ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა

7 დეკემბერი 2015 image

ლოგისტიკური სისტემის ეფექტიანობა და საქართველო

მსოფლიო ბანკის მიერ 2014 წელს ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით საქართველოს ლოგისტიკური სისტემის ეფექტიანობის დონე საკმაოდ დაბალია: ჩვენი ქვეყანა რეიტინგის ასეულს მიღმა იკავებს ადგილს და ჩამორჩება არა მხოლოდ განვითარებულ ქვეყნებს, არამედ ყოფილი საბჭოთა კავშირის ისეთ ქვეყნებსაც, როგორიცაა ლატვია, ესტონეთი, ლიტვა, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, სომხეთი, მოლდოვა, ბელარუსი, ტაჯიკეთი.

4 დეკემბერი 2015 image

ლიგამუსში პარლამენტის ღიაობის საკითხებზე საჯარო დისკუსია გაიმართა

3 დეკემბერს „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა“ (IDFI) ილიას უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ორგანიზებით ილიას უნივერსიტეტის წიგნის სახლში - ,,ლიგამუსი" - საჯარო დისკუსია გაიმართა პარლამენტის ღიაობის საკითხებზე.

1 დეკემბერი 2015 image

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პარლამენტის ღიაობის საკითხებზე საჯარო დისკუსია გაიმართება

3 დეკემბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ საქართველოს პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფის წევრები - თამარ კორძაია და ხათუნა გოგორიშვილი, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) წარმომადგენლები: დირექტორი - გიორგი კლდიაშვილი და პროექტის კოორდინატორი - დავით მაისურაძე გამართავენ შეხვედრას საპარლამენტო ღიაობის საკითხებზე.

30 ნოემბერი 2015 image

კონკურსის - ღია პარლამენტი-ახალგაზრდების ხმის - მონაწილეები თამარ კორძაიას შეხვდნენ

30 ნოემბერს კონკურსის ,,ღია პარლამენტი - ახალგაზრდების ხმა" ფარგლებში 40-მდე მონაწილე საქართველოს პარლამენტს ეწვია. ტრენინგი გაიმართა პროექტის - ,,ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ინიციატივაში საქართველოს პარლამენტის ჩართულობის მხარდაჭერა" ფარგლებში.

25 ნოემბერი 2015 image

2014 წელს საქართველოს საჯარო დაწესებულებებში თანამშრომელთა განთავისუფლების სტატისტიკური ანალიზი

2014 წელს სხვადასხვა მიზეზით საჯარო დაწესებულებებიდან განთავისუფლდა 8 388 თანამშრომელი. საქართველოს 17 სამინისტროდან და სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან ჯამში განთავისუფლდა 1 737 თანამშრომელი, მათი უმრავლესობა 1 225 თანამშრომელი შინაგან საქმეთა სამინისტროდან. 

24 ნოემბერი 2015 image

IDFI-მ ტრენინგი ღია პარლამენტი - ახალგაზრდების ხმა ჩაატარა

15 და 22 ნოემბერს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა გამართა ტრენინგი სახელწოდებით ,,ღია პარლამენტი - ახალგაზრდების ხმა". ტრენინგი გაიმართა პროექტის - ,,ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივაში საქართველოს პარლამენტის ჩართულობის მხარდაჭერის" ფარგლებში. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და საქართველოს პარლამენტი პროგრამის ,,საქართველოს საპარლამენტო დემოკრატიის სისტემის გაძლიერების" ფარგლებში, რომელსაც გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ახორციელებს. 

20 ნოემბერი 2015 image

სამტრედიის მუნიციპალიტეტში საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის განხილვა გაიმართა

2015 წლის 18 ნოემბერს, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) და საქართველოს პარლამენტის სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატის - გიორგი კახიანის -ინიციატივით, სამტრედიის მუნიციპალიტეტის შენობაში გაიმართა საქართველოს ღია პარლამენტის 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმის განხილვა. განხილვაში მონაწილეობა მიიღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის და საკრებულოს, ასევე, განათლების, კულტურის და სამედიცინო სფეროს, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

19 ნოემბერი 2015 image

IDFI-ს დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა OGP-ის ინტერნეტ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო

ინტერნეტ კონფერენცია თემაზე „2015 წლის მიმოხილვა და მზადება 2016 წლისთვის: საკანონმდებლო ღიაობა და ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP)" 17 ნოემბერს გაიმართა. ღონისძიება OGP-ის მხარდაჭერის დეპარტამენტისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის სპონსორობით შედგა. ინტერნეტ კონფერენციის მიზანი იყო ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფის 2016 წლის სამუშაო გეგმის განხილვა და მომავალი გეგმისთვის პრიორიტეტული იდეების მოსმენა.

16 ნოემბერი 2015 image

საკანონმდებლო ღიაობა და ღია მმართველობის პარტნიორობა - 2015 წლის მიმოხილვა და მზადება 2016 წლისთვის

ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ინტერნეტ კონფერენცია 17 ნოემბერს გაიმართება სახელწოდებით ,,2015 წლის მიმოხილვა და მზადება 2016 წლისთვის: საკანონმდებლო ღიაობა და ღია მმართველობის პარტნიორობა." ინტერნეტ კონფერენცია 19:00 საათზე დაიწყება და 1 საათს გასტანს.

 

4 ნოემბერი 2015 image

სუნიტა კაიმალი საქართველოს OGP-ის წარმატებულ მაგალითს უწოდებს

სამიტის გახსნის ცერემონიაზე შთამბეჭდავი გამოსვლა ღია მმართველობის პარტნიორობის მმართველი კომიტეტის თანა-თავმჯდომარეს - სუნიტა კაიმალის ეკუთვნის.