როგორ გაიზრდება პარლამენტის ბიუჯეტი
მედიაში გავრცელებული უახლოესი ცნობების მიხედვით საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტი მომავალი წლისათვის 54 მილიონ 695 ათასი ლარი იქნება, რაც წლევანდელს დაახლოებით 2 მილიონ ლარით აღემატება. საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ნოდარ ებანოიძის განცხადებით, მომავალი წლისათვის ბიუჯეტის გაზრდილი თანხა ძირითად შრომითი ანაზღაურების ზრდას და ავტოპარკის განახლებას მოხმარდება.