ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა

29 თებერვალი 2016 image

IDFI-ს დირექტორმა მონაწილეობა მიიღო რეგიონულ კონფერენციაში - ღია პარლამენტები, მოქალაქეთა ჩართულობა

24-26 თებერვალს სლოვაკეთში გაიმართა კონფერენცია ღია პარლამენტისა და მოქალაქეთა ჩართულობის თემაზე. კონფერენციას ესწრებოდნენ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დირექტორი გიორგი კლდიაშვილი და დეპუტატი - ღია და გამჭვირვალე მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე გუგული მაღრაძე. 

29 თებერვალი 2016 image

საჯარო სამსახურში კარიერული განვითარების მექანიზმები: მერიტოკრატია vs. ქრონიზმი

2012 წლის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელება დაიწყო. აღნიშნული, ერთი მხრივ, მიზნად ისახავს მთავრობის მიერ -ეფექტური დემოკრატიული მმართველობის განხორციელებას და შესაბამისად ევროკავშირის საჯარო სივრცესთან დაახლოებას.

26 თებერვალი 2016 image

მოპოვებითი მრეწველობის გამჭვირვალობის ინიციატივა როგორც ღიაობისა და სოციალური დიალოგის საფუძველი

დღეს, მოპოვებითი მრეწველობის გამჭვირვალობის ინიციატივა (EITI) განსაკუთრებით რელევანტურია საქართველოში, რადგან აშკარაა საზოგადოების არასაკმარისი ინფორმირებულობა ბუნებრივი რესურსების გამოყენებასა თუ ტრანზიტთან დაკავშირებულ საკითხებზე, რამაც გამოიწვია დაპირისპირება და კონფლიქტები სოციალურ ნიადაგზე.

25 თებერვალი 2016 image

სსრ უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატების კომპენსაცია

საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა დეპუტატებმა საკანონმდებლო წინადადებით მიმართეს საქართველოს პარლამენტს და მოითხოვეს მათთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა

24 თებერვალი 2016 image

OGP მმართველ კომიტეტში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ირჩევს

ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP), რომელიც ხელისუფლების გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულების გაზრდას ისახავს მიზნად და 69 სახელმწიფოს აერთიანებს, მმართველ კომიტეტში (Steering Committee) სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელ ორგანიზაციებს ირჩევს.

23 თებერვალი 2016 image

საკონსულტაციო ჯგუფმა ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს მხარდაჭერის გზებზე იმსჯელა

23 თებერვალს გაეროს სახლში ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

22 თებერვალი 2016 image

ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკა - ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და საქართველო

კვლევის მიზანია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ შემუშავებული ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკის შესწავლა.

17 თებერვალი 2016 image

IDFI-ს კვლევა და რეკომენდაციები ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის ანტიკორუფციული სტრატეგიების შემუშავებაზე

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) კვლევა მოამზადა, რათა სხვადასხვა ქვეყნების მაგალითზე, მიმოხილულ იქნას თვითმმართველობების მონაწილეობის საკითხები კორუფციის პრევენციის პოლიტიკის დოკუმენტებში და თვითმმართველობებში მოხდეს ღიაობის, გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და კეთილსინდისიერების პრინციპების დანერგვის, სამოქალაქო ჩართულობის უზრუნველსაყოფისა და კორუფციის პრევენციის მიზნით ქმედითი მექანიზმების დანერგვა და აქტიური პოლიტიკის გატარება.

16 თებერვალი 2016 image

IDFI-ს კვლევა და რეკომენდაციები ღია მმართველობის პარტნიორობაში თვითმმართველი ერთეულების ჩართვასთან დაკავშირებით

საქართველომ 2011-2015 წლებში, ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში (OGP), შეიმუშავა ორი სამოქმედო გეგმა, რომლებიც სხვა საკითხებთან ერთად ითვალისწინებდნენ ღია მმართველობის პრინციპების დანერგვას და განხორციელებას ადგილობრივ თვითმმართველობებში.

12 თებერვალი 2016 image

პროექტ სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020-ის დასკვნითი ღონისძიება

2016 წლის 9 თებერვალს გაიმართა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ განხორციელებული პროექტის „სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება“-ს დასკვნითი ღონისძიება.