GRECO-ს მიერ გაცემული რეკომენდაციების ნახევარი კვლავ შეუსრულებელია
2022 წლის 13 ივლისს ევროსაბჭოს კორუფციის წინაღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფმა (GRECO) შეფასების მეოთხე რაუნდის ფარგლებში გამოაქვეყნა საქართველოს შესაბამისობის მეორე ანგარიშის დანართი, რომელიც აფასებს შეუსრულებელი რეკომენდაციების განხორციელებისას შესაბამისობის მეორე ანგარიშის მიღების დღიდან მიღწეულ პროგრესს.