კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამა დაიწყო

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 20 ოქტომბერი 2021

18 ოქტომბერს დაიწყო 2021-2022 წლების სასწავლო წელი კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის საბაკალავრო კურსის მონაწილეებისათვის. საბაკალავრო საფეხურზე შერჩეული 22 მონაწილე, ერთი წლის განმავლობაში, გაივლის ისეთ საგნებს როგორიცაა „კარგი მმართველობა და კორუფცია“ და „საჯარო პოლიტიკა და კორუფცია“. 

 

„დღეს მაქვს შესაძლებლობა, უკვე მესამედ გავხსნა კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამა და პროგრამაში მოხვედრილ კონკურსანტებს, და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებმაც სემესტრული წესით აირჩიეს საგანი, მივულოცო სასწავლო წლის დაწყება!“ - განაცხადა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა.

 

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის განხორციელება „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) 2019 წლიდან დაიწყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. პროგრამას ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ღია საზოგადოების მხარდაჭერის ფონდი პროექტის „მდგრადი ადამიანური რესურსების განვითარება კორუფციასთან საბრძოლველად“ ფარგლებში

 

2019-2020 წლებში სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში შექმნილი იყო რვა პროფესიული მოდული, რომელიც მომდევნო წლებში გარდაიქმნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ოთხ აკადემიურ საგნად. კერძოდ, საბაკალავრო საფეხურისთვის - „კარგი მმართველობა და კორუფცია“, და „საჯარო პოლიტიკა და კორუფცია“, ხოლო სამაგისტრო საფეხურისთვის - „ანტიკორუფციული პოლიტიკის მართვა საჯარო და კერძო დაწესებულებებში“, და „კორუფციასთან ბრძოლა - საერთაშორისო აქტორები, ანტიკორუფციული პლატფორმები“. 18 ოქტომბერს სასწავლო წელი დაიწყო საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის, ხოლო 23 ოქტომბერს სასერტიფიკატო პროგრამა დაიწყება სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის. 

 

პირველი კურსი, რომელსაც საბაკალავრო საფეხურის სტუდენტები პროგრამის ფარგლებში გაივლიან არის კარგი მმართველობა და კორუფცია, რომელსაც გიორგი ჩხეიძე კითხულობს. გიორგი არის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID-PROLOG) პროგრამის ხელმძღვანელი. 

 

აღსანიშნავია, რომ სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს აკადემიური მოსწრების კრედიტებთან ერთად, შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ პროგრამის დასრულების სერტიფიკატიც. მიმდინარე სემესტრში, სასერტიფიკატო პროგრამის საგანი, „კარგი მმართველობა და კორუფცია“, აირჩია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 22-მა სტუდენტმა.

 

სასერტიფიკატო პროგრამის კონკურსი წელსაც ტრადიციულად დიდი იყო. პროგრამაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს კონკურსანტებმა სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან, საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორებიდან. გამოგზავნილი იყო თითქმის 300-მდე განაცხადი. განაცხადების გადარჩევის შემდეგ, გასაუბრების პროცესი გაგრძელდა 5 დღის განმავლობაში. საბოლოოდ, საკონკურსო კომისიამ, საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან, პროგრამის საბაკალავრო საფეხურისთვის, შეარჩია 22 სტუდენტი, ხოლო სამაგისტრო საფეხურისთვის 24 მონაწილე საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორებიდან. IDFI-ს პროგნოზით, კონკურსის წესით აყვანილ კანდიდატებთან ერთად, ერთი წლის განმავლობაში, სასერტიფიკატო პროგრამას ჯამურად 100-ზე მეტი მონაწილე ეყოლება.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მიმართვა ევროპის მაუწყებელთა კავშირს საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით

05.02.2025

ძალადობა და ზეწოლა ჟურნალისტებზე მზია ამაღლობელის მხარდამჭერ აქციაზე

04.02.2025

არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის შეფასება 2 თებერვალს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით

03.02.2025

მედიის ადვოკატირების კოალიცია 2 თებერვალს მედიაზე ძალადობის და ზეწოლის ფაქტებს ეხმიანება

03.02.2025
განცხადებები

მიმართვა ევროპის მაუწყებელთა კავშირს საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით

05.02.2025

ძალადობა და ზეწოლა ჟურნალისტებზე მზია ამაღლობელის მხარდამჭერ აქციაზე

04.02.2025

მედიის ადვოკატირების კოალიცია 2 თებერვალს მედიაზე ძალადობის და ზეწოლის ფაქტებს ეხმიანება

03.02.2025

არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის შეფასება 2 თებერვალს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით

03.02.2025
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024