კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის მერვე მოდული დაიწყო

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 20 ივლისი 2020

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში, 14 ივლისს დაიწყო მერვე მოდული, რომელიც მიზნად ისახავს მსმენელებს მიაწოდოს ინფორმაცია თანამედროვე მამხილებლობასა და კორუფციის ჟურნალისტურ გამოძიებაზე.

 

მერვე მოდულის განმავლობაში კურსის მსმენელები შეისწავლიან ისეთ საკითხებს როგორიცაა - მხილება საჯარო და კერძო დაწესებულებებში, მხილების არსი და მნიშვნელობა, მხილების ფარგლები, ბალანსი საჯარო მოსამსახურის გამოხატვის თავისუფლებასა და სახელმწიფოსადმი ერთგულების ვალდებულებას შორის, მხილების განხორციელების პროცედურა საჯარო და კერძო დაწესებულებებში საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, მამხილებლის და მასთან გათანაბრებული პირის დაცვის გარანტიები, მამხილებლის ანონიმურობის დაცვა, კონფიდენციალური ინფორმაციის გამხელა, ჟურნალისტური წყაროს კონფიდენციალურობა, ჟურნალისტური ეთიკის წესები, მედია ორგანიზაციაში ჩხრეკის შეზღუდვა.

 

მოდულს წაიყვანს ეკატერინე ციმაკურიძე, რომელიც „დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“-ს ერთ-ერთი დამფუძნებელია. ეკატერინე ციმაკურიძე გვიყვება იმ თეორიული და პრაქტიკული ცოდნის შესახებ, რომელსაც კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის მონაწილეები მისი სასწავლო მოდულის განმავლობაში მიიღებენ.

 

 

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა“ (IDFI)და სსიპ „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის“ თანამშრომლობის საფუძველზე მეათე თვეა, რაც ხორციელდება კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამა, რომელიც 8 მოდულისგან შედგება. პროგრამისფინანსურიმხარდამჭერია ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდი (OSI) დახორციელდება ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) თანადაფინანსებით.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედია კოალიცია რეგიონული მედიის საქმიანობის შეზღუდვის ფაქტებს ეხმიანება

28.02.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

2024 წელს რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა

13.02.2025
განცხადებები

მედია კოალიცია რეგიონული მედიის საქმიანობის შეზღუდვის ფაქტებს ეხმიანება

28.02.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024