შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის პარლამენტის ვებგვერდის ოპტიმიზაციაზე საუბრისას, საყურადღებოა, რომ ეს ინიციატივა საქართველოს ღია პარლამენტის 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებიდან გამომდინარეობს. კერძოდ, გეგმის 2.1. პუნქტის თანახმად, საქართველოს პარლამენტმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის საპარლამენტო დოკუმენტაციაზე წვდომის გამარტივების ვალდებულება იკისრა.