ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა

11 ნოემბერი 2014 image

2013 წლის მონაცემები გუბერნატორების ადმინისტრაციებიდან

www.opendata.ge - ზე უკვე ხელმისაწვდომია იმერეთში, კახეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიაში, მცხეთა-მთიანეთში, ქვემო და შიდა ქართლში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორების ადმინისტრაციებიდან IDFI-სთვის მოწოდებული სხვადასხვა სახის საჯარო ინფორმაცია.

 

 

 

7 ნოემბერი 2014 image

ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელი ახალი კანონმდებლობა ალბანეთში

2014 წლის 18 სექტემბერს ალბანეთის პარლამენტმა მიიღო კანონი ინფორმაციის თავისუფლების შესახებ, რომელმაც ჩაანაცვლა ქვეყანაში 1999 წლიდან მოქმედი ნორმატიული აქტი. ახალი კანონი ძალაში ამა წლის 1 ნოემბერს, ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნებიდან 15 დღეში შევიდა. მიღებუი კანონის მნიშვნელოვანი სიახლეები იხილეთ ბლოგში. 

6 ნოემბერი 2014 image

ფარული მოსმენების შესახებ შუამდგომლობების რაოდენობა შემცირდა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) საქართველოს 2014-2015 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში აღებული ვალდებულება შეასრულა და ოფიციალურ ვებ-გვერდზე მართლაც უპრეცედენტო სტატისტიკა გამოქვეყნა

4 ნოემბერი 2014 image

OGP-საინფორმაციო ბიულეტენი

გთავაზობთ საინფორმაციო ბიულეტენს, სადაც წარმოდგენლია OGP-სთან დაკავშირებული IDFI-ს აქტივობები 

3 ნოემბერი 2014 image

2013 წლის მონაცემები აჭარის რეგიონიდან

2014 წლის მარტში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) მიმართა აჭარის ა/რ-ის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს სხვადასხვა სახის საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით.

31 ოქტომბერი 2014 image

უკანონო მოსმენების გამო პასუხისგებაში მიცემულ მოხელთა რაოდენობა კვლავ უცნობია

2014 წელს IDFI-იმ საქართველოს პროკურატურას, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს მიმართა განცხადებით და მოითხოვა ინფორმაცია 2009–2014 წლების განმავლობაში იმ საქმეთა რაოდენობის შესახებ, რომლებზეც დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შემდეგ ქმედებებზე. უწყებებიდან მიღებული პასუხების სანახავად იხილეთ ბლოგი. 

27 ოქტომბერი 2014 image

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში 2013-2014

იხილეთ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის კვლევა, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში.

23 ოქტომბერი 2014 image

დისკუსია ინფორმაციის თავისუფლების საკითხებზე

IDFI და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA) 22 ოქტომბერს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ და ინფორმაციის თავისუფლების პრობლემურ საკითხებზე იმსჯელეს. დისკუსია USAID-ის პროგრამის „კარგი მმართველობა საქართველოში“ (G-3) ფარგლებში დაფინანსებული პროექტის ნაწილს წარმოადგენდა.

16 ოქტომბერი 2014 image

პარლამენტის შენობის განახლების ხარჯები

2009 წელს საქართველოს კონსტიტუციაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც ქალაქი ქუთაისი გამოცხადდა საპარლამენტო ქალაქად

15 ოქტომბერი 2014 image

IDFI –ის სემინარი „ღია მმართველობის პარტნიორობის“ შესახებ

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) 16 ოქტომბერს 14:00 საათზე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, “მწვანე დარბაზში“ გამართავს სემინარს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) შესახებ.