ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა

16 სექტემბერი 2015 image

საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულთა სტატისტიკა გენდერულ ჭრილში

საკითხისადმი არსებული მაღალი საჯარო ინტერესის გამო ინსტიტუტი უკვე მეორე წელია იკვლევს გენდერულ სტატისტიკას, რომელიც ასახავს გენდერული თანასწორობის ვითარებას საჯარო სექტორში. კვლევის ფარგლებში IDFI შეეცადა გაერკვია რამდენად უზრუნველყოფილია გენდერული თანასწორობა საქართველოს საჯარო დაწესებულებებში.

16 სექტემბერი 2015 image

თბილისში გლობალური საკანონმდებლო ღიაობის კვირეულის ფარგლებში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

14-15 სექტემბერს, თბილისში, საქართველოს პარლამენტის სასახლეში ჩატარდა ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) საკანონმდებლო ღიაობის სამუშაო ჯგუფის ორდღიანი კონფერენცია სახელწოდებით: ,,ღიაობის ვალდებულება: პარლამენტის სამოქმედო გეგმები, სტანდარტები და მეთოდები" (Committing to Openness: Parliamentary Action Plans, Standards, and Tools). კონფერენცია შედგა ღია მმართველობის პარტნიორობის მსოფლიო საკანონმდებლო ღიაობის კვირეულის (GLOW) ფარგლებში.

11 სექტემბერი 2015 image

IDFI-ს დირექტორი გიორგი კლდიაშვილი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონალურ შეხვედრაზე

7-8 სექტემბერს მანილაში (ფილიპინები) აზიის განვითარების ბანკში, ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) აზია-წყნარი ოკეანის რეგიონული შეხვედრა გაიმართა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მიწვეულმა მთავრობების, სამოქალაქო თუ კერძო სექტორის 50-მდე წარმომადგენელმა ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) პროგრამის ფარგლებში მიმდინარე რეფორმებზე იმსჯელეს და OGP-ს გაფართოვების საკითხი განიხილეს. 

11 სექტემბერი 2015 image

გლობალური საკანონმდებლო ღიაობის კვირეული თბილისში

14-15 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტი ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) გლობალური საკანონმდებლო ღიაობის კვირეულის (GLOW) ფარგლებში მასპინძლობს საკანონმდებლო ღიაობის სამუშაო ჯგუფის კონფერენციას თემაზე: ,,ღიაობის ვალდებულება: პარლამენტის სამოქმედო გეგმები, სტანდარტები და მეთოდები."

8 სექტემბერი 2015 image

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საპარლამენტთაშორისო კავშირის კონფერენციაზე

31 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით, ნიუ-იორკში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, საპარლამენტთაშორისო კავშირი პარლამენტის თავმჯდომარეთა 4-ე მსოფლიო კონფერენციას მასპინძლობდა. კონფერენციას 180-მდე საპარლამენტო ლიდერი, მათ შორის 35 თავმჯდომარის მოადგილე ესწრებოდა.

8 სექტემბერი 2015 image

სტრატეგიული სამართალწარმოება საქმეზე IDFI vs საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

საქმე IDFI საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინააღმდეგ უნდა გახდეს პრეცენდენტული საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და ადმინისტრაციულ ორგანოთა გამჭვირვალობის თვალსაზრისით. სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ აზუსტებს საჯარო დაწესებულებათა ვალდებულებებს კონკრეტული სახის ინფორმაციის გასაჯაროებასთან დაკავშირებით და ადგენს მაღალ სტანდარტს ინფორმაციის იმ სახით გაცემასთან დაკავშირებით, როგორც ეს საჯარო ინფორმაციის მიღების შესახებ განცხადებით შეიძლება იყოს მოთხოვნილი.

8 სექტემბერი 2015 image

საფრანგეთმა საპარლამენტო ღიაობის ეროვნული სამოქმედო გეგმა მიიღო

„ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) ფარგლებში, 2015 წლის 9 ივლისს, საფრანგეთმა საპარლამენტო ღიაობასთან დაკავშირებით ეროვნული სამოქმედო გეგმა მიიღო, რომელიც საკანონმდებლო პროცესის გამჭირვალობის გაძლიერებასა და ეროვნული ასამბლეის საქმიანობაში მოქალაქეების ჩართვას ითვალისწინებს.

7 სექტემბერი 2015 image

საქართველოს პარლამენტის მიერ ინფორმაციის დროულად გამოქვეყნების მნიშვნელობა

აუცილებელია, რომ საქართველოს პარლამენტმა დროულად გამოაქვეყნოს საპარლამენტო გადაწყვეტილებები, და რაც მთავარია, კანონში შესატანი ცვლილებები, რათა მოქალაქეებს მიეცეთ რეალური შესაძლებლობა იმისათვის, რომ გაეცნონ ინფორმაციას და გამოხატონ საკუთარი აზრი შესაფერისი გზებით.

4 სექტემბერი 2015 image

IDFI-ის დირექტორი საერთაშორისო ანტი-კორუფციულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

რიგით მეთექვსმეტე საერთაშორისო ანტი-კორუფციული კონფერენცია (IACC) 2 სექტემბერს მალაიზიის ქალაქ პუტრაჯაიაში გაიხსნა. კონფერენციის უცვლელ მთავარ თემაზე - უსამართლობის აღმოფხვრა - მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მიწვეულმა მთავრობების, სამოქალაქო თუ კერძო სექტორის 800-მდე წარმომადგენელმა იმსჯელა.

3 სექტემბერი 2015 image

ინფორმაციის თავისუფლების შესახებ პაკისტანის კანონისა და საქართველოს კანონმდებლობის შედარებითი ანალიზი

მოცემული დორისთვის საქართველოში მიმდინარეობს ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელი კანონმდებლობის რეფორმირება. ამ პროცესში კი ყურადსაღებია არამარტო განვითარებული დასავლური ქვეყნების გამოცდილება, არამედ ისეთი ქვეყნის გამოცდილებაც, როგორიც პაკისტანია იქიდან გამომდინარე, რომ სწორედ პაკისტანის კანონის პროექტი შეფასდა, როგორც ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელი საუკეთესო კანონმდებლობის მქონე ქვეყანა ინფორმაციის თავისუფლების გლობალური რეიტინგში. წარმოგიდგენთ რეკომენდაციებს, რომელთა გათვალისწინების შემთხვევაშიც უზრუნველყოფილ იქნება ინფორმაციის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შემდგომი დახვეწა.