეტი ტერიტორია რჩება მავთულხლართების მიღმა.

თავდაცვის სამინისტროდან ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, სოფლების დიდი და პატარა ხურვალეთის დასახლებული ნაწილი, ე.წ. „საზღვარის“ იქით აღმოჩნდა. გარდა ამისა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ IDFI-სთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2013 წელს მავთულხლართების გავლების შედეგად ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა სოფელ გუგუტიანთკარის დასახლებული ნაწილი. მედიის ცნობით, ასევე გაიყო სოფელი ზარდიანთკარი, ღოღეთი. მიტაცებულ ტერიტორიებს შორის აღმოჩნდა სოფლების დვანის, დიცის, ციცაგიანთკარის, ჯარიაშენის, აძვის და ქვეშის ნაწილები. ჯარიაშენი კი მიმდინარე, 2015 წელს, თითქმის მთლიანად მათვთულხლართებით შემოიღობა და საზღვრის იქით აღმოჩნდა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები საბჭოთა ადმინისტრაციულ საზღვრებს მიჰყვებიან და მავთულხლართებს სწორედ იქ ავლებენ, სადაც ადრე ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვარი გადიოდა. რუსული გეგმის მიხედვით, ე.წ. საზღვარი სოფელ ყარიფალაზე გადაიკვეთა და საოკუპაციო ხაზს მიღმა ბაქო-სუფსის მილსადენის ნაწილი მოექცა.

         წყარო: bpn.ge

 

რიგი სოფლების სახნავ-სათესი ნაკვეთები საზღვრის იქით, დასახლებული ტერიტორიები კი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აღმოჩნდა, თუმცა არსებობს საფრთხე, რომ ეწ „მცოცავი ოკუპაციის“ პირობებში ამ სოფლების დასახლებული ნაწილიც მავთულხლართების იქით აღმოჩნდეს. Google Map-ის მიხედვით ე.წ. საზღვართან უშუალო სიახლოვეს მდებარეობს შემდეგი სოფლები - ზემო ნიქოზი, ერგნეთი, დიცი, მეჯვრისხევი, ფლავისმანი, წითელუბანი, ყარაფილა, სარიბარი, თვაურები, ავლევი.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) დაინტერესდა, საქართველოს მიერ ჯერ კიდევ კონტროლირებადი რომელი ტერიტორიები შეიძლება აღმოჩნდეს ე.წ. ადმინისტრაციული „საზღვარის“ მიღმა, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ოსი სეპარატისტული მთავრობის მიერ რომელი რუკის მიხედვით ხდება „მცოცავი ოკუპაცია“.

ამ ინფორმაციის მისაღებად, IDFI-იმ მიმართა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ეროვნული უშიშროების საბჭოს, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს.

გაგზავნილი წერილის საპასუხოდ მთავრობის ადმინისტრაციამ წერილი გადაამისამართა კრიზისების მართვის საბჭოში, შინაგან საქმეთა სამინისტროში, თავდაცვის სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროში. თავის მხრივ კრიზისების მართვის საბჭომ ინფორმაციის გაცემა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს სთხოვა, ამავე უწყებაში გადაამისამართა წერილი შსს-მ და იუსტიციის სამინისტრომაც.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მხოლოდ იმ სოფლების ჩამონათვალი მოგვაწოდა, რომელზეც საქართველოს ხელისუფლება კონტროლს ვერ ახორციელებს.

ეროვნული უშიშროების საბჭომ კი მხოლოდ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლი მიუთითა, სადაც განსაზღვულია ოკუპირებული ტერიტორიები. ამ უწყებას IDFI-მ დამატებითი წერილითაც მიმართა, რის შემდეგაც ნაწილობრივ მიიღო ინფორმაცია.

დეტალური ინფორმაცია მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან იქნა მოწოდებული. რომელსაც ქვევით უცვლელად გთავაზობთ.

 

  • ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი (ცხინვალის რეგიონი)

 

− 1992 წელს ცხინვალის რეგიონში შეიარაღებული კონფლიქტის დასრულების შემდეგ, რუსეთის ფედერაციის (მათ შორის ე.წ. სამშვიდობო ძალების) ხელშეწყობით ოსი სეპარატისტების კონტროლს ქვეშ აღმოჩნდა რეგიონის ტერიტორიის ძირითადი ნაწილი:
- ცხინვალის რაიონის ძირითადი ნაწილი, ადმინისტრაციული ცენტრი ქ.ცხინვალი;
- ჯავის რაიონი, ადმინისტრაციული ცენტრი დ/პ ჯავა;
- ზნაურის რაიონი, ადმინისტრაციული ცენტრი დ/პ ზნაური.

აღნიშნულ პერიოდში საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებდა ახალგორის რაიონს (5 ოსური სოფლის - წინაგარის, ღდულეთის, ძუკათას, ორჭოსანის და აბრევის გარდა), ქ. ცხინვალის ჩრდილოეთით განლაგებულ დიდი ლიახვის ხეობის სოფლებს და აღმოსავლეთით განლაგებულ პატარა ლიახვის ხეობის სოფლების ძირითად ნაწილს, ასევე ზნაურის რაიონის 6 სოფელს. გარდა ამისა, საქართველოს იურისდიქცია ვრცელდებოდა ჯავის რაიონის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე მამისონის უღელტეხილსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე.

- 2008 წელს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის შედეგად, საქართველოს ხელისუფლების ორგანოები და ქართული მოსახლეობის ძირითადი ნაწილი გამოდევნილი იქნა ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დასახლებული პუნქტებიდან და ოლქის ტერიტორია (მათ შორის, ახალგორის რაიონი და მამისონის უღელტეხილი) სრულად მოექცა საოკუპაციო ძალების და ოსი სეპარატისტების კონტროლის ქვეშ. ქართულმა მხარემ კონტროლი დაკარგა ცხინვალის რეგიონის 135 დასახლებულ პუნქტზე, რომელთა უმეტესობა იყო შერეული - ქართულ- ოსური. აღსანიშნავია, რომ ის სოფლები, რომლებიც მხოლოდ ქართველებით იყო დასახლებული თითქმის სრულად არის განადგურებული. შერეული სოფლებიდან, ქართველები ძირითადად არიან გამოძევებულნი.

ოსი სეპარატისტებისა და რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ტერიტორიები

 

2008 წელს ოსი სეპარატისტებისა და რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ ცხინვალის რეგიონში დაკავებული დასახლებული პუნქტების ჩამონათვალი:

 

ზნაურის რაიონი

1. სოფ. ავნევი 2. სოფ. ნული 3. სოფ. ალიბარი 4. სოფ. თიღვა 5. სოფ. შინდარა 6. სოფ. ნაბაკევი

 

ცხინვალის რაიონი

1. სოფ. ქემერტი 2. სოფ. კეხვი 3. სოფ. ძარწემი 4. სოფ. ქურთა 5. სოფ. ზემო აჩაბეთი 6. სოფ. ქვემო აჩაბეთი 7. სოფ. მამითა 8. სოფ. ხეითი 9. სოფ. თამარაშენი 10. სოფ. ფრისი 11.სოფ. არგვიცი 12.სოფ. ბერულა 13.სოფ. ერედვი 14.სოფ. ქსუსი 15.სოფ. ვანათი 16.სოფ. ჯორჯიანი 17.სოფ. საცხენეთი 18.სოფ. ბელოთი 19.სოფ. დისევი

 

ახალგორის რაიონი

1. დაბა ახალგორი. (ადმინისტრაც. ცენტრი) 2. სოფ. დოლიანი 3. სოფ. იკოთი 4.სოფ. მოსაბრუნი 5.სოფ. ბაზუანი 6. სოფ. ახალდაბა 7.სოფ. ახალსოფელი 8. სოფ. ახმაჯი 9. სოფ. ბეჟანაანთკარი 10.სოფ. გარუბანი 11.სოფ. ერედა 12.სოფ. ვაშლოვანი 13.სოფ. ზემო ბოლი 14.სოფ. მორბედაანი 15.სოფ. ქვემო ბოლი 16.სოფ. ყანჩავეთი 17.სოფ. გდუ 18.სოფ. ბოსელთა 19.სოფ. ზემო ღრუ 20.სოფ. ციხისოფელი 21.სოფ. ჭანდარი 22.სოფ. დორეთკარი 23.სოფ. გავაზი 24.სოფ. დოგუზაანი 25.სოფ. ველისა 26.სოფ. კარა 27.სოფ. კუცხოვეთი 28.სოფ. საბარკლეთი 29.სოფ. ჩკუნეთი 30.სოფ. ძანგათი 31.სოფ. ქვემო ზახორი 32.სოფ. არმაზი 33.სოფ. ველურა 34.სოფ. ზემო ზახორი 35.სოფ. ზემო ცხილონი 36.სოფ. ზემო წირი 37.სოფ. ზემო წოლდა 38.სოფ. ზემო წუბენი 39.სოფ. იკეთი 40.სოფ. ნადაბური 41.სოფ. უკანწირი 42.სოფ. ქვემო ცხილონი 43.სოფ. ქვემო წირი 44.სოფ. ქვემო წოლდა 45.სოფ. ქვემო წუბენი 46.სოფ. ქვითკირი 47.სოფ. ქულოთი 48.სოფ. შუა ზახორი 49.სოფ. შუა წირი 50.სოფ. შუა წუბენი 51.სოფ. ჭაჭამური 52.სოფ. გეზევრეთი 53.სოფ. კორინთა 54.სოფ. გუდაწვერი 55.სოფ. ნახიდი 56.სოფ. საძეგური პირველი 57.სოფ. ქვემო ალევი 58.სოფ. ქურთა 59.სოფ. ყოჩიანი 60.სოფ. შუა ალევი 61.სოფ. წირქოლი 62.სოფ. ხარკელანი 63.სოფ. ლარგვისი 64.სოფ. გარეუთი 65.სოფ. დაბაკნეთი 66.სოფ. დადიანეთი 67.სოფ. ზოდეხი 68.სოფ. თოხთა 69.სოფ. მარტიანი 70.სოფ. მახიარეთი 71.სოფ. მუჯუხი 72.სოფ. შველიეთი 73.სოფ. უკანამხარი 74.სოფ. უკანუბანი 75.სოფ. ყველდაბა 76.სოფ. ჩიტიანი 77.სოფ. ცხავათი 78.სოფ. ხარბალი 79.სოფ. ხრამისწყალი 80.სოფ. სალბიერი 81.სოფ. დელკანი 82.სოფ. ნაგომევი 83.სოფ. ჩორჩანი 84.სოფ. ძეგლევი 85.სოფ. ჯვარისუბანი 86.სოფ. ბალაანი 87.სოფ. ელოიანი 88.სოფ. თინიკაანი 89.სოფ. მიდელაანი 90.სოფ. ნავიხევი 91.სოფ. ოხირი 92.სოფ. პავლიანი 93.სოფ. ქარელთკარი 94.სოფ. ქენქაანი 95.სოფ. ჩიგოიანი 96.სოფ. წიფთაური 97.სოფ. ჭორჭოხი 98.სოფ. ხოზუეთი 99.სოფ. გუდითა 100.სოფ. ზემო ბაგები 101.სოფ. ზემო ყურე 102.სოფ. კიტრიული 103.სოფ. მონასტერი 104.სოფ. მსხლები 105.სოფ. ქედიგორა 106.სოფ. ქვემო ბაგები 107.სოფ. ცოტაგური 108.სოფ. კოდიჯვარი 109.სოფ. მამულაანი 110.სოფ. ქვემო ღრუ

 

 

  • რუსეთის ფედერაციის მესაზღვრეების და სეპარატისტების მიერ გამოყენებული რუკები

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. საზღვრების (საოკუპაციო ხაზების) განსაზღვრის მიზნით, რუსეთის ფედერაციის მესაზღვრეები და სეპარატისტული რეჟიმები იყენებენ 1976_1986 წლებში გამოცემულ საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ტოპოგრაფიულ რუკებს (მასშტაბი: 1 : 50 000 და 1 : 100 000). აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალებმა და ოსური სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჩაატარეს წინამოსამზადებელი სამუშაო ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრის განსაზღვრისა და შემდეგ მისი მოწყობის (ე.წ. დემარკაციის განხორციელების) მიზნით, კერძოდ: 

- ერთის მხრივ, გამოყენებულ იქნა ყოფილი საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ სხვადასხვა პერიოდში გამოშვებული ტოპოგრაფიული რუკები, რომლებშიც ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრები განსხვავებულად არის დატანილი. მაგალითად, რუსული მხარე გორის რაიონის მონაკვეთზე ე.წ. საზღვრის განსაზღვრისათვის ხელმძღვანელობდა ყოფილი სსრკ-ს გენერალური შტაბის მიერ 1988 წელს გამოცემული ტოპოგრაფიული რუკით, რომელიც ასახავს ადგილმდებარეობას 1984 წლის მდგომარეობით;

- მეორეს მხრივ, ოკუპაციის შემდეგ, კონკრეტულ ადგილმდებარეობაზე ე.წ. საზღვრის მოწყობის სამუშაობის ეტაპობრივად შესრულების დროს, განაშენიანების გაუთვალისწინებლად და ასევე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციული საზღვრის რთული მოხაზულობიდან გამომდინარე, საოკუპაციო ძალებისა და სეპარატისტული ხელისუფლების მხრიდან წარმოებული ე.წ. დემარკაციის შედეგად ქართული მოსახლეობის ნაწილმა დაკარგა იმ ტერიტორიებით სარგებლობის უფლება, რომელიც მავთულხლართების გავლების შედეგად აღმოჩნდა ოკუპირებული ტერიტორიების ფარგლებში.

საერთო ჯამში, 2008 წლის შემდგომ, საქართველომ დაკარგა კონტროლი 151 დასახლებულ პუნქტზე (135 ცხინვალის რეგიონში და 16 კოდორის ხეობაში), თუმცა მცოცავი ოკუპაცია კვლავ მიმდინარეობს და სავარაუდოდ, რუსეთის მხარდაჭერით, ოსი სეპარატისტები გააგრძელებენ ე.წ. სადემარკაციო საქმიანობას სსრკ-ს გენერალური შტაბის მიერ 1988 წელს გამოცემული ტოპოგრაფიული რუკით, რომელიც ასახავს ადმინისტრაციულ საზღვარს 1984 წლის მდგომარეობით.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის მონაწილეთა დაჯილდოების ცერემონია

22.10.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024