IDFI-ის წარმომადგენლები ელ-დემოკრატიისა და ელ-მმართველობის კონფერენციაზე

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 14 მაისი 2015

2015 წლის 7-8 მაისს ბუდაპეშტში გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით „ელ-დემოკრატიისა და ელ-მმართველობის დღეები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში“. კონფერენციის მთავარ თემას წარმოადგენდა ევროპის წინაშე მდგარი ისეთი გამოწვევები, როგორიცაა მონაცემთა დაცვის რეგულაცია და დებატები „ევროპული ინტერნეტის“ გარშემო, რომელიც მიმართული უნდა იყოს პირადი ცხოვრების უკეთესი დაცვისათვის. ამას გარდა, კონფერენცია აერთიანებდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა ელ-დემოკრატია (მოქალაქეების ჩართულობის ახალი ფორმები, ინტერნეტი პოლიტიკურ კამპანიებში, ელ-არჩევნები), გამჭვირვალობა და კორუფციასთან ბრძოლა, ღია მონაცემები, ელ-მმართველობისა და ელ-დემოკრატიის სამართლებრივი, ეკონომიკური და სოციალური ასპექტები, ე.წ. ჭკვიანი ქალაქები ა.შ.


კონფერენცია გახსნეს საჯარო სამსახურის ეროვნული უნივერსიტეტის რექტორმა, ანდრაშის უნივერსიტეტის პრორექტორმა, ავსტრიის კომპიუტერული საზოგადოების პრეზიდენტმა, და ასევე ევროპის საბჭოს წარმომადგენლებმა - დემოკრატიისა და მმართველობის ევროპული კომიტეტის (CDDG) პრეზიდენტმა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის აპარატისა და ავსტრიის ფედერალური კანცელარიის წარმომადგენლებმა.


კონფერენციაზე საქართველოს თემა ორი ნაშრომით იყო წარმოდგენილი. IDFI-ის ანალიტიკოსებმა თეონა ტურაშვილმა და თამარ იაკობიძემ ბრემენის უნივერსიტეტის მაგისტრანტ დენის რედეკერთან ერთად მოამზადეს ნაშრომი თემაზე „ელ-მმართველობა საქართველოში: ელ-სერვისების მიწოდება, ელ-ინფორმირება და ელ-ჩართულობა“. ნაშრომის მთავარი თემაა, თუ რამდენად განაპირობებს ელ-სერვისების განვითარება დემოკრატიის ხარისხის ზრდას. ავტორებმა შეიმუშავეს ელ-მმართველობის სამი ტიპი (ელ-სერვისების მიწოდება, ელ-ინფორმირება და ჩართულობა) და აჩვენეს თითოეულის თეორიული კავშირი დემოკრატიულ განვითარებასთან. ნაშრომის ფარგლებში შესწავლილ იქნა საქართველოში არსებული მაგალითები ელ-მმართველობის თითოეული ტიპის მიხედვით. საქართველოს მაგალითზე დაყრდნობით ავტორები მივიდნენ დასკვნამდე, რომ მხოლოდ ელ-სერვისების განვითარება, თუკი მას არ მოსდევს ელ-ინფორმირებულობის ხარისხის ზრდა და ელ- ჩართულობის უზრუნველყოფა, არასაკმარისი პირობაა დემოკრატიული განვითარებისთვის.


ამას გარდა, კონფერენციაზე ესტონეთის ელ-მმართველობის აკადემიის სახელით ნაშრომი წარადგინა ერიკ ჯექსონმა. ნაშრომი ეხებოდა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას საქართველოში, კერძოდ საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა www.opendata.ge განხილული იყო, როგორც კორუფციასთან ბრძოლის საშუალება. აღსანიშნავია, რომ 2013 წლის ზაფხულში საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოების პროგრამის ფარგლებში ერიკ ჯექსონმა სტაჟირება გაიარა IDFI-ში რის შემდეგაც დაინტერესდა www.opendata.ge-ს პროექტით.


კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ ანდრაშის სახელობის ბუდაპეშტის უნივერსიტეტი (AUB), ავსტრიის კომპიუტერული საზოგადოება (OCG), ავსტრიის ფედერალური კანცელარიის/საჯარო ორგანიზაციისა და ადმინისტრაციული რეფორმის ინსტიტუტი (IfSV), ევროპული სამართლისა და საჯარო პოლიტიკის ავსტრიის ინსტიტუტი (AIELP), ბუდაპეშტის საჯარო სამსახურის ეროვნული უნივერსიტეტი (NUPS), ლუდვიგსბურგის საჯარო ადმინისტრირებისა და ფინანსების უნივერსიტეტი და ლიუბლიანას პროგნოზირების ინსტიტუტი.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის მონაწილეთა დაჯილდოების ცერემონია

22.10.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024