ავტორი: მარიამ არაბაშვილი
ბიტკოინი ფართოდ გამოიყენება შესყიდვებისთვის, ასევე შესაძლებელია მისი შენახვა და შექმნა, მაგრამ ეს ყველაფერი ხდება მხოლოდ ელექტრონულად. ტრადიციული ვალუტებისაგან განსხვავებით, ბიტკოინი არ ბრუნავს ნაღდი ფულის სახით, არც არის გამოშვებული ან გროვდება საბანკო ანგარიშებზე, რაც მას სახელმწიფო უწყებებისაგანსრულიად უკონტროლოდ აქცევს. ბიტკოინი არც ტრადიციულად ოქროთია გამყარებული. ცენტრალიზებული უფლებამოსილება დეცენტრალიზირებულ ვალუტაზე არ ვცრელდება, შესაბამისად არ იცავს უმაღლესი ხელისუფლების მიერ დადგენილ წესებსა და ნორმებს.
ამჟამად, ვირტუალურ ვალუტებს, მინიმალური გავლენა აქვთ მონეტარული პოლიტიკაზე, მაგრამ ფართო გამოყენებამ ეს შეიძლება შეცვალოს. მიწოდების მკაცრი წესების მიუხედავად, რაც მიზნად ისახავს ინფლაციის რისკის შეზღუდვას, დეცენტრალზიირებულ ვალუტებს არ გააჩნიათ სტაბილური მონეტარული რეჟიმებისთვის აუცილებელი მახასიათებლები.ისინი ვერ უმკლავდებიან მონეტარული სტაბილურობის სამ ძირითად რისკს:
1. სტრუქტურული დეფლაციის რისკი: ფასების დაცემის ხანგრძლივ პერიოდებთან ეფექტური ბრძოლის უუნარობა
2. დროებით შოკებზე რეაგირება: ფულის მოთხოვნის მოკლევადიან რყევებზე რეაგირების მოქნილობის ნაკლებობა.
3. ფინანსური კრიზისების თავიდან ასაცილებლად ცენტრალური ბანკიდან დაფინანსების უუნარობა. (ქემაშვილი 2019)
ბიტკოინს, როგორც ვირტუალური ვალუტას, თანმდევი რისკები აქვს. მას არ გააჩნია ოფიციალური გაცვლითი კურსი და მისი ღირებულება მერყეობს ბაზრის მოთხოვნისა და მიწოდების დინამიკის მიხედვით, რაც მას დაუცველს ხდის ინფორმაციული შოკების მიმართ. უფრო მეტიც, ბიტკოინის ტრანზაქციები შეუქცევადია, რაც ნიშნავს, რომ შეცდომით გაგზავნილი თანხები ვერ აღდგება.თუმცა ბიტკოინი მომხმარებლებს სთავაზობს მოხერხებულობასა და ანონიმურობის ხარისხს, რაც არალეგალური საქმიანობის ხელშემწყობი გარემოებაა და გამოწვევებს უქმნის ფინანსურ სექტორში მარეგულირებელ ორგანოებსა და სამთავრობო უწყებებს. არალეგალური საქმიანობის ფონზე მცირდება ნდობა ფინანსური სისტემების მიმართ, რომლებსაც ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება ევალებათ.
კრიპტოვალუტების დაურეგულირებელი ბუნება წარმოადგენს გამოწვევებს მათ ფორმალურ ეკონომიკაში ინტეგრაციისთვის. კრიპტოვალუტები ნაკლებად სავარაუდოა, რომ დადებითად იმოქმედებენ ეკონომიკაზე, რადგან კრიპტო ფუნდამენტურად არ არის დაფუძნებული ეკონომიკურ პრინციპებზე. რეგულირებადი ეკონომიკა უზრუნველყოფს მოქნილობას ეკონომიკურ საჭიროებებზე დაფუძნებული კონკრეტული საკითხების გადაჭრით, ამის საპირისპიროდ, კრიპტოვალუტები მოქმედებენ ტრადიციული ეკონომიკური რეგულირების ჩარჩოების მიღმა. ლოგიკურად გამომდინარეობს, რომ კრიპტოვალუტის შემოსავალი ხელს უწყობს ჩრდილოვან ეკონომიკას, რადგან ის მუშაობს რეგულირების გარეშე, რაც მიმზიდველს ხდის არალეგალურ ბიზნესს. გარდა ამისა, მისი არარეგულირებული ბუნების გამო, კრიპტოვალუტებიდან მიღებული შემოსავალი ეფექტურად ვერ აღირიცხება.
ლოგიკურია, რომ ტექნოლოგიური რევოლუციების პარალელურად, გენერირდება ახალი ფინანსური ინსტრუმენტები და ბიზნეს მოდელები. ინვესტიციები ასევე იქმნება ბლოკჩეინ ტექნოლოგიების საფუძველზე, რაც სხვადასხვა ქვეყნისგან, მათ შორის საქართველოსგან, მოითხოვს რეაგირებასა და ადაპტაციას.ბლოკჩეინის ტექნოლოგიას შეუძლია შეასრულოს ფინანსური სერვისების სამივე მნიშვნელოვანი ფუნქცია: ტრანზაქციების რეგისტრაცია, პირადობის ვერიფიკაცია და კონტრაქტის გაფორმება. ფინანსური მომსახურების ბაზარი მსოფლიოში ყველაზე დიდია საბაზრო კაპიტალიზაციის თვალსაზრისით, რაც ბლოკჩეინის, როგორც ფინანსური სერვისის მნიშნელობას ზრდის. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და ბლოკჩეინის ტექნოლოგიის კომპანია BitFury Group-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, საქართველოში უძრავი ქონების რეგისტრაციის დროს კომპანია სააგენტოს ეხმარებოდა ბლოკჩეინის ტექნოლოგიის დანერგვაში. (Science Ready - Science Done Easy 2018)როგორც სააგენტოში განაცხადეს, საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცესი ახალი ტექნოლოგიით იქნება დაცული, რაც უზრუნველყოფს რეგისტრაციის მსვლელობის უსაფრთხოებას, გამჭვირვალობასა და სანდოობას. (Science Ready - Science Done Easy 2018) ახალი ტექნოლოგიის დანერგვა ხელს შეუწყობს დარეგისტრირებული დოკუმენტების დაცვას მანიპულაციებისა და არაკანონიერი ქმედებისგან. ტექნოლოგია ტრანზაქციების დისტანციურად განხორციელების შესაძლებლობას იძლევა, ეს კი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფ მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, კიდევ უფრო მარტივად მართონ თავიანთი ქონება. ბლოკჩეინში ინტეგრირება უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სარეგისტრაციო ტრანზაქციებში კი კიდევ უფრო მეტად დაცულს, მსოფლიო მასშტაბით ხელმისაწვდომს და გამჭვირვალეს ხდის. ფინანსური მომსახურების სექტორის გარდა, ბლოკჩეინის ტექნოლოგიას აქვს მნიშვნელოვანი პოტენციალი კონტრაქტების მართვაში.
დაურეგულირებელი კრიპტოვალუტები იზიდავს არალეგალურ ბიზნესს. ზოგიერთი სახელმწიფო მოხელე იყენებს დეცენტრალიზებულ ვალუტას აქტივების კრიპტოვალუტად გადაქცევის მიზნით, რითიც თავიდან აიცილებს აქტივების სავალდებულო დეკლარაციას და თავს არიდებს გადასახადებს. ბიუჯეტში გადასახადების დამალვა ამ გზით გამარტივებულია. ამის გადასაჭრელად, სამხრეთ კორეამ წარადგინა კანონპროექტი, რომელიც საჯარო მოხელეებს ავალდებულებს კრიპტოვალუტაში ინვესტიციების დეკლარაციაში ასახვა მოახდინონ. კრიპტოვალუტის სისტემა მნიშვნელოვნად განსხვავდება ამჟამინდელი სახელმწიფო რეგულირებადი ფინანსური სისტემისგან. დეცენტრალიზირებული ვალუტის აქტიური გამოყენება გავლენას მოახდენს ფინანსურ და გადახდის ბაზრებზე, შესაძლოა პოტენციურად ჩაანაცვლოს ფულადი გზავნილები და საბარათო ტრანზაქციები. სწრაფმა ცვლილებებმა შეიძლება მოახდინოს ამ ბაზრების დესტაბილიზაცია, რაც გავლენას მოახდენს საცალო და საბითუმო ბაზრის არასტაბილურობაზე. Citibank International Bank-ის მკვლევარები ხაზს უსვამენ კრიპტოვალუტის გავრცელებასთან დაკავშირებულ რისკებს და აღნიშნავენ, რომ ის „აადვილებს უკანონო ქმედებებს და შეუძლია სიმდიდრის გადატანა, ფორმალურიდან არაფორმალურ ეკონომიკაში“ ტრანზაქციების სრული ანონიმურობის გამო. ( FATF 2024)
ბიტკოინის დეცენტრალიზებული ბუნება ართულებს ტრანზაქციების კვალის მიგნებას, რაც მიმზიდველს ხდის მას უკანონო ქმედებებისთვის, საჯარო მოხელე ქრთამის აღებას ბუნებრივია ანონიმური წყაროთი შეეცდება. შემოსავლის დაფარვის უმარტივესი გზაა დეცენტრალიზებული ვალუტა, პრაქტიკაში კი მარტივად შეგვიძლია წარმოვიგინოთ, კერძოდ ადამიანს შეუძლია თქვას, რომ რომელიმე ტიპის კრიპტო ვალუტა შეიძინა 5-7 წლის წინ, რომლის ფასიც იყო დაახლოებით 300-500 ლარი ახლა კი მისი შემოსავალი 20 ათას ლარს შეადგენს, ამ გზით შესაძლებელია გამართლდეს მომავალში გარკვეული ხარჯები, ან ძვირადღირებული ქონების შეძენა და ა.შ. საჯარო მოხელე იტყვის, რომ წარმატებული ინვესტიცია განახორციელა კრიპტო ვალუტაში, ხოლო სახელმწიფო ვერაფერს დაუმტკიცებს.
საქართველოს ეროვნული ბანკი განმარტავს, რომ ვირტუალური ვალუტა საქართველოში არ არის ლეგალური გადახდის საშუალება. (ტაბატაძე 2020)შესაბამისად, არ ექვემდებარება საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულირების სფეროს. დეცენტრალიზირებულ ვალუტასთან კი მრავალი საფრთხეა დაკავშირებული:
1) ვირტუალურ ვალუტებს დღეს ახასიათებთ ფასების მაღალი ცვალებადობა, რაც სავარაუდოდ გამოწვეულია სპეკულაციური ინფრორმაციული შკებით. შედეგად, მოხმარებლები სერიოზული ეკონომიკური გამოწვევის წინაშე დგებიან.
2) ვირტუალურ ვალუტებს აკლია ცენტრალური ორგანო/ავტორიტეტი, რაც ართულებს მომხმარებელთა პრობლემებისა და დავების გადაწყვეტას.
3) ვირტუალური ვალუტით ვაჭრობის მნიშვნელოვანი ნაწილი ხდება ბირჟის პლატფორმებისა და ციფრული საფულეების მეშვეობით, ფუნქციონირება ხდება გაურკვეველი სამართლებრივი სტატუსის ჩარჩოში.
მომხმარებლები, რომლებიც ახორციელებენ ტრანზაქციას ამ პლატფორმების საშუალებით, ექმნებათ იურიდიული და ფინანსური რისკები. თუ ვირტუალური ვალუტების გამოყენება გაიზრდება, შესაძლოა საჭირო გახდეს ტრადიციული ვალუტებისა და ელექტრონული ფულის მსგავსი რეგულაციები. ცენტრალური ბანკები მთელ მსოფლიოში თანამშრომლობენ ერთიანი მარეგულირებელი ჩარჩოს შესაქმნელად.
ფასიანი ქაღალდების კომისიების საერთაშორისო ორგანიზაცია (IOSCO) პროგრესირებს გლობალური სტანდარტების შემუშავებით. 2023 წლის მაისში, IOSCO-მ გამოსცა 18 პრინციპზე დაფუძნებული და შედეგზე ორიენტირებული რეკომენდაცია, რომელიც მოიცავს ექვს ძირითად სფეროს კრიპტო ვალუტით ვაჭრობის საქმეში:
1. საქმიანობისა და ფუნქციების ვერტიკალური ინტეგრაციის შედეგად წარმოშობილი ინტერესთა კონფლიქტი.
2. ბაზრის მანიპულირება, ინსაიდერული ვაჭრობა და თაღლითობა.
3. ტრანსსასაზღვრო რისკები და მარეგულირებელი თანამშრომლობა.
4. მეურვეობისა და კლიენტის აქტივების დაცვა.
5. ოპერატიული და ტექნოლოგიური რისკი.
6. საცალო წვდომადა განაწილება.
ამავდროულად, G7 ქვეყნები ციფრული ვალუტების რეგულირების სფეროზე აქტიურად მუშაობენ. 2021 წლის ოქტომბრის კომუნიკეში ჯგუფმა გამოთქვაერთობლივი ვალდებულება კრიპტო-აქტივების რეგულირებისადმი, კონკრეტულად კი სტაბილკოინების რეგულირების სფეროში.
საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკმა (BIS) ხაზგასმით აღნიშნა, რომ კრიპტოაქტივები არსებითად ექვემდებარება მარეგულირებელ და საზედამხედველო „არბიტრაჟს“ და ირჩევენ უფრო ხელსაყრელ და ნაკლებად მკაცრ მარეგულირებელ და საზედამხედველო გარემოს - მათი ფუნქციისა და მიზნის გამო, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული საზღვრებს შორისფინანსური ოპერაციებასთან.
თეთრი სახლის მიერ დასახული ძირითადი პოლიტიკური მიზნებიც ფოკუსირებულია ფინანსურ სტაბილურობასა და ინვესტორების დაცვაზე, განსაკუთრებით 2022 წლის განმავლობაში კრიპტო ბაზრების ტურბულენტობის ფონზე. ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დასახული სხვა პრიორიტეტები მოიცავს მარეგულირებელთა უფლებამოსილებების გაფართოებას, საჯარო სამსახურში კორუფციის წინააღმდეგ. ფოკუსი კრიპტო მაინინგის პროცესში გამოყენებულ ელექტროენერგიაზე და მის ეკოლოგიურ ეფექტზე გაკეთდა, რისი იმპლემენტაციაც განსაკუთრებით საინტერესოა საქართველოში. აშშ, ისევე როგორც G7 ორიენტირებულია Stablecoin-ის პოტენციალზე. კონგრესს აშშ-ს ხაზინამ მოუწოდა ზედამხედველობა გაეძლიერებინა, ხოლო სტაბილკოინი, როგორც გადახდის საშუალება ეღიარებიბა. 2022 წლის სექტემბერში დეპუტატთა ორპარტიული ჯგუფის მიერ შემუშავებული გამოუქვეყნებელი stablecoin-ის კანონპროექტი ცდილობდა აეკრძალა ტოკენების გაცემა, რომელიც არ შეიქმნა დაზღვეული სადეპოზიტო ინსტიტუტის დამტკიცებული შვილობილი კომპანიის ან ლიცენზირებული არასაბანკო სუბიექტის მიერ. ეს კანონპროექტი ემიტენტისაგან მოითხოვს ლიცენზიის მოპოვებას და სარეზერვო გირაოს შენარჩუნებას, როგორიცაა მოკლევადიანი სახელმწიფო ობლიგაციები (სახაზინო ობლიგაციები).
რამდენადაც საქართველო აგრძელებს ფინანსური სექტორის მოდერნიზებას და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას, აშშ-ს მიდგომა stablecoin-ის რეგულირებისადმი მნიშვნელოვან პოლიტიკურ-ეკონომიკურ მოდელს წარმოადგენს.
საქართველოს შეუძლია შეიმუშაოს მარეგულირებელი ბაზა სტაბილკოინებისთვის, აშშ-ის მოდელიდან გამომდინარე. ეს მოიცავს stablecoin-ის ემიტენტების ლიცენზირებას, რაც იმას გულისხმობს, რომ მხოლოდ დამტკიცებულ და სანდო ორგანიზაციებს შეუძლიათ შექმნან და მართონ სტაბილკოინები. ამ ორგანიზაციებს უნდა ჰქონდეთ საკმარისი ფინანსური აქტივები, როგორიცაა სახელმწიფო ობლიგაციები, რათა გაამყარონ მათ მიერ გამოშვებული სტაბილური მონეტების ღირებულება. რაც უზრუნველყოფს ფინანსური რისკების პარალელური კრიზისების თავიდან აცილებას, ვინაიდან სტაბილკოინები მხარდაჭერილია რეალური აქტივებით, რაც მათ უფრო სტაბილურს და საიმედოს ხდის. ეს აყალიბებს მომხმარებელთა ნდობას ციფრული ვალუტების მიმართ, რადგან ადამიანებმა იციან, რომ სტაბილკოინებს რეალური ღირებულება აქვთ და იმართება სანდო ინსტიტუტების მიერ.სახელმწიფო ობლიგაციები განიხილება ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო საინვესტიციო საშუალებად. სახელმწიფო ობლიგაციები ძალიან ლიკვიდურია, რადგან მათი გაყიდვა შესაძლებელია ფინანსურ ბაზრებზე შედარებით სწრაფად. თუ მოულოდნელად მოითხოვება სტაბილკოინებზე ნაღდი ფულის სახით გადაქცევა, ემიტენტებს შეუძლიათ გაყიდონ თავიანთი სახელმწიფო ობლიგაციები ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. მაშასადამე, სახელმწიფო ობლიგაციების ფლობა ხელს უწყობს სხვადასხვა ფინანსური რისკებისგან დაცვას.
პრობლემის აღმოსაფხვრელად ფესვების ანუ რაციონალურ-ყოვლისმომცველი მოდელის გამოყენება, მეტად ეფექტიანი იქნება, ვინაიდან ის ორიენტირებულია პრობლემის ძირფესვიან მოგვარებაზე და გამორიცხავს მიზნის შეცვლას ან გადახვევას. წარმოდგენილი გზა ინოვაციურია, ვინაიდან იგი გულისხმობს პრობლემის გადაწყვეტას ძირფესვიანად და არც ალტერნატივები არაა შეზღუდული. საკანონმდებლო რეფორმები ცხადი მიზეზების გამო პრობლემის მოსაგვარებელ რეალურ გზას ვერ გვთავაზობს, აუცილებელია გამოივეთოს სოციალური მიზნები, შემუშავდეს ალტერნაივები და საბოლოო გადაწყვეტილებისათვის რესურსების სრული მობილიზება მოხდეს, ვინაიდან კორუფცია, აფერხებს ქვეყანაში დემოკრატიისა და ეკონომიკის განვითარებას, კანონის უზენაესობის დანერგვასა და ხელისუფლების ორგანოებისადმი ნდობის ჩამოყალიბებას. რისთვისაც აუცილებელია საქართველოში დაინერგოს ,,ნამდვილი სახელის ანგარიშის'' სისტემა, რაც გულისმხობს ხელშეკრულების არსებობას ბანკებსა და კრიპტოვალუტის დილერს შორის. ვალდებულების განხორციელება მოხდება რეალური საბანკო ანგარიშიდან,ვინაიდან ანონიმურობის საკითხი კორუფციას ახალისებს საჯარო სამსახურში,შესაბამისად ალტერნატიული ხედვით უნდა განისაზღვროს კრიპტო ვალუტის ფლობის ლიმიტი, რომლის გადაჭარბების შემთხვევაში შემუშავებული ,,ეთიკის აქტის’’ შესაბამისად აუცილებელი იქნება კრიპტოვალუტაში ინვესტიციების დეკლარაციაში ასახვა, რისთვისაც პირველ რიგში ტრანზაქციები უნდა აღირიცხოს. ამით, თანხის დაკარგვის საკითხიც გადაჭრილი იქნება. პრობლემა არაფორმალურ ეკონომიკაში ფულის მიმოქცევა იყო კრიპტოს დეცენტრალიზირებული ხასიათიდან გამომდინარე,რაც საჯარო მოხელეებს კორუფციის გზას უმარტივებდა,თუმცა ახალი სისტემით ბანკებთან ხელშეკრულებების გაფორმებამდე, კრიპტოვალუტის დილერებმა უნდა გაიარონ შემოწმება მათი მენეჯმენტისა და კიბერუსაფრთხოების სისტემების შესახებ. იმისთვის, რომ კრიპტოვალუტის დილერს ჰქონდეს ელექტრონული ფულიკრიპტოვალუტაში, მათ უნდა აწარმოონ ანგარიში იმავე ბანკში,სადაც ტრეიდერი ანგარიში ექნება გახსნილი.ბანკი ამოწმებს ტრეიდერის ვინაობას ანგარიშის გახსნისას და ტრეიდერი აკავშირებს მათ საბანკო ანგარიშს დილერის პლატფორმაზე. დილერი ანალოგიურად ამოწმებს ტრეიდერის ვინაობას და მოითხოვს ტრეიდერს დაარეგისტრიროს თავისი საბანკო ანგარიში. კრიპტოვალუტის ტრანზაქციებზე ანგარიშგების ლიმიტების დაწესება გადამწყვეტია უკანონო და თაღლითური ქმედებების იდენტიფიცირებისადა პრევენციისათვის.
აუცილებელია სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავებაფულის გათეთრების პრევენციისათვის, რაც პირველრიგში უნდა ითვალისიწნებდეს ფინანსური ინსტიტუტების ვალდებულებას ,,საეჭვო ტრანზაქციების'' შესახებ აცნობონ სამთავრობო ორგანოს. ანგარიშგების მოთხოვნები ზრდის გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას. მაგრამ თაღლითობის სქემა მაინც შეიძლება შემუშავდეს, ამიტომ ალტერნატიული გეგმის შემუშავებაც აუცილებელია, კერძოდ პირობითად ფიზიკური პირის მიერ ერთ კვირაშისხვადასხვა ბანკში 8 000 ლარის ოდენობის 5 ნაღდი დეპოზიტის გახსნა შეიძლება მოხდეს. ანგარიშგებისლიმიტი კი 10,000 ლარს წარმოადგენდეს, თუმცა ხუთი 8000 ლარიანი დეპოზიტის გახსნით 40,000 ლარისათვსი იქნა მიღწეული. იდენტური შემთვევის გადაცემა საგამოძიებო ორგანოსათვის უნდა მოხდეს.
საქართველოს შეუძლია ტექნოლოგიური მიღწევების წინა პლანზე წამოწევით, ხელი შეუწყოს ყველა მისი მოქალაქისთვის უფრო გამჭვირვალე, ეფექტურ და სამართლიანი სისტემის შექმნას. ბლოკჩეინში ინტეგრირება უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სარეგისტრაციო ტრანზაქციებში კი კიდევ უფრო მეტად დაცულს, მსოფლიო მასშტაბით ხელმისაწვდომს და გამჭვირვალეს ხდის. პირობითად საქართველოში მიწის რეგისტრაციის საკითხი დიდ გამოწვევას წარმოადგენდა. (გადაბაძე 2018) ბლოკჩეინ ქსელში რეგისტრაციის ინოვაციური სისტემა კი საქართველსო ინსტიტუციურ და საფინანსო დონეზე დეცენტრალიზებული ვალუტის ინტეგრირებას შეუწყობს ხელს. კერძოდ, თანამშრომლობის შედეგად მიწის ნაკვეთთა ჩანაწერების ტრანსფერი ბლოკჩეინ ტექნოლოგიაში მოხდა, საკუთრების განკარგვა ეკონომიკაში უმთავრესი გამოწვევაა. კრიპტოვალუტისა და ბლოკჩეინთან ადაპტაციით ,,ღია პროგრამული ინტერფეისის'' ტექნოლოგიის დანერგვით პოტენციურ მყიდველს საშუალებას ვაძლევთ უძრავი ქონების იპოთეკის შესახებ ინფორმაცია მიიღოს, ისევე, როგორც ყიდვა-გაყიდვის ისტორიის შესახებ. უძრავ ქონებასთან მემკვიდრეობის საკითხიც დიდი გამოწვევაა, მაშინ როდესაც ანდერძის რეგისტრაცია შესაძლებელია ბლოკჩეინის სისტემაში, რაც უზრუნველყოფდა, ანდერძის საჯარო ხელმისაწვდომობას ბლოკჩეინის მონაცემთა ბაზაში და გამორიცხავდა არაავტორიზირებულ ცვლილებებს.
საქართველოში ვირტუალური ვალუტა არც ელექტრონული ფულია და არც კანონიერი გადახდის საშუალება. ალტერნატიული გეგმით შეგვიძლია მცირედი კორექტირება შევიტანოთ კანონში. გადახდის საშუალებად გამოყენების შემთვევაში ვირტუალური ვალუტა გადახდის ტრადიციულ საშუალებად უნდა განიხილებოდეს, მაგრამ მისი დაბეგვრა უნდა მოხდეს, რაც ევროპულ სახელმწიფოებში მიღებული პრაქტიკაა.ავსტრალიაში და დიდ ბრიტანეთში კრიპტოვალუტები განიხილება როგორც აქტივები და არა კანონიერი გადახდის საშუალება. ისინი ექვემდებარებიან საშემოსავლო გადასახადს და კაპიტალის მოგების გადასახადს ინდივიდუალური შემოსავლის დონის მიხედვით. კრიპტოვალუტით ვაჭრობაში ჩართულ კომპანიებს 25%-იანი გადასახადი აქვთ გაუნაწილებელ მოგებაზე, რაც მოგების განაწილების შემთხვევაში 45%-მდე იზრდება. საქართველოში "მაინინგ" ოპერაციები უნდაგანიხილებოდეს ბიზნესის ნაწილად, და ითვალისწინებდეს სტანდარტულ 20% ბეგარას. ფიზიკურ პირებს კი უნდა ევალებათ გადაიხადონ კაპიტალის მოგების გადასახადი კრიპტოვალუტის ტრანზაქციებზე. აღნიშნული ,,ხისტი’’ პოლიტიკა ძალიან მარტივი გარემოებით აიხსნება-2021 წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა 13%-ით, ძირითადად Bitfury-ის გამო. (ტყეშელაშვილი 2021) ეს კომპანია ზესტანფონის ფეროშენიანი ქარხნის შემდეგ, ყველაზე მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს, მაგრამ ეროვნულ ეკონომიკაში მისი წვლილი შემოიფარგლება დასაქმებულთა საშემოსავლო გადასახადებით. რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში რამდენიმე ათასი ადამიანია დასაქმებული და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს მშპ-ში, თუმცა ის ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს, ვიდრე მარტო BITFURY. ლოგიკურია ვისაუბროთ მაინერი კომპანიის დაბეგვრის აუცილებლობაზე,რაც უმოკლეს ვადებში უნდა განხორციელდეს, ვინაიდან სუსტი ეკონომიკის მქონე ქვეყნები,მათ შორის საქართველო,ენერგეტიკული კრიზისის საფრთხის ქვეშ დგანან.
კრიპტოვალუტის კუსტარული მოპოვებითი საქმიანობა სწორედ ელექტროენერგიის უფასოდ მიწოდების სოციალისტურმა პრაქტიკამ განაპირობა, რასაც საბოლოოდ ენერგოსისტემის დაზიანება მოჰყვა.მთავრობამ ელექტროენერგიის სერვისების უსასყიდლოდ მიწოდების ნაცვლად უნდა მოახდინოს მონეტიზაცია, ელექტროენერგიის შესაძენად გაცემული თანხის არამიზნობრივი გამოყენება სახელწმიფოს პასუხისმგებლობას არ წარმოადგენს. თავდაპირველად აღნიშნული ალტერნატივის უგულვებელყოფა მოხდა, დღეს კი დენზე გრაფიკია დაწესებული.აღნიშნული ზიანს მხოლოდ მოსახლეობას აყენებს, ამასთანავე დაზარალდა ტურიზმის სფეროც, ხოლო სამაინერო კომპანიები თავისუფლად აგრძელებენ ელექტროენერგიის უფასოდ მოხმარებას,რაც ადგილობრივი ენერგოსისტემის დაზიანების წინაპირობა გახდა. აუცილებელია ელექტროენერგიის საბაზრო ფასის დაწესება და ყველაფრის თავისუფალი ბაზრისათვის მინდობა. უკეთესია ელექტროენერგია, რომელიც დეფიციტურ საქონელს წარმოადგენს სხვა დარგთა განვითარებასაც მოხმარდეს სვანეთში, ეს კი სამართლიანი გადასახადების რეჟიმში თუ მოხდება. ამ ბიზნესების ლეგალიზაცია და რეგულირება, ელექტროენერგიის საბაზრო ფასების დადგენის ფონზე უზრუნველყოფს სამართლიან კონკურენციას და საშუალებას მისცემს ბაზარს გადაწყვიტოს ასეთი საწარმოების სიცოცხლისუნარიანობა.
კრიპტოვალუტის მიმოქცევის პროცესის სრულყოფისათვის აუცილებელია სახელმწიფოს მიერ კრიპტოვალუტის გამოშვებისა და ემისიის რეგულირება. მაინინგი უნდა განხორციელდეს სახელმწიფო დაკვეთების საფუძველზე, ვინაიდან მხოლოდ ასეთ შემთხვევაში გაირკვევა, თუ რა რაოდენობის კრიპტოვალუტა იქნება საჭირო ისეთი საერთო-სახელმწიფოებრივი საქმიანობის განსახორციელებლად, როგორიცაა: ძალოვანი სტრუქტურებისა და სახელმწიფო აპარატის შენახვა, რეზერვების შექმნა და სხვა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უნდა განიხილოსამერიკისა და მრავალი ევროპული სახელწმიფოს პრაქტიკა, რაც სტაბილკოინების გადახდისათვის გამოყენებას ლეგალურს ხდის,თუმცა სტაბილკოინილარის რეზერვებით უნდა იყოს გამყარებული, რაც მისი ფასის სტაბილურობას ბევრად მდგრადად აქცევს. ლარით მხარდაჭერილი სტაბილკოინები საქართველოს კანონმდებლობით შეიძლება განიხილებოდეს როგორც ელექტრონული ფული, რადგან ისინი ამისათვის ყველა აუცილებელ მოთხოვნას აკმაყოფილებენ. ბანკის მიერ სასურველია ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელი ბუღალტრული ფირმის მიერ რეზერვების რეგულარული აუდიტის გრაფიკი. აღსანიშნავია, რომ ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამჭვირვალე ბუნების გამო, შესაძლებელია რეალურ დროში სტაბილკოინის რეზერვების მონიტორინგი, მანამ კი მაინინგი განხილული უნდა იქნას, როგორც სამეწარმეო საქმიანობა. მთავრობას უნდა შეეძლოს სამაინერო ოპერაციებისთვის ენერგომოხმარების ლიმიტის დაწესება, 4 თვის განმავლობაში სისტემატიურად ლიმიტის გადაჭარბება იწვევდეს გამოიწვევს დაბეგვრას.
ფინანსური ტრანზაქციების გამარტივება ჭკვიანი კონტრაქტების საშუალებით უნდა მოხდეს რაც საბანკო, უძრავი ქონებისა და საფინანსო კომპანიების დაკავშირებას ითვალისწინებს. გარიგებების რეგისტრაციაც შესაძლებელია, რომელიც დაკავშირებული იქნება ქვეყნის გამქირავებლებისა და დამქირავებლების ბაზასთან, რაც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს უძრავ ქონებასთან დაკაშირებული ქმედებები უწყვეტ რეჟიმში განახორციელონ. სამომავლო პერსპექტივაში კი ნაყოფიერი მუშაობის შედეგად შესაძლებელია ბლოკჩეინ სისტემაში ქალაქის სატრანსპორტო და საგადასახადო სისტემის შექმნა, თუმცა აღნიშნული, როგორც არაერთხელ აღინიშნა, სახელმწიფო ინტერვენციასა და თანამშრომლობას ითვალისწინებს, აუცილებელია ტექნოლოგიასთან ადაპტაქცია. მეორე მხრივ საჯარო სამსახურში კორუფციის პრობლემა შესაძლებელია მოგვარდეს თუ ეკონომიკური პოლიტიკა მეტად ორიენტირებული იქნება დეცენტრალზირებულ ვალუტასთან ადაპტაციაზე, პირობითად თანამედროვე ეპოქაში არსებობს ,,DEFI’’ პლატფორმა, რომლითაც ხორციელდება კრიპტოვალუტის საქონელზე გაცვლა მესამე მხარის ჩარევის გარეშე, რაც ფინანსური სერვისების ადმინისტრირების საჭიროებას და ხარჯებს ამცირებს. აღნიშნული პლატფორმა ცენტრალზიირებულ ფინანსურ ინსტიტუტებს არ ემყარება, ნებისმიერ ორ მხარეს გარიგებაში შეუძლია მოლაპარაკება გააკეთონ საპროცენტო განაკვეთზე. პროგრესული ნაბიჯი იქნება თუ ამ სისტემის ინტეგრირება მოხდება ,,ჭკვიან კონტრაქტებთან'', რომელიც გამოქვეყნებულია ბლოკჩეინში და ხელმისაწვდომია თითოეული ინდივიდისათვის, გეოგრაფიული ადგილისა და ეროვნების მიუხედავად.
სტრატეგიული გეგმის რეალიზება მოხდება სამ ძირითად განზომილებაში ესაა პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური გარემო. პირობითად ანონიმურობის გამო კორუფციული ტრანზაქციების თავიდან ასაცილებლად „ნამდვილი სახელების ანგარიშების“ განხორციელება მოითხოვს ბანკებსა და ტრეიდერებს შორის კოორდინირებულ თანამშრომლობას, რასაც ხელს უწყობს მთავრობის შუამავლობა საკანონმდებლო ჩარჩოებით. ბანკები გადაამოწმებენ ტრეიდერების ვინაობას და შეინარჩუნებენ კრიპტო ტრანზაქციების ჩანაწერებს. ამისათვის აუცილებელია სპეციალური სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის, კრიპტოვალუტის დილერებისა და მარეგულირებელი ორგანოების წარმომადგენლებთან ერთად შეიმუშავებს კიბერუსაფრთხოების სახელმძღვანელო პრინციპებს, რაც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ინვესტიციების ნდობის ასამაღლებაში. ინფრასტრუქტურის განვითარება აუცილებელია, რადგან საბანკო სისტემის ადაპტაცია უნდა მოხდეს უახლეს IT სისტემასთან, წინააღმდეგ შემთვევაში ტრანზაციების მონიტორინგი და აღრიცხვა პრობლემებთან იქნება დაკავშირებული.
მარეგულირებელებისთვის ხელმისაწვდომი სპეციალური მონაცემთა ბაზა, რომელიც ინტეგრირებულია ბლოკჩეინის ტექნოლოგიასთან, გააუმჯობესებს გამჭვირვალობას და უსაფრთხოებას „საეჭვო“ ტრანზაქციების გამოვლენისას. გეგმის წარმატების უზრუნველსაყოფად, კი მკაცრი ჯარიმები და სამართლებრივი ქმედებები უნდა განისაზღვროს. ბანკებისა და კრიპტოვალუტების დილერების რეგულარული აუდიტი აუცილებელია მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, აუდიტის ინფორმაციაზე საზოგადოებას ხელი უნდა მიუწვდებოდეს. მნიშვნელოვანია პერსონალის გადამზადება, რადგან საქართველოს გამოწვევა აქვს ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვაში, რაც მოითხოვს ცნობიერების ამაღლებას მოსახლეობაში, რათა იარსებოს ნდობამ ტექნოლოგიური სიახლის მიმართ, რის საფუძველზეც მოსახლეობა გამარტივებულად სახელმწიფო მომსახურების მიღებას შეძლებს.
ქონების ბლოკჩეინში რეგისტრაციისათვის აუცილებელეია საპილოტე რეჟიმის ორგანიზება, რათა შეფასდეს პოტენციური რისკები და გამოწვევები. ამისთვის უნდა ჩამოყალიბდეს იუსტიციის სამინისტროსთან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისაგან დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი. პოლიტიკურ დონეზე, აუცილებელია ჩამოყალიბდეს მტკიცე სამართლებრივი ჩარჩო, რაც უზრუნველყოფს ბლოკჩეინის ჩანაწერების ლეგიტიმაციას და სოციალურ განზომილებაში, მათი კანონიერებასა და აღსრულებას.
რაც შეეხება ეკონომიკურ განზომილებას, აუცილებელია ტექნიკურ ფირმებთან თანამშრომლობა სახელმწიფო დანახარჯების შესამცირებლად. გადასახადების სწრაფი შეგროვება პროცესის ავტომატიზაციით თუ მოხდება, შესაბამისად აუცილებელია ე.წ ,,ჭკვიანი კონტრაქტების'' დანერგვა. აღნიშნული შუამავლებისათვის გადასახდელ ხარჯებსაც შეამცირებს. ჭკვიანი კონტრაქტები სრულად ხსნის ნდობის ფაქტორს, ვინაიდან ისინი წინასწარ განსაზღვრული პირობების შესაბამისად ავტომატურად ახორციელებენ ოპერაციას.მისი საჯარო ხელმისაწვდომობა კი საჯარო მოხელეთა ეკონომიკურ საქმიანობას მეტ გამჭვირვალეობას მატებს.
საქართველოშიბლოკჩეინზე დაფუძნებული სისტემის დანერგვა ეყრდნობა შერეული ეკონომიკის რწმენას, რომელიც ეკნომიკაში სამთავრობო რეგულირებას არ გამორიცხავს. თუმცა თავისუფლების მაღალი ხარისხი მაინც უზრუნველყოფილია. აღნიშნული ეკონომიკური მოდელი სამოქალაქო და სამთავრობო კონტროლის კომბინაციაა. სტრატეგიული გეგმა ეფუძნება ეკონომიკასა და პოლიტიკაში მეტი გამჭვირვალეობის ღირებულებას, რაც ამცირებს კორუფციის შესაძლებლობებს.
მოსალოდნელია, რომ სისტემა შეამცირებს ადმინისტრაციულ ხარჯებს და დააჩქარებს ტრანზაქციებს, გაზრდის ეფექტურობას უძრავი ქონების ბაზარზე. დავების და თაღლითობის შემცირებით სისტემას შეუძლია ქონების ღირებულების სტაბილიზაცია, ინვესტიციების წახალისება და ეკონომიკური ზრდის სტიმულირება, რაც წაახალისებს სამართლიანი და დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებას. ელექტროენერგიის საბაზრო ფასების შემოღება თავისუფალი ბაზრის პრინციპს ამკვიდრებს, თუმცა არ გამორიცხავს საზოგადოებრივ დონეზე სოციალურ პასუხისმგებლობას სახელწმიფოს მხრიდან. სტაბილკოინების ფასების სტაბილურობაზე სახელწმიფოებრივი წვლილის შეტანა მეტ საბაზრო თავისუფლებას ჰპირდება ინვესტორს დაცულ და სტაბილურ გარემოში.
დასკვნის სახით შესაძლოა ითქვას, რომ საჭიროა ისეთი ტექნოლოგიის შემუშავება, რომლიც საშუალებას მოგვცემს მოხდეს ტრანზაქციაში მონაწილეთა იდენტიფიკაცია, რითიც თავიდან ავიცილებთ ფულის გათეთრებას და სხვა დანაშაულებებს, რისი ფუნქციაც ბლოკჩეინ ტექნოლოგიის ინტეგრირებას შეუძლია შეითავსოს. საქართველოში კრიოპტოვალუტის მოპვებისა და მიმოქცევის გაფართოების მიზნით ეროვნულმა ბანკმა საკანონმდებლო დონეზე უნდა მოახდინოს კრიპტოვალუტის რეგულირება. საქართველომ უნდა განახორციელოს კონტროლი და გარკვეულ ჩარჩოში მოაქციოს კრიპტო ვალუტებით ვაჭრობა. აუიცილებელია არსებობდეს გარკვეული ინფორმაცია კრიპტო ვალუტების ფასების დადგენის და განსაზღვირს თაობაზე. სახელმწიფოების მიერ თუ გამოცხადდება ოფიციალურ ვალუტად, მაშინ შესაძლებელი უნდა იყოს მისი მარტივად შეძენა, გაყიდვა, გადაცვლა და ა.შ.
წინამდებარე პოლიტიკის დოკუმენტი მომზადდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით და შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.
მასალა მომზადდა პროექტის, „ახალგაზრდების ჩართულობისა და მენტორინგისთვის საჯარო პოლიტიკის საპილოტე ინიციატივები“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) და მისი შინაარსი წარმოადგენს მხოლოდ ავტორის პასუხისმგებლობას.
/public/upload/01. TEONA/DAI-Youth/Arabashvili-Document.pdf