ქალთა უფლებების დაცვა და გენდერული თანასწორობის მიღწევა თანამედროვე მსოფლიოში დიდ გამოწვევას წარმოადგენს და, შესაბამისად, საჭიროებს ეფექტიან, შედეგზე ორიენტირებულ და პოზიტიურ ქმედებებს როგორც სახელმწიფოს, ისე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მხრიდან.
2021 წლის 14 ნოემბერს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) მონიტორინგის, მონაცემების მოძიების მეთოდებისა და მონაცემთა ვიზუალიზაციის შესახებ კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის მონაწილეებისთვის ტრენინგი გამართა.
გამართული საჯარო მმართველობა გამჭვირვალე და ეფექტიანი დემოკრატიული მმართველობის წინაპირობა და სახელმწიფოს ფუნქციონირების საფუძველია. ეფექტიანი საჯარო მმართველობა ფუნდამენტურ როლს ასრულებს გადამწყვეტი რეფორმების განხორციელებისა და ევროინტეგრაციის თვალსაზრისით.
2021 წლის 10 ნოემბერს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (GYLA), ევროკავშირის მხარდაჭერით, კვლევის „საჯარო მმართველობის საუკეთესო ევროპული პრაქტიკა და საქართველო“ პრეზენტაცია გამართა.
2021 წლის 2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება. პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ერთ-ერთ მთავარ წყაროს შემოწირულებები წარმოადგენს. როგორც წესი, საარჩევნო წლები გამოირჩევა შემოწირულებების დიდი რაოდენობით. ამასთან, უმეტეს შემთხვევაში, შემოწირულებების დიდი წილი მიემართება მმართველი პარტიისკენ.
დაარსების დღიდან, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქტიურად მოქმედებს კომერციული და სახელმწიფო ორგანიზაციების ანგარიშვალდებულებისა და ღიაობის გასაძლიერებლად, მათ შორის, კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით.
18 ოქტომბერს დაიწყო 2021-2022 წლების სასწავლო წელი კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის საბაკალავრო კურსის მონაწილეებისათვის. საბაკალავრო საფეხურზე შერჩეული 22 მონაწილე, ერთი წლის განმავლობაში, გაივლის ისეთ საგნებს როგორიცაა „კარგი მმართველობა და კორუფცია“ და „საჯარო პოლიტიკა და კორუფცია“.
2021 წლის 15 ოქტომბერს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) მონიტორინგისა და მონაცემების მოძიების მეთოდების შესახებ საგამოძიებო ჟურნალისტებისთვის ტრენინგი გამართა.
30 სექტემბერს გაიმართა კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის 2019-2020 და 2020-2021 წლების მონაწილეთა დაჯილდოების ცერემონია. ღონისძიებისას პროგრამის მონაწილეებს, რომლებმაც წარმატებით შეძლეს პროგრამის შედეგად შეთავაზებული სასწავლო მოდულების, და აკადემიური კურსების, დასრულება გადაეცათ სერტიფიკატები.
მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები არის კვლევით მონაცემთა ბაზა, რომელიც ეფუძნება 30-ზე მეტ მონაცემთა წყაროს, რომლებიც მოქალაქეების, მეწარმეებისა და ექსპერტების შეხედულებებისა და გამოცდილებების კვლევებს წარმოადგენენ.