მდგრადი განვითარების ანგარიში 2021: მიმოხილვა და საქართველოს შედეგები
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2015 წლის სექტემბერში მიიღო რეზოლუცია „ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისთვის“, რომელიც იმავე წლის ოქტომბერში შევიდა ძალაში. რეზოლუცია წარმოადგენს 15 წლიან სამოქმედო გეგმას, რომელიც მიზნად ისახავს მსოფლიოს წინაშე არსებულ თანამედროვე გლობალურ გამოწვევებთან მიმართებით ძალისხმევის გააქტიურებას, კერძოდ, სიღარიბის, უთანასწორობის, კეთილდღეობის, განათლების, მშვიდობისა და სამართლიანობის საკითხების, ასევე კლიმატური და ეკოლოგიური გამოწვევების გამკლავებას.