ღია მმართველობა

29 ოქტომბერი 2020 image

IDFI მონაცემების გლობალური ბარომეტრის (GDB) რეგიონალური ჰაბი გახდა

IDFI მონაცემების გლობალური ბარომეტრის (GDB) ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონალური ჰაბი გახდა. GDB წარმოადგენს მონაცემების გლობალური ინდექსის კვლევას, რომელიც ეხება  საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვის მონაცემების მნიშვნელობას და ეფუძნება ღია მონაცემების ბარომეტრს.

 

28 ოქტომბერი 2020 image

მონაცემების გლობალური ბარომეტრი (GDB)

2020 წლის შემოდგომაზე, IDFI შეუერთდა მონაცემების გლობალური ბარომეტრის (GDB) პროექტს და მის რეგიონულ ჰაბებს. IDFI ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული ჰაბი გახდადა პასუხისმგებელია სომხეთზე, აზერბაიჯანზე, ბელარუსზე, საქართველოზე, ყაზახეთზე, ყირგიზეთზე, მონღოლეთზე, მოლდოვაზე, ტაჯიკეთზე, თურქმენეთზე, უკრაინასა და უზბეკეთზე.

15 ოქტომბერი 2020 image

მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები - საქართველო მსოფლიო ბანკის 2020 წლის შეფასებით

მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები წარმოადგენს კვლევით მონაცემთა ბაზას, რომელიც ეფუძნება 30-ზე მეტ მონაცემთა წყაროს, რომლებიც მოქალაქეების, მეწარმეებისა და ექსპერტების შეხედულებებისა და გამოცდილებების კვლევებს წარმოადგენენ. 

2 ოქტომბერი 2020 image

კარგი მმართველობის ფორუმი 2020: მთავარი გზავნილები და შედეგები

2020 წლის 2 ოქტომბერს, IDFI-მ კარგი მმართველობის საკითხებზე საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია, სახელწოდებით „პოლიტიკური კეთილსინდისიერება და არჩევნები: გამოწვევები და ინოვაციური მიდგომები” გამართა.

30 სექტემბერი 2020 image

IDFI გიწვევთ კარგი მმართველობის ფორუმზე

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) გიწვევთ საერთაშორისო კონფერენციაზე კარგი მმართველობის ფორუმი 2020 (GG Forum 2020).

 

28 სექტემბერი 2020 image

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში 2010-2019

28 სექტემბერი ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღეა! ამ დღესთან დაკავშირებით გთავაზობთ IDFI-ის მიერ მომზადებულ ვიზუალიზაციას - საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში 2010-2019.

17 აგვისტო 2020 image

აჭარის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა

14 აგვისტოს აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიურომ უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის 2020-2021 წლების პირველი სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. სამოქმედო გეგმის შემუშავებაში აქტიურად იყვნენ ჩართული აჭარის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭოს წევრები, უმაღლესი საბჭოს აპარატი და ღია მმართველობის საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფი. სამოქმედო გეგმა მიზნად ისახავს უმაღლეს საბჭოში სამოქალაქო ჩართულობისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდას, ანგარიშვალდებულების გაძლიერებას და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დანერგვას. 

10 აგვისტო 2020 image

აჭარის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭოსა და საკონსულტაციო ჯგუფის წევრებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს

6-7 აგვისტოს გამართული სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, აჭარის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭომ და საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის წევრებმა უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით წარდგენილ ინიციატივებზე იმსჯელეს.

 

30 ივლისი 2020 image

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში 2019

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) 2010 წლიდან ანხორციელებს საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მონიტორინგს. IDFI-ის სისტემურმა მონიტორინგმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ძირითადი ტენდენციებისა და პრობლემების გამოვლენაში, საზოგადოებრივი კონტროლის ქმედითი მექანიზმების დანერგვაში, საჯარო სექტორის ანგარიშვალდებულებისა და ღია მმართველობის განვითარებაში.

28 ივლისი 2020 image

საჯარო მმართველობის რეფორმის 2019 - 2020 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის შუალედური ალტერნატიული ანგარიშის პრეზენტაცია

28 ივლისს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან (GYLA) ერთად საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) 2019 - 2020 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის შუალედური ალტერნატიული ანგარიშის შედეგები წარადგინა.