საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის №69/ო ბრძანებით 27 აპრილს დამტკიცდა სამინისტროს გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგია 2017-2020 და მისი განხორციელების 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმა.
საინფორმაციო ბიულეტენში თავმოყრილია ინფორმაცია IDFI-ის მიერ აპრილის (2017) თვეში განხორციელებული აქტივობების და გამოქვეყნებული მასალების შესახებ.
2017 წლის 22 აპრილს საკონსტიტუციო კომისიამ კენჭი უყარა და დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი. მიღებული პროექტი გარკვეულ პოზიტიურ სიახლეებთან ერთად, ასევე შეიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან ხარვეზს.
IDFI-ის ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა ონლაინ კონტენტის დაბლოკვის, გაფილტვრისა და მოხსნის რეგულაციების შესახებ. შეხვედრას ესწრებოდნენ სამოქალაქო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, კერძოდ: მაგთიკომი, ჯეოსელი, ბილაინი, კავკაზუს ონლაინი, სილქნეტი, საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია, adjara.com, LPA და „Digital Report.
ამჯერად IDFI გთავაზობთ ამერიკის საელჩოს წარმომადგენლის, პოლოფის ვიზიტის ფარგლებში მომზადებულ კიდევ ერთ ანგარიშს, რომელიც ხელმისაწვდომია ვიკილიქსის მონაცემთა ბაზაში და რომელიც ასახავს 1991 წლის დასაწყისში საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას.
IDFI კიდევ ერთხელ მიესალმება საქართველოს მთავრობისა და საჯარო სამსახურის ბიუროს ძალისხმევას, აღმოფხვრან თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების სისტემაში არსებული ხარვეზები. ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქცია შესაძლებლობას იძლევა, თანამდებობის პირთა დეკლარაციები აღარ ატარებდეს მხოლოდ ფორმალურ ხასიათს და რეალურად მოწმდებოდეს დეკლარაციებში მოცემული მონაცემთა სისწორე.
2017 წლის 5 აპრილს, თბილისში გაიმართა ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) სამდივნოს დირექტორის ჯო პაუელისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის დირექტორის პოლ მაასენის შეხვედრა ღია მმართველობა საქართველოს ყველა დაინტერესებულ მხარესთან. შეხვედრამ შესაძლებლობა მისცა OGP-ის პროცესში ეროვნულ დონეზე ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარეს - საქართველოს მთავრობას, პარლამენტს, თბილისის მერიას, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს - ერთობლივად განეხილათ საქართველოს ხედვა, გეგმები და მოლოდინები 2017 წლის ოქტომბრიდან საქართველოს OGP-ის მმართველი კომიტეტის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით.
“საჯარო თანამონაწილეობა აუცილებელია ეფექტიანი კანონმდებლობის შემუშავების პროცესში. IDFI-ის მიმდინარე ინიციატივა ერთადერთია, რომლიც ამოწმებს კანონპროექტების შემუშავების პროცესში საჯარო-კერძო დიალოგის ხარისხს“ - განაცხადა თამარ ქაფიანიძემ(USAID G4G) მის მისასალმებელ სიტყვაში დისკუსიაზე „კერძო სექტორთან დიალოგის მნიშვნელობა კანონპროექტის კონცეპტუალური შემუშავების სტადიაზე“.
საინფორმაციო ბიულეტენში თავმოყრილია ინფორმაცია IDFI-ის მიერ მარტის (2017) თვეში განხორციელებული აქტივობების და გამოქვეყნებული მასალების შესახებ.
დღეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა, აგრეთვე 1991 წლის 31 მარტს ჩატარდა რეფერენდუმი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის საკითხზე, სადაც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ დამოუკიდებლობის აღდგენას დაუჭირა მხარი. ამ თარიღთან დაკავშირებით IDFI აგრძელებს განსაიდუმლოებული საარქივო დოკუმენტების გამოქვეყნებას და ამჯერად საზოგადოებას სთავაზობს 1991 წლის აპრილში მოსკოვში ამერიკის საელჩოს მიერ სახელმწიფო დეპარტამენტისთვის გაგზავნილ მოხსენებას.