2019 წელს (იანვარი-ივლისი) დანაშაულის რიცხვი 17,23%-ით გაიზარდა
ერთი წლის წინ IDFI-მ გამოაქვეყნა სტატია, „ მკვეთრად გაუარესებული კრიმინოგენური მდგომარეობა თუ წინა წლებში დამალული სტატისტიკის შედეგი?“, სადაც მიმოხილული იყო 2018 წლის საწყისი 7 თვის სტატისტიკური მონაცემები. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, მინისტრ გიორგი გახარიას პირობებში, გასაჯაროებული სტატისტიკური მონაცემები აჩვენებდა რომ, რეგისტრირებული დანაშაული წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 55,8%-ით იყო გაზრდილი, ხოლო გახსნის პროცენტული მაჩვენებელი 17,2%-ით - შემცირებული.