კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მაესტროს თანამშრომლების შრომითი ურთიერთობის შეჩერებას ეხმაურება
კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვს ტელეკომპანია ,,მაესტროს“ 32 თანამშრომლისათვის შრომითი ხელშეკრულების შეჩერების საკითხის თაობაზე განცხადებას ავრცელებს. კოალიცია გვამცნობს, რომ 2016 წლის 02 ივნისს, ტელეკომპანია ,,მაესტროს“ დირექტორის გადაწყვეტილების საფუძველზე შრომითი ურთიერთობა შეუჩერდათ 4 თანამშრომელს, რომლის საფუძვლად მათი 31 მაისს ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“-ის გადაცემა ,,არჩევანში“ მონაწილეობა სახელდება.