ღია მმართველობა

23 მაისი 2022 image

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში 2021

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) 2010 წლიდან ახორციელებს საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მონიტორინგს. IDFI-ის სისტემურმა მონიტორინგმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ძირითადი ტენდენციებისა და პრობლემების გამოვლენაში, საზოგადოებრივი კონტროლის ქმედითი მექანიზმების დანერგვაში, საჯარო სექტორის ანგარიშვალდებულებისა და ღია მმართველობის განვითარებაში.

23 მაისი 2022 image

აჭარის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭოსა და საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა

16 მაისს აჭარის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭოსა და მასთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის წევრებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს. სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ უმაღლესი საბჭოს წევრები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

17 მაისი 2022 image

IDFI-მ შეიმუშავა რეკომენდაციები აჭარის უმაღლესი საბჭოსთვის საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებასთან დაკავშირებით

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) შეიმუშავა რეკომენდაციები აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ნუსხის გასაზრდელად.

16 მაისი 2022 image

IDFI-ის საერთაშორისო კონფერენცია ციფრულ ტრანსფორმაციაზე: მთავარი გზავნილები და შედეგები

2022 წლის 28 აპრილს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საერთაშორისო კონფერენციას - საქართველოს ციფრული ტრანსფორმაცია: წინმსწრები ნაბიჯები ევროინტეგრაციის გზაზე -  ჰიბრიდულ ფორმატში უმასპინძლა.

13 მაისი 2022 image

ტრენინგი საჯარო მომსახურების გაწევის სტანდარტის შესახებ

აჭარის უმაღლესი საბჭოს მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის კონცეფციით გათვალისწინებული მორიგი ტრენინგი ჩატარდა უმაღლესი საბჭოს თანამშრომლებისათვის.

13 მაისი 2022 image

მონაცემების გლობალური ბარომეტრის კვლევის შედეგები - საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნების შედეგების მიმოხილვა

მონაცემების გლობალური ბარომეტრი (GDB) წარმოადგენს საერთაშორისო კვლევას, რომელიც იკვლევს საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვის მონაცემების მნიშვნელობასა და სარგებელს, და ეფუძნება ღია მონაცემების ბარომეტრის მეთოდოლოგიას.

12 მაისი 2022 image

მონაცემთა გლობალურ ბარომეტრი: აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის შედეგები

2022 წლის მაისში გამოქვეყნდა მონაცემების გლობალური ბარომეტრის (GDB) პირველი გლობალური ანგარიში, რომელიც იკვლევს საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვის მონაცემების მნიშვნელობასა და სარგებელს, და ეფუძნება ღია მონაცემების ბარომეტრის მეთოდოლოგიას. GDB ერთიანი მეთოდოლოგიით, სხვადასხვა ინდიკატორების საფუძველზე, აფასებს 108 ქვეყანას და შედეგად ადგენს ქვეყნების რეიტინგს.

11 მაისი 2022 image

მონაცემების გლობალური ბარომეტრის შედეგების პრეზენტაცია - მონაცემების მდგომარეობა მსოფლიოში

მონაცემთა განვითარების ქსელმა (D4D.net) და ILDA-მ 2022 წლის 11 მაისს ვირტუალურ ღონისძიებაზე წარადგინეს მონაცემების გლობალური ბარომეტრის (GDB) პირველი გამოცემის შედეგები. 

5 მაისი 2022 image

საქართველოს ღია მმართველობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო

ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) დაფუძნდა 2011 წელს, როგორც მისი წევრი სახელმწიფოების მთავრობების ღიაობისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერების საერთაშორისო პლატფორმა. დღეისათვის პლატფორმა აერთიანებს 80-მდე სახელმწიფოს და მოიცავს როგორც სამთავრობო, ასევე, საპარლამენტო და ადგილობრივ მიმართულებებს.

 

5 მაისი 2022 image

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო

საქართველოს პარლამენტი ჩართულია ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) განხორციელებაში 2015 წლიდან. 2015 წელს პროექტის „ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ინიციატივაში საქართველოს პარლამენტის ჩართულობის მხარდაჭერა“ ფარგლებში შეიქმნა საქართველოს პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფი.