IDFI რამდენიმე ადგილობრივი და საერთაშორისო ქსელის წევრია
ევრაზიის აკადემიური ანტიკორუფციული ქსელი არის ანტიკორუფციული ჰაბების საერთაშორისო ქსელი, რომელიც დაფუძნდა 2019 წელს. ქსელის მიზანია გააერთიანოს საერთაშორისო საზოგადოება კორუფციასთან ბრძოლის საგანმანათლებლო პროგრამებისა და კვლევების განხორციელების მიზნით.
2020 წლის შემოდგომაზე, IDFI შეუერთდა მონაცემების გლობალური ბარომეტრის (GDB) პროექტს და მის რეგიონულ ჰაბებს. IDFI ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული ჰაბი გახდადა პასუხისმგებელია სომხეთზე, აზერბაიჯანზე, ბელარუსზე, საქართველოზე, ყაზახეთზე, ყირგიზეთზე, მონღოლეთზე, მოლდოვაზე, ტაჯიკეთზე, თურქმენეთზე, უკრაინასა და უზბეკეთზე.
The Sites of Conscience (შემდგომში „კოალიცია“)არის მეხსიერების კვლევის პლატფორმა, რომელიც 1999 წელს დაარსდა და აერთიანებს 275 ორგანიზაციას 65 ქვეყნიდან. კოალიციის მთავარი მიზანია, გაზარდოს აღნიშნული ინსტიტუტეციების შესაძლებლობები საგრანტო დაფინანსების, ურთიერთდაკავშირების და საერთო ქსელში ჩართვის, ტრენინგების, გარდამავალი სამართლიანობის მექანიზმების ამოქმედებისა და ადვოკატირების გზით.
კონსორციუმის მიზანია დიდი მასშტაბის ისტორიული სიმულატორის შექმნა, რომელიც ევროპის 2000 წლიან ისტორიას ასახავს. ასევე, კონსორციუმის წევრი ორგანიზაციები იღწვიან შექმნან ახალი ტექნოლოგიები, რომელიც შესაძლებელს გახდის კულტურული მემკვიდრეობის მასშტაბურ სკანირებას, ანალიზს, წვდომას, შენარჩუნებასა და კომუნიკაციას.
2018 წლის 6 ნოემბერს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი 25 ორგანიზაცია შეთანხმდა კოალიციურ მუშაობაზე და ხელი მოაწერა ახალი გაერთიანების პოზიციონირების დოკუმენტს.
ინფორმაციის თავისუფლების მხარდამჭერთა ქსელი (FOIAnet) არის ინფორმაციის გაცვლის საერთაშორისო ქსელი, რომლის წევრი ორგანიზაციები და ინდივიდები ცდილობენ დაამკვიდრონ და დაიცვან ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლება. იგი მოიცავს 240-ზე მეტ ორგანიზაციასა და 700-ზე მეტ კერძო პირს. IDFI, როგორც ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლების აქტიური მხარდამჭერი, FOIAnet- ის წევრი 2010 წლიდან არის.
IDFI არის საერთაშორისო ფორუმის – OpeningParliament.org-ის წევრი ორგანიზაცია. ფორუმის მიზანია დააკავშიროს მსოფლიოს მასშტაბით საპარლამენტო მონიტორინგსა და ღიაობაზე მომუშავე სამოქალაქო ორგანიზაციები.
20-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის დააფუძნა. კოალიციის მიზანი თავისუფალი, დამოუკიდებელი, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სრულ პატივისცემაზე დაფუძნებული, ეფექტიანი დემოკრატიული ინსტიტუტების მქონე სახელმწიფოს მშენებლობაა. წევრი ორგანიზაციები მჭიდროდ ითანამშრომლებენ ერთმანეთთან საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში სრული ინტეგრაციის მხარდასაჭერად.
პროექტის „ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ინიციატივაში საქართველოს პარლამენტის ჩართულობის მხარდაჭერა“ ფარგლებში შეიქმნა საქართველოს პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფი და არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისაგან დაკომპლექტებული საქართველოს ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფი.