ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა

20 სექტემბერი 2019 image

ღია მმართველობის პარტნიორობა - გასაღები მდგრადი განვითარების მიზნების შენელებული პროგრესის საპასუხოდ

გაეროს 2030 წლის დღის წესრიგი მოიცავს ამბიციურ მიზნებს, რომელთა მიღწევაც განსაკუთრებულ გამოწვევას წარმოადგენს, როგორც საქართველოში ისე გლობალური მასშტაბით. მიმდინარე წლის ივლისში გამართულმა მაღალი დონის პოლიტიკურმა ფორუმმა (HLPF) აჩვენა, რომ პროგრესი მიზნების იმპლემენტაციის მიმართულებით შენელებულია

18 სექტემბერი 2019 image

IDFI-მ სიერა-ლეონეს რესპუბლიკის პარლამენტის დელეგაციას უმასპინძლა

2019 წლის 18 სექტემბერს IDFI-მ სიერა-ლეონეს რესპუბლიკის პარლამენტის დელეგაციას უმასპინძლა. დელეგაციის წევრებს შორის იყვნენ: სიერა-ლეონის თავჯდომარის მოადგილე პარან უმარ ტარავალი; არასამთავრობო ორგანიზაცია „კარგი მმართველობის კამპანიის“ აღმასრულებელი დირექტორი მარსელლა სამბა-სესაი; და ვესტმინსტერის ფონდის პროგრამის კოორდინატორი ალუსინე დიამონდ სუმა.

15 სექტემბერი 2019 image

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამა

IDFI ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად აცხადებს მიღებას კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამაზე. პროგრამა განკუთვნილია საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდეტებისთვის, საჯარო, კერძო და არასამათავრობო სექტორში დასაქმებული პირებისთვის. მონაწილეები გაიღრმავებენ ცოდნას ანტიკორუფციულ თემატიკასთან დაკავშირებით და შეიძენენ კორუფციის ფაქტებზე ეფექტური რეაგირების უნარ-ჩვევებს. 

11 სექტემბერი 2019 image

2019 წელს (იანვარი-ივლისი) დანაშაულის რიცხვი 17,23%-ით გაიზარდა

ერთი წლის წინ IDFI-მ გამოაქვეყნა სტატია, „ მკვეთრად გაუარესებული კრიმინოგენური მდგომარეობა თუ წინა წლებში დამალული სტატისტიკის შედეგი?“, სადაც მიმოხილული იყო 2018 წლის საწყისი 7 თვის სტატისტიკური მონაცემები. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, მინისტრ გიორგი გახარიას პირობებში, გასაჯაროებული სტატისტიკური მონაცემები აჩვენებდა რომ, რეგისტრირებული დანაშაული წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 55,8%-ით იყო გაზრდილი, ხოლო გახსნის პროცენტული მაჩვენებელი 17,2%-ით - შემცირებული.

22 აგვისტო 2019 image

2019-2020 წლების ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესი ხარვეზებით წარიმართა

2019 წლის 26 ივლისს უწყებათაშორისმა ანტიკორუფციულმა საბჭომ მე-17 სხდომაზე განიხილა 2019-2020 წლების ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსია. 2019 წლის აგვისტოს ბოლოს, ანტიკორუფციული სტრატეგიული დოკუმენტები მთავრობას ჯერ არ დაუმტკიცებია.

20 აგვისტო 2019 image

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობა მდგრადი განვითარების მიზნების გავრცელებაში

„არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა“ – მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) მთავარი პრინციპია. თანამშრომლობა და ჩართულობა ასევე საკვანძო ცნებებია ამ მიზნებისკენ მუშაობის პროცესისთვის. მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად აუცილებელია მთავრობებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ერთობლივი ძალისხმევა.

29 ივლისი 2019 image

გენერალური პროკურატურის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოები

პროკურატურის შესახებ ორგანული კანონის ერთ-ერთი სიახლე გენერალური პროკურატურის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოებია, კერძოდ: კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭო; და სტრატეგიული განვითარებისა და სისხლის სამართლის პოლიტიკის საბჭო.

23 ივლისი 2019 image

IDFI-მ საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში არსებული კორუფციული რისკების შესახებ კვლევა გაასაჯაროა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მიერ 2015-2018 წლებში სახელმწიფო ფინანსების განკარგვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ანალიზის შედეგები გაასაჯაროა.

22 ივლისი 2019 image

რას გულისხმობს საპარლამენტო კონტროლი გენერალურ პროკურატურაზე?

IDFI-ის მიერ მომზადებული ვიზუალზიაცია აღწერს თუ რას გულისხმობს პროკურატურის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების შედეგად გაძლიერებული პარლამენტის საზედამხედველო როლი პროკურატურაზე?

15 ივლისი 2019 image

საქართველოს გენერალური პროკურორის უფლებამოსილება

პროკურატურის რეფორმის შედეგად გენერალური პროკურორის უფლებამოსილება გაფართოვდა და ის უფლებამოსილებები, რაც იუსტიციის მინისტრის კომპეტენციას განეკუთვნებოდა, გენერალური პროკურორის ხელში გადავიდა.