გენდერული თანასწორობა – მდგრადი განვითარების ქვაკუთხედი
2018 წლის 21 თებერვალს გაიმართა საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლების შეხვედრა, რომლის მონაწილლება იმსჯელეს გენდერულ თანასწორობაზე, როგორც მდგრადი განვითარების ერთერთ საკვანძო საკითხზე. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში მდგრადი განვითარების მე-5 მიზნის მიღწევის პერსპექტივები, რომელიც გულისხმობს 2030 წლისთვის ქალთა პოლიტიკურ და ეკონომიკურ გაძლიერებას და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრას.