პოლიტიკური შემოწირულებები: თავისუფალი ნება თუ ბიზნეს ინვესტიცია?
2020 წელს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება, რომელიც, როგორც წესი, შემოწირულებების დიდი რაოდენობით გამოირჩევა. 2020 წლის 3 ივნისის მდგომარეობით, მმართველ პარტიას უკვე მიღებული აქვს 4,7 მლნ ლარზე მეტი შემოწირულება. გასულ 2019 წელს კი, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ შუალედური არჩევნები ჩატარდა, ქართულმა ოცნებამ 7 მილიონ ლარზე მეტი შემოწირულება მიიღო.