ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა

22 მარტი 2016 image

შეფასების დამოუკიდებელმა მექანიზმმა საქართველოს OGP-ის 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა

შეფასების დამოუკიდებელმა მექანიზმმა (Independent Reporting Mechanism - IRM), რომელიც ღია მმართველობის პარტნიორობის (Open Government Partnership - OGP) წევრი ქვეყნის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს აანალიზებს, საქართველოს OGP-ის სამოქმედო გეგმის შესრულების 2014-2015 წლების ანგარიში გამოაქვეყნა.

18 მარტი 2016 image

სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება (2015-2016) საბოლოო ანგარიში

ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) ბრემენის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით, 2015 წლის 10 ივლისიდან 2016 წლის 10 თებერვლის ჩათვლით განახორციელა პროექტი „სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება“. პროექტი მიზნად ისახავდა სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების მაქსიმალურად ფართო სპექტრის დაინტერესების გამოწვევასა და მათი ცოდნის გაღრმავებას საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია "საქართველო 2020"-თან დაკავშირებით. საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლების გარდა, პროექტის ფარგლებში შეფასდა სტრატეგიის არსებული გამოწვევები და განხორციელების პროცესი.

 

17 მარტი 2016 image

კორუფციის პრევენცია საჯარო სამსახურში - ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის მოკლე შეფასება

IDFI-ის ანალიზი მიმოიხილავს იმ ვალდებულებებს, რომლებსაც შეიცავს სამოქმედო გეგმა საჯარო სამსახურში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, შემოგთავაზებთ თუ რა პოზიციისთვის ახდენდა ადვოკატირებას IDFI წლების განმავლობაში და შევაფასებთ, თუ რამდენად იქნა მთავრობის მიერ გათვალისწინებული ჩვენი რეკომენდაციები საჯარო სამსახურის შესახებ ახალი კანონისა და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების მიღების პროცესში. 

15 მარტი 2016 image

ღია მმართველობა საქართველოს ფორუმმა 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის ვალდებულებებზე იმსჯელა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროში 2016 წლის 2 მარტს, „ღია მმართველობა საქართველოს“ ფორუმის მეჩვიდმეტე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

 

15 მარტი 2016 image

IDFI-ს სარეკომენდაციო ვალდებულებები 2016-2017 წლების ღია მმართველობის პარტნიორობის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით

ღია მმართველობა საქართველოს ფორუმმა დაიწყო ფორუმის მონაწილე სამთავრობო უწყებებისგან და სამოქალაქო საზოგადოებისგან 2016-2017 წლების ღია მმართველობის პარტნიორობის სამოქმედო გეგმისთვის ახალი ვალდებულებების შემუშავება.

11 მარტი 2016 image

OGP-ის 2016 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება

1 მარტს, მსოფლიო ბანკის ჯგუფისა და OGP-ის მხარდაჭერის დეპარტამენტის ფინანსური თანადგომით, გაიმართა ვებ-კონფერენცია თემაზე ,,OGP-ის 2016 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება“.

11 მარტი 2016 image

ღია მმართველობის პარტნიორობამ მმართველ კომიტეტში ასარჩევი ნახევარფინალისტების სია გამოაქვეყნა

10 მარტს ღია მმართველობის პარტნიორობამ მმართველ კომიტეტში ასარჩევად კონკურსში მონაწილე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ნახევარფინალისტთა სია გამოაქვეყნა.

11 მარტი 2016 image

საჯარო სამსახურის რეფორმის ანალიზი

წარმოდგენილი ანალიტიკური ნაშრომი კრიტიკულად აფასებს მთავრობის მიერ 2015 წლის 9 ივლისს საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონპროექტს, რომელიც 2015 წლის 27 სექტემბერს იქნა მიღებული. ნაშრომი აგრეთვე აანალიზებს დაგეგმილი ცვლილებების შესაბამისობას რეფორმის გაცხადებულ მიზნებთან.

9 მარტი 2016 image

საქართველოს პარლამენტის ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოს დებულება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის 2016 წლის 12 თებერვლის ბრძანებით დამტკიცდა ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოს დებულება.

7 მარტი 2016 image

საქართველოს პარლამენტის ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს და საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა

5-6 მარტს საქართველოს პარლამენტის ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს და საკონსულტაციო ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართა ბორჯომში.