ღია მმართველობის პარტნიორობის წარმომადგენლების შეხვედრა ღია მმართველობა საქართველოს ყველა დაინტერესებულ მხარესთან
2017 წლის 5 აპრილს, თბილისში გაიმართა ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) სამდივნოს დირექტორის ჯო პაუელისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის დირექტორის პოლ მაასენის შეხვედრა ღია მმართველობა საქართველოს ყველა დაინტერესებულ მხარესთან. შეხვედრამ შესაძლებლობა მისცა OGP-ის პროცესში ეროვნულ დონეზე ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარეს - საქართველოს მთავრობას, პარლამენტს, თბილისის მერიას, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს - ერთობლივად განეხილათ საქართველოს ხედვა, გეგმები და მოლოდინები 2017 წლის ოქტომბრიდან საქართველოს OGP-ის მმართველი კომიტეტის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით.