მედია და გამოხატვის თავისუფლება

23 ივლისი 2021 image

მოვუწოდებთ ყველა საჯარო პირს შეწყვიტოს საზოგადოებაში მტრული განწყობების გაღვივება და მედიის დისკრედიტაცია

დღეს, 2021 წლის 23 ივლისს გავრცელდა პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის კომენტარი, სადაც იგი ჟურნალისტებს “მოძალადეებს” და “პარტიულ აქტივისტებს” უწოდებს.

11 ივლისი 2021 image

მწუხარებას გამოვთქვამთ “TV პირველის“ ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების გამო

მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები მწუხარებას გამოთქვამთ “TV პირველის“ ოპერატორის ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, “TV პირველის” გუნდს და საქართველოს ჟურნალისტთა კორპუსს. 

 

9 ივლისი 2021 image

განცხადება ჟურნალისტებზე მასშტაბური ძალადობის შესახებ

საქართველოში ჟურნალისტების უფლებების დარღვევის შემთხვევები კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ხელისუფლება არ უზრუნველყოფს ჟურნალისტების უსაფრთხოებას, ხოლო ბოლო წლებში განხორციელებული თავდასხმები უმეტესად გამოუძიებელია.

8 ივლისი 2021 image

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ბიუჯეტის ანალიზი

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ბიუჯეტს ქმნის რეგულირების საფასური, ასევე ამავე კანონით, „მაუწყებლობის შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებული დაფინანსების სხვა წყაროები.

 

5 ივლისი 2021 image

IDFI გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ გააქტიურებულ ძალადობრივი ქმედებებს ეხმიანება

“ღირსების მარშის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა საქართველოს პარლამენტთან გაშლილი კარვები დაარბიეს და ამავე ტერიტორიაზე განთავსდნენ. ვრცელდება კადრები და ინფორმაცია საიდანაც ცხადად ჟურნალისტებზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებისა და ძალადობის აგრეთვე ქონების ჯგუფურად დაზიანების ფაქტები.

 

2 ივლისი 2021 image

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს „ღირსების მარშის“ გაშუქებისას უზრუნველყოს მედიის წარმომადგენლების და მონაწილე პირთა უსაფრთხოება

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს „ღირსების მარშის“ გაშუქებისას უზრუნველყოს მედიის წარმომადგენლების და მონაწილე პირთა უსაფრთხოება

4 აპრილი 2021 image

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები დაუშვებად მივიჩნევთ ინტერნეტის ხელმისაწვდომობის შეზღუდვას ნამოხვანში

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები დაუშვებად მივიჩნევთ ინტერნეტის ხელმისაწვდომობის შეზღუდვას ნამოხვანში.

11 მარტი 2021 image

ჩნდება საფრთხე, მედია კიდევ ერთხელ იქცეს პოლიტიკური ანგარიშსწორების სამიზნედ

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ წევრი ორგანიზაციები ვეხმაურებით 2021 წლის 11 მარტს გავრცელებულ ინფორმაციას რომლის თანახმადაც სასამართლომ „TV პირველიდან“ პროკურატურას მასალების ამოღების უფლება მისცა. 

7 მარტი 2021 image

არასამთვრობო ორგანიზაციების განცხადება ტვ პირველის ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით

ვეხმაურებით TV პირველის ეთერში გადაცემულ აუდიო ჩანაწერს, რომლის სავარაუდო მონაწილეები სახელმწიფოს მოქმედი პრემიერ-მინისტრი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი და ბერა ივანიშვილი არიან.

 

26 თებერვალი 2021 image

თბილისის საქალაქო სასამართლომ „მედიააკადემიის“ წინააღმდეგ IDFI-ის სარჩელი დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ა(ა)იპ “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” სასარჩელო მოთხოვნა ა(ა)იპ “მედიააკადემიის” წინააღმდეგ დავაში და მოპასუხე მხარეს საჯარო ინფორმაციის გაცემა დაავალა.