IDFI-ისა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მხარდაჭერით, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მენეჯმენტის პროგრამის სტიპენდია ცხადდება

სიახლეები | კოალიციური საქმიანობა | სტატია 21 აპრილი 2022

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (CEU) ბიზნესისა და მენეჯმენტის პროგრამა, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) მხარდაჭერით, იწყებს სასტიპენდიო პროგრამაზე მიღებას.

 

პროგრამა განკუთვნილია საქართველოში საჯარო და არასამთავრობო სექტორში მომუშავე მენეჯერებისთვის, მათ შორის ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე, საუნივერსიტეტო, სასკოლო, კულტურისა და სამედიცინო სფეროებში მომუშავე სპეციალისტებისთვის.

 

სტიპენდიის მსურველებს უნდა ჰქონდეთ მინიმუმ 8 წლიანი პროფესიული გამოცდილება, მათ შორის მინიმუმ 3 წელი მენეჯმენტის სფეროში და ბაკალავრის ხარისხი.

 

სტიპენდიის მინიჭება ხდება კონკურსის წესით, ჟიურის წევრების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით. ჟიურის წევრები არიან:

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტიდან:

 

 გიორგი კლდიაშვილი - აღმასრულებელი დირექტორი

 

საქართველოს ბიზნეს ასოციაციიიდან:

 

ალექსი ალექსიშვილი - საქართველოს ბიზნეს ასოციაციის საბჭოს წევრი

 

ლევან ვეფხვაძე - საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი

 

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მენეჯმენტის პროგრამიდან:

 

პროფესიორი მაჩიე კისილოვსკი - ბიზნესის და მენეჯმენტის ფაკულტეტის ხელმძღვანელი

 

ლიკა ნოზაძე - პარტნიორი, ბიზნესისა და მენეჯმენტის პროგრამის კურსდამთავრებული

 

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

კოალიციის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები
სიახლეები

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023