საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) აცხადებს მიღებას სასერტიფიკატო პროგრამაზე საქართველო 2020, რომელიც ხორციელდება ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI), საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) და ბრემენის უნივერსიტეტის მიერ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით პროექტ „საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერების“ ფარგლებში.
პროგრამის შესახებ :
,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" (IDFI) ბრემენის უნივერსიტეტთან ერთად გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ახორციელებს პროექტს: "სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება (ZigB)" პროექტი მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების მაქსიმალურად ფართო სპექტრის დაინტერესების გამოწვევასა და მათი ცოდნის გაღრმავებას, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილებით დამტკიცებული სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია "საქართველო - 2020"-თან დაკავშირებით, რათა ისინი მომავალში უფრო აქტიურად ჩაერთონ საჯარო განხილვების პროცესში.
პროგრამის აღწერილობა :
1. უმაღლესი განათლება მდგრადი განვითარებისათვის (5 საათი)
კურსი მიმოიხილავს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივას "განათლება მდგრადი განვითარებისათვის", რომელიც წარმოადგენს უმაღლესი განათლების რე-ორიენტირების ადვოკატორების 5-პუნქტიან პროგრამას (გაეროს უ/გ მდგრადობის დეკლარაცია 2012წ., ევროკავშირის მდგრადი განვითარების სტრატეგია 2006წ). კურსის მსმენელები გაეცნობიან გაეროს ზემოთხსენებული ინიციატივის დანერგვაში დღემდე მიღწეულ პროგრესს, ისევე როგორც დაბრკოლებებს, რომელსაც დეკლარაციაზე ხელმომწერი უნივერსიტეტები აწყდებიან უმაღლესი განათლების დაწესებულებების მდგრადობის ამაღლებისკენ მიმართული ინიციატივების რეალიზებაში.
Key concepts: EU SDS, UN Higher Education Sustainability Initiative Rio +20, International Sustainable Campus Network
კურსის ლექტორი: თეა გერგედავა (ჰარვარდის უნივერსიტეტის მაგისტრი, თსუ-ს საგარეო ურთიერთობათა დეპ. უფროსი)
2. კულტურის პოლიტიკა ურბანული პოლიტიკის კონტექსტში (5 საათი)
კურსის თემატიკა ეფუძნება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და ხელშეკრულების მოთხოვნებს, ასევე საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებს, რომელიც სავალდებულოა კულტურის პოლიტიკისა და ურბანული პოლიტიკის შემუშავებისას აღსასრულებლად. ყურადღება გამახვილდება ურბანულ სივრცეში კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნებისა და ხელშეწყობის მექანიზმებზე, ამასთან განიხილება ევროპული ქალაქების წარმატებული მართვის მოდელები. კურსის მიზანია კულტურული და ურბანული პოლიტიკის პრობლემები წარმოაჩინოს ადამიანის უფლებათა ჭრილში, ასევე გამოყოს საზოგადოების როლი კულტურისა და ურბანული პოლიტიკის შემუშავების საქმეში (უფლებები და პასუხისმგებლობები). ძირითადი ფოკუსი მიმართული იქნება ურბანული კულტურის განვითარებასა და ამ მიმართულებით არსებულ ხარვეზებზე საქართველოს რეალობაში.
კურსის ლექტორი: კონსტანტინე ნაცვლიშვილი (ბაზელის უნივერსიტეტის მაგისტრი, კულტურის პოლიტიკისა და მენეჯმენტის ექსპერტი)
3. სამომხმარებლო უფლებების დაცვა და კონკურენციის პოლიტიკა (5 საათი)
კურსის ფარგლებში მსმენელები გაეცნობიან სამომხმარებლო უფლებების დაცვასა და კონკურენციის პოლიტიკაში არსებულ კანონმდებლობას. მიიღებენ ინფორმაციას სამომხმარებლო უფლებების დაცვის კუთხით სახელმწიფოს წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ, კონკურენციის სააგენტოს შესახებ, ასევე, ზოგადად სახელმწიფო სამომხმარებლო უფლებების დაცვისა და კონკურენციის პოლიტიკის შესახებ. კურსი წაკითხულ იქნება ევროპულ კანონმდებლობასთან შედარებითი ანალიზის საფუძველზე.
კურსის ლექტორი: დავით მაისურაძე (კალიფორნიის უნივერსიტეტის მაგისტრი, თსუ-ს დოქტორანტი)
4. შრომის სამართალი (5 საათი)
კურსის მიზანია, გააცნოს დამსწრეებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი დამსაქმებლისა და დასაქმებულის უფლებები, შრომითი ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმები როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში დასაქმებულ პირთათვის. გამოყოფილი იქნება აქტუალური საკითხები, როგორიცაა, მაგალითად, დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების სამართლებრივი ასპექტები და სხვა. დამსწრეებს ასევე გავაცნობთ საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს, შრომის სამართლის გარშემო. დამატებით ვისაუბრებთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის ზეგავლენაზე შრომით ურთიერთობებზე.
კურსის ლექტორი: სოფიო საჩალელი („მასურაშვილისა და საჩალელის იურიდიული ოფისი“-ს პარტნიორი, ტრიერის უნივერსიტეტის დოქტორანტი)
ტექნიკური დავალება:
სწავლება მიმდინარეობს ქართულ ენაზე.
პროგრამის ხანგრძლივობა: 1 თვე.
ლექციები ტარდება კვირაში ერთხელ, ყოველ შაბათს 12:00 სთ-დან 17:00-მდე.
კურსი უფასოა.
პროგრამის ბოლოს სტუდენტები ჩაატარებენ პრეზენტაციებს და დადებითი შეფასების შემთხვევაში გაიცემა GIPA-ს, IDFI-ის და ბრემენის უნივერსიტეტის ერთობლივი სერტიფიკატი.
პროგრამაში მონაწილეობისათვის, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2014 წლის 22იანვარი, 18 საათი. სწავლა დაიწყება 24 იანვარს.
საკონტაქტო პირები : მარიამ გელაშვილი , ქეთევან ბერაძე
ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
იეთიმ გურჯის ქ. # 7
ტელ : (+995) 599 977 444; (+995) 595 111 887 ;
ელ-ფოსტა: maogelashvili@gmail.com ; kkberadze@gmail.com