ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა

13 მაისი 2015 image

IDFI ფინელ და მოლდოველ სტუდენტებს შეხვდა

13 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში IDFI-მ მონაწილეობა მიიღო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და სტუდენტებს შორის გამართულ შეხვედრაში.

 

11 მაისი 2015 image

IDFI-მ ყირგიზი პროფესორების დელეგაციას უმასპინძლა

ყირგიზების ხუთ კაციანი დელეგაცია IDFI-ს საქმიანობის სხვადასხვა სფეროთი დაინტერესდა. ისინი პირადად შეხვდნენ ორგანზიაციის დირექტორს, გიორგი კლდიაშვილსა და გამგეობის თავმჯდომარეს - ლევან ავალიშვილს, ასევე კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელს - გოგა ხიშტოვანს, რომლებიც სტუმრებს ესაუბრნენ ორგანიზაციის ძირითადი საქმიანობების, პროექტების და აქტივობების შესახებ.

8 მაისი 2015 image

რუსული კაპიტალი ქართულ ბიზნესში

კვლევაში სექტორების მიხედვით წარმოდგენილია საქართველოში დაფუძნებული ის კომპანიები, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეები ფლობენ. აღნიშნულია, თუ როგორ და როდის აღმოჩნდა მათ ხელში სხვდასხვა ობიექტები. კვლევაში მოყვანილი ინფორმაცია ეყრდნობა ოფიციალურ დოკუმენტაციას და მედიით გავრცელებულ ცნობებს.

7 მაისი 2015 image

რუსული კაპიტალი ქართულ ბიზნესში - კვლევის პრეზენტაცია

საინიციატივო ჯგუფის წევრები წარადგენენ კვლევას „რუსული კაპიტალი ქართულ ბიზნესში“, სადაც ნაჩვენებია თუ რომელ სექტორში და რა ფორმით არიან წარმოდგენილნი რუსეთის მოქალაქეები ქართულ ბიზნესში.

1 მაისი 2015 image

კვლევის პრეზენტაცია პარლამენტში - საპარლამენტო ღიაობის საკითხები ღია მმართველობის პარტნიორობის წევრ ქვეყნებში

შეხვედრის მონაწილეებს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) გამგეობის თავმჯდომარემ, ლევან ავალიშვილმა გააცნო ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ მომზადებული კვლევა - საპარლამენტო ღიაობის საკითხები ღია მმართველობის პარტნიორობის წევრ ქვეყნებში.

1 მაისი 2015 image

საქართველოს პარლამენტი ღია მმართველობის პარტნიორობას შეუერთდა

საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფის წევრ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის საპარლამენტო ღიაობის მემორანდუმი გაფორმდა.

29 აპრილი 2015 image

დევნილთა ჩასახლებები და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილი ოჯახების რაოდენობა (2009-2015)

90-იან წლებში განვითარებული მოვლენებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობამ იმატა და შესაბამისად მათი პრობლემების დაკმაყოფილებისათვის საჭირო ძალისხმევაც გაიზარდა. ამ კუთხით მნიშვნელოვანია ვიცოდეთ სახელმწიფოს მიერ განხორციელებული პროგრამების შედეგების ზოგადი სტატისტიკა.

28 აპრილი 2015 image

საპარლამენტო ღიაობის საკითხები ღია მმართველობის პარტნიორობის წევრ ქვეყნებში

კვლევიდან იკვეთება საპარლამენტო საქმიანობის ღიაობის მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკის მქონე სახელმწიფოები, რომლებსაც უფრო მეტი ვალდებულება აქვთ აღებული საპარლამენტო ღიაობის თვალსაზრისით. კვლევის განმავლობაში გამოიკვეთა, რომ სახელმწიფოები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ ინოვაციური მიდგომების დანერგვას საპარლამენტო საქმიანობის ღიაობის მიმართულებით

27 აპრილი 2015 image

საქართველოს ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფის მონაწილე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ინიციატივაში (OGP) საქართველოს პარლამენტის როლის გაზრდის და საქართველოში საპარლამენტო ღიაობის პრინციპების დამკვიდრების ხელშეწყობის საკითხები. შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს რეკომენდაციებზე, რაც შეიძლება გათვალისწინებული იყოს ,,საქართველოს პარლამენტის სამოქმედო გეგმა ღია პარლამენტისთვის“ შემუშავების პროცესში.

24 აპრილი 2015 image

შეუსაბამოდ დაბალი ხელფასები ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში

2015 წლის 21 აპრილს ტელეკომპანია რუსთავი 2 -ის ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომელიც უკავშირდებოდა პრობლემებს სსიპ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.