კორუფციასთან ბრძოლის საგანმანართლებლო პროგრამა დისტანციურად გრძელდება

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 17 მარტი 2020

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობით, უკვე მეექვსე თვეა, რაც კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამა ხორციელდება.

 

17 მარტს, კორუფციასთან ბრძოლის საგანმანართლებლო პროგრამის მეხუთე მოდული „ელექტრონული მმართველობა კორუფციასთან ბრძოლაში“ დაიწყო.

 

მსოფლიოში გამოცხადებული პანდემიისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციის გათვალისწინებით, კორუფციასთან ბრძოლის საგანმანათლებლო პროგრამა დისტანციურ რეჟიმში გრძელდება. მოდულის ლექტორები შექმნიან ვიდეო ფაილებს და გაუზიარებენ კურსის მსმენელებს ლექციებისთვის მომზადებულ პრეზენტაციებსა და დავალებებთან ერთად.

 

მეხუთე მოდულს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს იურიდიული სამმართველოს უფროსი ნატალია გოდერძიშვილი წაიკითხავს. მოდულის მიზანია კურსის მსმენელებს შეასწავლოს ისეთი საკითხები როგორიცაა კავშირი კარგ მმართველობასა და ელექტრონულ მმართველობას შორის, სახელმწიფო სერვისების ელექტრონულად მიწოდების მნიშვნელობა, საზოგადოებრივი ინიციატივების წარდგენის შესაძლებლობები, და საჯარო მმართველობის პროცესში საზოგადოების მონაწილეობა ელექტრონული პლატფორმებისა და ონლაინ საშუალებების გამოყენებით.

 

კორფუციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამა დაიწყო 2019 წლის 8 ოქტომბერს და მის დასრულებამდე დარჩენილია 4 მოდული. პროგრამის ფინანსური მხარდამჭერია ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდი (OSI) და ხორციელდება ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) თანადაფინანსებით.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მარეგულირებლის უფლებამოსილების გაზრდა მედიაზე დამატებითი ზეწოლისათვის არის მიმართული

06.06.2025

IDFI-ის 2024 წლის ანგარიში

05.06.2025

ეკონომიკური ზრდა ნეგატიური პერსპექტივით (Fitch შეფასება)

04.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024