ღია მმართველობა

30 მარტი 2016 image

10 საუკეთესო მექანიზმი ახალი ეროვნული სამოქმედო გეგმის ჩამოსაყალიბებლად

ღია მმართველობის პარტნიორობამ (Open Government Partnership - OGP) გამოაქვეყნა OGP-ის მხარდაჭერის დეპარტამენტის (OGP Support Unit) პროგრამების მენეჯერის ალონსო სერდან ვერასტეგის სტატია, სადაც გაწერილია მთავარი კრიტერიუმები ეფექტიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებისთვის. მესამე სამოქმედო გეგმების შემუშავების ტალღა მაისში იწყება და OGP-ის მიხედვით, ქვემოთ მოცემულ კრიტერიუმებზე დაფუძნებული სამოქმედო გეგმა, მაქსიმალურად უზრუნველყოფს ღია მმართველობის პარტნიორობის ღირებულებების დაცვას და გააუმჯობესებს რიგითი მოქალაქეების ცხოვრებას ხელისუფლების გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფითა და პოლიტიკურ აქტივობებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერებით.

29 მარტი 2016 image

საქართველოს რეგიონებში ღია მმართველობის პარტნიორობის 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) მონაწილეობა მიიღო ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის საჯარო განხილვაში. საჯარო კონსულტაციები გაიმართა თელავში, საგარეჯოსა და კაჭრეთში.

22 მარტი 2016 image

შეფასების დამოუკიდებელმა მექანიზმმა საქართველოს OGP-ის 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა

შეფასების დამოუკიდებელმა მექანიზმმა (Independent Reporting Mechanism - IRM), რომელიც ღია მმართველობის პარტნიორობის (Open Government Partnership - OGP) წევრი ქვეყნის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს აანალიზებს, საქართველოს OGP-ის სამოქმედო გეგმის შესრულების 2014-2015 წლების ანგარიში გამოაქვეყნა.

15 მარტი 2016 image

ღია მმართველობა საქართველოს ფორუმმა 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის ვალდებულებებზე იმსჯელა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროში 2016 წლის 2 მარტს, „ღია მმართველობა საქართველოს“ ფორუმის მეჩვიდმეტე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

 

15 მარტი 2016 image

IDFI-ს სარეკომენდაციო ვალდებულებები 2016-2017 წლების ღია მმართველობის პარტნიორობის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით

ღია მმართველობა საქართველოს ფორუმმა დაიწყო ფორუმის მონაწილე სამთავრობო უწყებებისგან და სამოქალაქო საზოგადოებისგან 2016-2017 წლების ღია მმართველობის პარტნიორობის სამოქმედო გეგმისთვის ახალი ვალდებულებების შემუშავება.

11 მარტი 2016 image

OGP-ის 2016 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება

1 მარტს, მსოფლიო ბანკის ჯგუფისა და OGP-ის მხარდაჭერის დეპარტამენტის ფინანსური თანადგომით, გაიმართა ვებ-კონფერენცია თემაზე ,,OGP-ის 2016 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება“.

11 მარტი 2016 image

ღია მმართველობის პარტნიორობამ მმართველ კომიტეტში ასარჩევი ნახევარფინალისტების სია გამოაქვეყნა

10 მარტს ღია მმართველობის პარტნიორობამ მმართველ კომიტეტში ასარჩევად კონკურსში მონაწილე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ნახევარფინალისტთა სია გამოაქვეყნა.

9 მარტი 2016 image

საქართველოს პარლამენტის ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოს დებულება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის 2016 წლის 12 თებერვლის ბრძანებით დამტკიცდა ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოს დებულება.

7 მარტი 2016 image

საქართველოს პარლამენტის ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს და საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა

5-6 მარტს საქართველოს პარლამენტის ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს და საკონსულტაციო ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართა ბორჯომში.

29 თებერვალი 2016 image

IDFI-ს დირექტორმა მონაწილეობა მიიღო რეგიონულ კონფერენციაში - ღია პარლამენტები, მოქალაქეთა ჩართულობა

24-26 თებერვალს სლოვაკეთში გაიმართა კონფერენცია ღია პარლამენტისა და მოქალაქეთა ჩართულობის თემაზე. კონფერენციას ესწრებოდნენ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დირექტორი გიორგი კლდიაშვილი და დეპუტატი - ღია და გამჭვირვალე მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე გუგული მაღრაძე.