განცხადებები

6 დეკემბერი 2018 image

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის პროკურატურის რეფორმის შედეგებს აფასებს

საქართველოს პარლამენტმა ,,პროკურატურის შესახებ“ ორგანული კანონი, 30 ნოემბერს, მესამე მოსმენით მიიღო. ამ კანონის შემუშავებას 2017-2018 წლის საკონსტიტუციო რეფორმა დაედო საფუძვლად, რომელმაც პროკურატურის ორგანიზაციული მოწყობა და ფუნქციონირება ახალ სამართლებრივ ჩარჩოში მოაქცია. პროკურატურის სისტემაში კონსტიტუციური რეფორმის მიზანი დამოუკიდებლობის და პოლიტიკურად ნეიტრალური მართვის სისტემის უზრუნველყოფა იყო. 

23 ნოემბერი 2018 image

განცხადება პროკურატურის მიერ უფლებადამცველებისთვის ინფორმაციიის წყაროს გამჟღავნების მოთხოვნასთან დაკავშირებით

უკიდურეს შეშფოთებას გამოვხატავთ საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების შინაარსის გამო, რომელიც ჩვენი კოლეგების მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ირიბ გზავნილს შეიცავს და  გამაფრთხილებელი შეტყობინებაა როგორც ჩვენთვის, ადამიანის უფლებათა სფეროში მომუშავე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვს, ასევე ყველა იმ ადამიანისთვის, რომლებიც  ჩვენთან კონფიდენციალობის დაცვის პირობით თანამშრომლობენ და მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდიან ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ.

26 ოქტომბერი 2018 image

შსს-ს მიერ საქართველოს კონსტიტუციის განგრძობადმა და უხეშმა დარღვევამ პარლამენტის წინ ძალადობის ესკალაცია გამოიწვია

არასამთავრობო ორგანიზაციები ვეხმაურებით ზაზა სარალიძის დაკავებას და მიგვაჩნია, რომ ზაზა სარალიძის ქმედება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ადამიანის უფლებების უხეში და განგრძობითი დარღვევის გამოძახილია.

 

24 ოქტომბერი 2018 image

სამოქალაქო საზოგადოებაზე ხელისუფლების კოორდინირებული შეტევა საქართველოში დემოკრატიას აზიანებს

აქართველოს ხელისუფლების და მმართველი პარტიის ხელმძღვანელი პირების მხრიდან გრძელდება მიზანმიმართული თავდასხმები არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მათ ხელმძღვანელებზე. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მორიგი ასეთი თავდასხმა, კოპენჰაგენში მიმდინარე საერთაშორისო ანტიკორუფციული კონფერენციის ფარგლებში, 22 ოქტომბერს, განახორციელა.

8 ოქტომბერი 2018 image

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება ირაკლი კობახიძის ბრიფინგთან დაკავშირებით

ვეხმაურებით ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელ განცხადებას, რომლითაც გრძელდება აგრესიული რიტორიკა არასამთავრობო სექტორის მიმართ. დღევანდელ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ ისაუბრა პარტიის აღმასრულებელი მდივნის სტატუსით, რაც გვაფიქრებინებს, რომ მისი მხრიდან გაჟღერებული მოსაზრებები პარტიის მიერ განხილული და გაზიარებულია, რაც საკითხის სიმწვავეს კიდევ უფრო მეტად აჩვენებს.

1 ოქტომბერი 2018 image

არაფორმალურმა მმართველობამ დემოკრატიული ინსტიტუტების კრიზისი გამოიწვია

ვეხმაურებით ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს, რაც ქვეყნის მმართველობის სისტემაში არსებულ დემოკრატიის მძიმე კრიზისზე, ელიტური კორუფციის ცხად ნიშნებზე და არაფორმალურ კლანურ მმართველობაზე მიუთითებს. მიგვაჩნია, რომ გავლენიანი ჯგუფის მიერ საჯარო ინსტიტუტებზე კონტროლის დამყარება და მათი გამოყენება ჯგუფის ვიწრო მიზნების მისაღწევად საჯარო ინსტიტუტების მოშლას იწვევს.

 

27 სექტემბერი 2018 image

პოლიცია მშვიდობიანი შეკრების კონსტიტუციურ უფლებაში უხეშად ერევა

გვსურს, გამოვეხმაუროთ 2018 წლის 26 სექტემბერს, თბილისში, პარლამენტის წინ ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ ორგანიზებულ აქციაზე პოლიციის მიერ მშვიდობიანი შეკრების უფლებაში უხეში ჩარევის ფაქტს. როგორც მედიით გავრცელებული ინფორმაცია ადასტურებს, აქციის მონაწილეები კარვის განთავსებას ტროტუარზე გეგმავდნენ, რაც არ გამოიწვევდა პარლამენტის შენობის ფუნქციონირების შეფერხებას/ბლოკირებას. პოლიციის თანამშრომლებმა დაშალეს კარვის კონსტრუქცია და აქციის მონაწილეებს არ მისცეს შესაძლებლობა, პროტესტი ამ ფორმით განეგრძოთ. 

25 სექტემბერი 2018 image

კორუფციის სისტემური პრობლემა დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებს

გასული დღეების განმავლობაში საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა სავარაუდო კორუფციულ გარიგებებში  თანამდებობის პირების მონაწილეობის არაერთი შემთხვევის შესახებ. განსაკუთრებით აღსანიშნავია „ომეგა ჯგუფისა“ და ტელეკომპანია „იბერიას“ საქმიანობასთან დაკავშირებით გასაჯაროებული მასალები, რომლებიც მძიმე კორუფციული დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, სავარაუდოდ, ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობით

21 სექტემბერი 2018 image

კოალიცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს პრეზიდენტსა და მმართველ პარტიას ხელოვნურად არ შეაფერხონ უზენაესი სასამართლო თავმჯდომარის არჩევის პროცესი

კოალიცია შეშფოთებას გამოთქვამს, რომ ამ დრომდე შეჩერებულია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის პროცესი. კიდევ ერთხელ შევახსენებთ უფლებამოსილ პირებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ამოქმედების შემდგომ, რომელიც ახლადარჩეული პრეზიდენტის ფიცის დადებისთანავე შევა ძალაში, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის წარდგინების უფლებამოსილება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კომპეტენცია გახდება.

23 აგვისტო 2018 image

არასამთავრობოები IBSU-სთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ

გვსურს გამოვეხმაუროთ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტუნდეტების მიღების უფლების ერთი წლის ვადით შეზღუდვასთან დაკავშირებით, რომელიც ჩაღლარის ქსელის საგანმანათლებლო დაწესებულებების უფლებების დარღვევის და შევიწროების ტენდეციას აჩვენებს და საქართველოს  ხელისუფლების მხრიდან სავარაუდოდ მეზობელი სახელმწიფოს მიმართ პოლიტიკური ლოიალობის გამო ადამიანის უფლებების დარღვევისა და იგნორირების კიდევ ერთი შემთხვევაა.

ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
განცხადებები
2010-01-01 2010-01-31 2010-02-01 2010-02-28 2010-03-01 2010-03-31 2010-04-01 2010-04-30 2010-05-01 2010-05-31 2010-06-01 2010-06-30 2010-07-01 2010-07-31 2010-08-01 2010-08-31 2010-09-01 2010-09-30 2010-10-01 2010-10-31 2010-11-01 2010-11-30 2010-12-01 2010-12-31 2011-01-01 2011-01-31 2011-02-01 2011-02-28 2011-03-01 2011-03-31 2011-04-01 2011-04-30 2011-05-01 2011-05-31 2011-06-01 2011-06-30 2011-07-01 2011-07-31 2011-08-01 2011-08-31 2011-09-01 2011-09-30 2011-10-01 2011-10-31 2011-11-01 2011-11-30 2011-12-01 2011-12-31 2012-01-01 2012-01-31 2012-02-01 2012-02-29 2012-03-01 2012-03-31 2012-04-01 2012-04-30 2012-05-01 2012-05-31 2012-06-01 2012-06-30 2012-07-01 2012-07-31 2012-08-01 2012-08-31 2012-09-01 2012-09-30 2012-10-01 2012-10-31 2012-11-01 2012-11-30 2012-12-01 2012-12-31 2013-01-01 2013-01-31 2013-02-01 2013-02-28 2013-03-01 2013-03-31 2013-04-01 2013-04-30 2013-05-01 2013-05-31 2013-06-01 2013-06-30 2013-07-01 2013-07-31 2013-08-01 2013-08-31 2013-09-01 2013-09-30 2013-10-01 2013-10-31 2013-11-01 2013-11-30 2013-12-01 2013-12-31 2014-01-01 2014-01-31 2014-02-01 2014-02-28 2014-03-01 2014-03-31 2014-04-01 2014-04-30 2014-05-01 2014-05-31 2014-06-01 2014-06-30 2014-07-01 2014-07-31 2014-08-01 2014-08-31 2014-09-01 2014-09-30 2014-10-01 2014-10-31 2014-11-01 2014-11-30 2014-12-01 2014-12-31 2015-01-01 2015-01-31 2015-02-01 2015-02-28 2015-03-01 2015-03-31 2015-04-01 2015-04-30 2015-05-01 2015-05-31 2015-06-01 2015-06-30 2015-07-01 2015-07-31 2015-08-01 2015-08-31 2015-09-01 2015-09-30 2015-10-01 2015-10-31 2015-11-01 2015-11-30 2015-12-01 2015-12-31 2016-01-01 2016-01-31 2016-02-01 2016-02-29 2016-03-01 2016-03-31 2016-04-01 2016-04-30 2016-05-01 2016-05-31 2016-06-01 2016-06-30 2016-07-01 2016-07-31 2016-08-01 2016-08-31 2016-09-01 2016-09-30 2016-10-01 2016-10-31 2016-11-01 2016-11-30 2016-12-01 2016-12-31 2017-01-01 2017-01-31 2017-02-01 2017-02-28 2017-03-01 2017-03-31 2017-04-01 2017-04-30 2017-05-01 2017-05-31 2017-06-01 2017-06-30 2017-07-01 2017-07-31 2017-08-01 2017-08-31 2017-09-01 2017-09-30 2017-10-01 2017-10-31 2017-11-01 2017-11-30 2017-12-01 2017-12-31 2018-01-01 2018-01-31 2018-02-01 2018-02-28 2018-03-01 2018-03-31 2018-04-01 2018-04-30 2018-05-01 2018-05-31 2018-06-01 2018-06-30 2018-07-01 2018-07-31 2018-08-01 2018-08-31 2018-09-01 2018-09-30 2018-10-01 2018-10-31 2018-11-01 2018-11-30 2018-12-01 2018-12-31 2019-01-01 2019-01-31 2019-02-01 2019-02-28 2019-03-01 2019-03-31 2019-04-01 2019-04-30 2019-05-01 2019-05-31 2019-06-01 2019-06-30 2019-07-01 2019-07-31 2019-08-01 2019-08-31 2019-09-01 2019-09-30 2019-10-01 2019-10-31 2019-11-01 2019-11-30 2019-12-01 2019-12-31 2020-01-01 2020-01-31 2020-02-01 2020-02-29 2020-03-01 2020-03-31 2020-04-01 2020-04-30 2020-05-01 2020-05-31 2020-06-01 2020-06-30 2020-07-01 2020-07-31 2020-08-01 2020-08-31 2020-09-01 2020-09-30 2020-10-01 2020-10-31 2020-11-01 2020-11-30 2020-12-01 2020-12-31 2021-01-01 2021-01-31 2021-02-01 2021-02-28 2021-03-01 2021-03-31 2021-04-01 2021-04-30 2021-05-01 2021-05-31 2021-06-01 2021-06-30 2021-07-01 2021-07-31 2021-08-01 2021-08-31 2021-09-01 2021-09-30 2021-10-01 2021-10-31 2021-11-01 2021-11-30 2021-12-01 2021-12-31 2022-01-01 2022-01-31 2022-02-01 2022-02-28 2022-03-01 2022-03-31 2022-04-01 2022-04-30 2022-05-01 2022-05-31 2022-06-01 2022-06-30 2022-07-01 2022-07-31 2022-08-01 2022-08-31 2022-09-01 2022-09-30 2022-10-01 2022-10-31 2022-11-01 2022-11-30 2022-12-01 2022-12-31 2023-01-01 2023-01-31 2023-02-01 2023-02-28 2023-03-01 2023-03-31 2023-04-01 2023-04-30 2023-05-01 2023-05-31 2023-06-01 2023-06-30 2023-07-01 2023-07-31 2023-08-01 2023-08-31 2023-09-01 2023-09-30 2023-10-01 2023-10-31 2023-11-01 2023-11-30 2023-12-01 2023-12-31 2024-01-01 2024-01-31 2024-02-01 2024-02-29 2024-03-01 2024-03-31 2024-04-01 2024-04-30 2024-05-01 2024-05-31 2024-06-01 2024-06-30 2024-07-01 2024-07-31 2024-08-01 2024-08-31 2024-09-01 2024-09-30 2024-10-01 2024-10-31 2024-11-01 2024-11-30 2024-12-01 2024-12-31