რეგიონული და გლობალური საქმიანობა

3 დეკემბერი 2021 image

IDFI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ღია პარლამენტის ფორუმზე დეზინფორმაციასთან ბრძოლაში პარლამენტის როლზე ისაუბრა

2021 წლის 2 დეკემბერს, "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი კლდიაშვილი, მონაწილეობას იღებს ტაივანის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს (Legislative Yuan), ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და ტაივანისა და აზიის ერთობლივი ფონდის (TAEF) მიერ ორგანიზებულ ღია პარლამენტის ფორუმში (2021 Open Parliament Forum).

22 ოქტომბერი 2021 image

IDFI საერთაშორისო ქსელის - გამოაქვეყნე რასაც იხდი (PWYP) წევრი გახდა

დაარსების დღიდან, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქტიურად მოქმედებს კომერციული და სახელმწიფო ორგანიზაციების ანგარიშვალდებულებისა და ღიაობის გასაძლიერებლად, მათ შორის, კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით.

14 ივლისი 2021 image

IDFI-მ და Transitions Online-მა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

დეზინფორმაციის კვლევების მიმართულებით, IDFI აგრძელებს მოქმედების სფეროსა და საერთაშორისო ქსელის გაფართოებას. ამ კუთხით, 2021 წლის 8 ივლისს გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტსა (IDFI) და Transitions Online (TOL) შორის. 

28 ივნისი 2021 image

IDFI-მ და Post Bellum-მა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) და Post Bellum-მა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

 

7 მაისი 2021 image

IDFI-ის პანელური დისკუსია აზიის განვითარების ბანკის 54-ე წლიურ შეხვედრაზე - მდგრადი განვითარების მიზნები

მიმდინარე წლის 4 მაისს, აზიის განვითარების ბანკის (ADB) 54-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) გაუძღვა პანელურ დისკუსიას - პროგრესის გაძლიერება მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მიღწევის მიმართულებით Civid-19-ის შემდგომ პერიოდში.

 

30 მარტი 2021 image

IDFI-მ და უკრაინის განმათავისუფლებელი მოძრაობის შესწავლის ცენტრმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

IDFI-მ და უკრაინის განმათავისუფლებელი მოძრაობის შესწავლის ცენტრმა (Центр досліджень визвольного руху / Center for Research of the Liberation Movement) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

 

28 იანვარი 2021 image

გამჭვირვალე სახელმწიფო შესყიდვების რეიტინგი - ანგარიში 2020

ანგარიშის მიზანია მკითხველს წარუდგინოს გამჭვირვალე სახელმწიფო შესყიდვების რეიტინგში (Transparent Public Procurement Rating - TPPR) შემავალი ქვეყნების შეფასებები, გამოკვეთოს ძირითადი ტენდენციები, სახელმწიფო შესყიდვების სისტემათა ძლიერი და სუსტი მხარეები და განიხილოს რეიტინგის მოწინავე და ისევე როგორც ბოლო პოზიციებზე მყოფ სახელმწიფოთა შეფასებები.

21 იანვარი 2021 image

გიწვევთ გამჭვირვალე სახელმწიფო შესყიდვების რეიტინგის 2020 წლის ანგარიშის პრეზენტაციასა და ონლაინ დისკუსიაზე

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) გიწვევთ გამჭვირვალე სახელმწიფო შესყიდვების რეიტინგის (Transparent Public Procurement Rating - TPPR) 2020 წლის ანგარიშის პრეზენტაციასა და ონლაინ დისკუსიაზე

 

3 ნოემბერი 2020 image

გიორგი კლდიაშვილმა ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მმართველი კომიტეტის წევრობის 3 წლიანი ვადა დაასრულა

ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) მსოფლიოში ერთ-ერთიგამორჩეული საერთაშორისო ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს წევრ სახელმწიფოებში სამთავრობო უწყებების ანგარიშვალდებულების გაზრდას, ღიაობისა და გამჭვირვალობის სტანდარტების ამაღლებას და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერებას.

3 ივნისი 2020 image

IDFI-მ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვისთვის ანგარიში წარადგინა

2 ივნისს, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა” უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მესამე ციკლის ფარგლებში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოს ანგარიში წარუდგინა. ანგარიში შეეხება ისეთ საკვანძო და აქტუალურ საკითხებს.