ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა

19 ოქტომბერი 2016 image

საპარლამენტო არჩევნების შედეგები - გამოწვევები საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე

კონსტიტუციური უმრავლესობის მოპოვება ნიშნავს არა მხოლოდ იმას, რომ მმართველ ძალას გააჩნია შესაძლებლობა ნებისმიერ საკითხზე ერთპიროვნულად და რეალური კონსესუსის გარეშე ქვეყნის მთავარ კანონში შეიტანოს ცვლილებები, არამედ იმასაც, რომ პასუხისმგებლობის მძიმე ტვირთის ქვეშ ნებისმიერ ფასად შეასრულოს ყველა წინასაარჩევნო დაპირება. ძალაუფლების ასეთი კონცენტრაცია მმართველი ხელისუფლების ხელში, მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აყენებს ისეთ მყიფე დემოკრატიულ სისტემას, როგორიც ჩამოყალიბებულია საქართველოში.

28 სექტემბერი 2016 image

საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 2016 წლის ანგარიშის პრეზენტაცია

28 სექტემბერს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) გამართა საქართველოში ყველაზე ღია და ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულების დაჯილდოების ცერემონიალი. ღონისძიებაზე, რომელსაც IDFI უკვე მე-7-ე წელია მართავს, განხილული იყო 2016 წელს საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მონიტორინგის შედეგები, ძირითადი ტენდენციები და სასამართლო პრაქტიკა.

28 სექტემბერი 2016 image

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში - 2016 წლის ანგარიში

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) 2010 წლიდან ახორციელებს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მონიტორინგს საქართველოში. წინამდებარე ანგარიშში წარმოგიდგენთ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მდგომარეობის შეფასებას 2016 წლის მონაცემებით და ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებით IDFI-ის სტრატეგიული სამართალწარმოების პრაქტიკას, ისევე როგორც საჯარო ინფორმაციის გაცემის ტენდენციების ანალიზს 2010-2016 წლებში.

 

28 სექტემბერი 2016 image

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში - 2010-2016 წლები

IDFI აქვეყნებს ვიზუალიზაციას სახელწოდებით "საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა - 2010 - 2016 წლები." ვიზუალიზაცია ნათლად ასახავს საქართველოში საჯარო დაწესებულებების მიერ 2010-2016 წლებში საჯარო ინფორმაციის გაცემის ტენდენციებს.   

28 სექტემბერი 2016 image

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში - 2016 წელს

IDFI აქვეყნებს ვიზუალიზაციას სახელწოდებით "საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა - 2016 წელს." ვიზუალიზაცია ნათლად ასახავს საქართველოში საჯარო დაწესებულებების მიერ 2016 წელს საჯარო ინფორმაციის გაცემის ტენდენციებს.

20 სექტემბერი 2016 image

IDFI-იმ საქართველოში საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ხარისხის შეფასების წლიური ანგარიშის პრეზენტაცია გამართა

20 სექტემბერს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საქართველოში საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ხარისხის შეფასების წლიური ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. ღონიძიებაზე ასევე დააჯილდოვდა ჩართულობის მხრივ ყველაზე მაღალი ხარისხის მქონე კანონპროექტების ინიციატორი 3 სახელმწიფო უწყებება: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო; და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.

15 სექტემბერი 2016 image

თბილისის საკრებულოს ბიუროკრატია

უკანასკნელი წლების განმავლობაში თბილისის საკრებულოს დაფინანსება ყოველწლიურად მატულობს: 2011 წელი - 6,072,200 ლარი; 2012 წელი - 6,131,800 ლარი; 2013 წელი - 10,029,700 ლარი; 2014 წელი - 13,351,400 ლარი; 2015 წელი - 13,633,300 ლარი; 2016 წლის გეგმა - 14,052,000 ლარი. 

5 სექტემბერი 2016 image

საქართველო გაეროს ელექტრონული მმართველობის კვლევაში - შედეგების მიმოხილვა და რეკომენდაციები

2016 წლის გაეროს კვლევამ ელექტრონული მმართველობის განვითარების ბოლო ორი წლის შედეგები შეაჯამა. საქართველოს შედეგები ცხადყოფს, რომ ამ მიმართულებით ბოლო პერიოდში გარდამტეხი ცვლილებები არ მომხდარა. უფრო მეტიც, რეგრესი დაფიქსირდა ელექტრონული ჩართულობის სისტემების შეფასებებში. გლობალურ რეიტინგში ქვეყნის პოზიციები კიდევ უფრო გაუარესებულია, რაც იმას მიანიშნებს, რომ საქართველოში ელექტრონული მმართველობის მხრივ ბოლო ორი წელიწადი არსებით რეფორმებს ადგილი არ ქონია. შედეგად, იგი ჩამორჩა განვითარების როგორც მსოფლიო, ისე რეგიონულ ტენდენციებს.

5 სექტემბერი 2016 image

კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის

20-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის დააფუძნა. კოალიციის მიზანი თავისუფალი, დამოუკიდებელი, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სრულ პატივისცემაზე დაფუძნებული, ეფექტიანი დემოკრატიული ინსტიტუტების მქონე სახელმწიფოს მშენებლობაა. წევრი ორგანიზაციები მჭიდროდ ითანამშრომლებენ ერთმანეთთან საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში სრული ინტეგრაციის მხარდასაჭერად.

1 სექტემბერი 2016 image

კრემლის საინფორმაციო ომი საქართველოს წინააღმდეგ: პროპაგანდასთან ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკის აუცილებლობა

პოლიტიკის დოკუმენტი მიმოიხილავს საქართველოში კრემლის პროპაგანდის მახასიათებლებს, ძირითად გზავნილებს და მათ გავლენას ქართულ საზოგადოებაზე, კრემლის პროპაგანდის გამავრცელებლებს ქვეყანაში, პროპაგანდის შედეგებს და ამ პრობლემის მიმართ საქართველოს ხელისუფლების არსებულ მიდგომას. იგი წარმოაჩენს იმ რისკებს და გამოწვევებს რომლებიც თან სდევს კრემლის საინფორმაციო ომს და რომლის წინააღმდეგაც საჭიროა პროპაგანდასთან ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და გატარება. დოკუმენტში მოცემულია რეკომენდაციები, თუ რა ღონისძიებებით შეუძლია საქართველოს ხელისუფლებას, დაუპირისპირდეს კრემლის საინფორმაციო ომს.