OGP-ის მმართველი კომიტეტის არჩევნები და საქართველო
ღია მმართველობის პარტნიორობის მმართველი კომიტეტი შედგება მთავრობებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან, რომლებიც ერთობლივად უზრუნველყოფენ OGP-ის მაღალი სტანდარტების შენარჩუნებას და გრძელვადიან მდგრად განვითარებას. წელს პირველად, 2011 წლის შემდეგ, ღია მმართველობის პარტნიორობის მმართველი კომიტეტი არჩევნების გზით დაკომპლექტდება. 11 სახელმწიფოს შორის, რომელიც იბრძვის მმართველი კომიტეტის წევრობისთვის, ერთ-ერთია საქართველო.