დეზინფორმაციისა და პროპაგანდის კვლევის სასწავლო პროგრამის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | სტატია 7 ივლისი 2023

2023 წლის 6 ივლისს დასრულდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და საქართველოს უნივერსიტეტის (UG) თანამშრომლობის ფარგლებში შექმნილი სასწავლო პროგრამა  “დეზინფორმაციისა და პროპაგანდის კვლევა: ისტორია, თეორიები და გაბათილების საშუალებები” და სასწავლო კურსის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

 

2022-2023 წლის სასწავლო პროგრამაში ჩართული იყო 24 მონაწილე. სასწავლო წლის განმავლობაში სტუდენტები გაეცნენ ექვს სასწავლო კურსს: კიბერუსაფრთხოების საფუძვლები; დეზინფორმაციის იდენტიფიცირება და კვლევა; დეზინფორმაცია და საზოგადოება; კოლექტიური მეხსიერება და მისი როლი ქართულ პოლიტიკასა და საერთაშორისო ურთიერთობებში; სტრატეგიული აზროვნება; არქივები, მედია და ფაქტები.

 

აკადემიურ კურსებთან ერთად, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ჩართულიყვნენ უნარების განვითარებაზე ორიენტირებულ პრაქტიკულ სემინარებში, რომელიც სემესტრის განმავლობაში დაორგანიზდა.

 

დაჯილდოების ღონისძიებაზე პროგრამის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს IDFI-ის მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევის მიმართულების ხელმძღვანელმა ანტონ ვაჭარაძემ, UG-ის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანმა, ნათია კალაძემ და კურსის ლექტორებმა - ნინო გოზალიშვილმა და რევაზ თოფურიამ. მათ მიმოიხილეს პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სასემინარო კურსის შედეგები, ხაზი გაუსვეს მონაწილეების მიერ შეძენილი უნარ-ჩვევების გამოყენების მნიშვნელობას და წარმატება უსურვეს კურსდამთავრებულებს. დაიგეგმა სამომავლოდ ერთობლივი ღონისძიებებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთკავშირის შენარჩუნების კონკრეტული ღონისძიებები.

 

IDFI-სა და UG-ს აღნიშნული კურსი უკვე 2 წლის განმავლობაშ წარმატებით ამზადებს არა მხოლოდ სტუდენტებს, არამედ პროფესიონალებს, რომლებსაც დეზინფორმაციასა და პროპაგანდასთან გამკლავება საკუთარი საქმიანობის ფარგლებში უწევთ. კურსზე UG-ის სტუდენტების გარდა, 2 წლის განმავლობაში 50-ზე მეტი პროფესიონალი მონაწილეობდა. ისინი წარმოადგენდნენ ადგილობრივ და რეგიონულ მედიას, სახელმწიფო დაწესებულებებს, არასამთარობო სექტორს და სხვა ისეთ ორგანიზაციებს, რომლებსაც უშუალოდ ეხებათ აღნიშნული საკითხები.

 

კურსდამთავრებულმა, Euronew Georgia-ს ჟურნალისტმა ელენე ქორქიამ ღონისძიებაზე აღნიშნა: “მე, როგორც კურსდამთავრებულმა მინდა ვთქვა, რომ არაერთხელ მომიწია ჩემი საქმიანობის ფარგლებში ისეთ თემებთან შეხება, რომლებიც უკვე განხილული გვქონდა კურსის ფარგლებში. აღნიშნულ ვითარებაში მე შევძელი მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება, რამაც გამიადვილა მუშაობა და ამის საშუალება სწორედ აღნიშნულმა კურსმა მომცა.”

 

სასწავლო პროგრამა ხორციელდება შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით.

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-მ, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიწვევით, პოლონეთში ვიზიტის შედეგები და რეკომენდაციები წარადგინა

29.04.2024

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024
განცხადებები

ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს

08.05.2024

IDFI-ს კომენტარი ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორზე თავდასხმის შესახებ

07.05.2024

17:00 საათზე, ყველანი პარლამენტთან - კი ევროპას, არა რუსულ კანონს!

01.05.2024

ხალხი რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტს ახალი შემართებით გააგრძელებს

30.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023