ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა

24 სექტემბერი 2014 image

დისკუსია სტუდენტებთან OGP-ის თემაზე

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) შესახებ სტუდენტებთან დისკუსია 23 სექტემბერს გამართა. შეხვედრა, რომელსაც სხვდასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ განათლების მულტიმედია ცენტრში შედგა.

22 სექტემბერი 2014 image

IDFI-მ ბათუმის მედიისთვის OGP-ის შესახებ ვორქშოფი გამართა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ბათუმში მომუშავე ჟურნალისტებისთვის 19 სექტემბერს ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) შესახებ ვორქშოფი გამართა. შეხვედრა, რომელსაც IDFI-ის დირექტორი და ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის თანათავმჯდომარე გიორგი კლდიაშვილი უძღვებოდა, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა.

19 სექტემბერი 2014 image

2013 წლის მონაცემები ქვემო ქართლის რეგიონიდან

www.opendata.ge -ზე (საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა) უკვე ხელმისაწვდომია ქვემო ქართლის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან IDFI-ისთვის მოწოდებული სხვადასხვა სახის საჯარო ინფორმაცია.

18 სექტემბერი 2014 image

ირაკლი ღარიბაშვილი ნიუ-იორკში OGP-ის საიუბილეო საღამოზე სიტყვით გამოვა

24 სექტემბერს საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნიუ იორკში „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) მესამე საიუბილეო შეკრებაზე სიტყვით გამოვა.

9 სექტემბერი 2014 image

2013 წლის მონაცემები სამცხე - ჯავახეთის რეგიონიდან

www.opendata.ge -ზე უკვე ხელმისაწვდომია სამცხე - ჯავახეთის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან IDFI-ისთვის მოწოდებული სხვადასხვა სახის საჯარო ინფორმაცია

9 სექტემბერი 2014 image

საჯარო ინფორმაცია საქართველოს მთავარი პროკურატურიდან

მიუხედავად საჩივრის დაკმაყოფილებისა, #IDFI-ს არასრულყოფილად მიეწოდა საჯარო ინფორმაცია საქართველოს მთავარი პროკურატურიდან.
მიღებული ინფორმაცია ეხება შემდეგ საკითხებს: პრემიები და დანამატები, სახელმწიფო შესყიდვები, ჩანაცვლებული და ბალანსზე არსებული ავტომობილები, წარმომადგენლობითი ხარჯები, სამივლინებო ხარჯები.

8 სექტემბერი 2014 image

მთავრობამ ღია მმართველობის პარტნიორობის 2014-2015 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

საქართველოს მთავრობამ 5 სექტემბრის სხდომაზე ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მეორე სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. 2014-2015 წლებში განსახორციელებლად ქვეყანის 16-მა სახელმწიფო უწყებამ 27 ვალდებულება აიღო.

8 სექტემბერი 2014 image

ხელშეკრულება თბილისის მერიასა და შპს „სი-ტი პარკს“ შორის: აქამდე საიდუმლო დეტალები

2007 წელს დედაქალაქში ავტომობილების პარკირების ორგანიზებისთვის თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ აუქციონში შპს „ამაგონის“ და შპს „შოჰარ პარკინგ სერვისის“ კონსორციუმმა გაიმარჯვა. აღნიშნულმა კომპანიებმა შპს „სი-ტი პარკი“ დააფუძნეს, რომელიც 2007 წლიდან გახდა მონოპოლისტი ქ. თბილისის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების საკითხში. მიუხედავად დიდი საზოგადოებრივი ინტერესისა, თბილისის მერიასა და შპს "სი-ტი პარკს" შორის დადებული ხელშეკრულების ყველა დეტალი მხოლოდ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი.

 

5 სექტემბერი 2014 image

მთავრობამ OGP-ს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

საქართველოს მთავრობამ 5 სექტემბრის სხდომაზე ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მეორე სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. 2014-2015 წლებში განსახორციელებლად ქვეყანის 16-მა სახელმწიფო უწყებამ 27 ვალდებულება აიღო. გეგმის შემუშავების პროცესში აქტიურად იყო ჩართული “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი” (IDFI)

3 სექტემბერი 2014 image

ჰააგაში OGP-ის წევრი ქვეყნების ექსპერტთა ვორქშოფი მიმდინარეობს

პარტნიორობა ღია მართველობის (OGP) სამომავლო გეგმებსა და სამოქალაქო საზოგადოების როლის გაატიურებაზე მსჯელობენ OGP-ის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები ვორქშოფზე, რომელიც ჰააგაში 2 სექტემბერს გაიხსნა და სამ დღეს გაგრძელდება.