მედია და გამოხატვის თავისუფლება

13 მარტი 2023 image

მედიის ადვოკატირების კოალიცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლისა და სხვა დარღვევებთან დაკავშირებით მიმართავს

მმართველი პარტიის “ქართული ოცნების” მხარდაჭერილი რუსული კანონის გარშემო არსებული ლეგიტიმური პროტესტის განმავლობაში, მედიის წარმომადგენლებს პროფესიული მოვალეობის შესრულებასა და კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის პროცესში მიზანმიმართულად ეშლებოდათ ხელი.  

4 ნოემბერი 2022 image

მედიის წვდომა საჯარო ინფორმაციაზე: კანონმდებლობა v. რეალობა

პროექტის მიმდინარეობისას გამოიკვეთა, რომ მედიისთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაციის მოპოვების თვალსაზრისით სისტემური ხასიათის პრაქტიკულ-ნორმატიული პრობლემები არსებობს. 

4 ნოემბერი 2022 image

IDFI-მ პროექტის დასკვნითი ღონისძიება და ანგარიშის „მედიის წვდომა საჯარო ინფორმაციაზე: კანონმდებლობა v. რეალობა“ პრეზენტაცია გამართა

2022 წელის 4 ნოემბერსინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) პროექტის დასკვნითი ღონისძიება და ანგარიშის „მედიის წვდომა საჯარო ინფორმაციაზე: კანონმდებლობა v. რეალობა“ პრეზენტაცია, ასევე, დისკუსია საჯარო ინფორმაციაზე წვდომის პრაქტიკულ პრობლემებზე, გამართა.

 

4 ნოემბერი 2022 image

მედიის წვდომა საჯარო ინფორმაციაზე - ვიზუალიზაცია

პროექტის მიმდინარეობისას გამოიკვეთა, რომ მედიისთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაციის მოპოვების თვალსაზრისით სისტემური ხასიათის პრაქტიკულ-ნორმატიული პრობლემები არსებობს. 

3 ნოემბერი 2022 image

მედიის ადვოკატირების კოალიცია მიმართავს პრეზიდენტს შეიწყალოს ნიკა გვარამია

2022 წლის 2 ნოემბერის თბილისის სააპელაციო სასამართლომ გამოაცხადა განაჩენი ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ყოფილი დირექტორის, ამჟამად „მთავარი არხის“ დამფუძნებლის და გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეზე და გვარამია პატიმრობაში დატოვა [1].

 

3 ნოემბერი 2022 image

ნიკა გვარამიას შეწყალების ყველა კონსტიტუციური წინაპირობა არსებობს

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 16 მაისს მიღებული გადაწყვეტილებით ნიკა გვარამიას თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 2022 წლის 2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიასთვის თავისუფლების აღკვეთის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

17 ოქტომბერი 2022 image

სახალხო დამცველის კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის შედეგები: კანდიდატთა რეალური რეიტინგი

2022 წლის 13 ოქტომბერს გამოქვეყნდა საქართველოს სახალხო დამცველობის კანდიდატად წარდგენის მსურველ პირთა შეფასების შედეგები.  შედეგების თაობაზე ინფორმაცია გაავრცელა, რამდენიმე მედია საშუალებამ. 

4 ოქტომბერი 2022 image

კომუნიკაციების კომისიამ „პოსტვ”-ის წილების გასხვისების საკითხი უნდა შეისწავლოს

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ ტელეკომპანია „პოსტვის“ 52%-იანიწილი 520 ათას ლარად იყიდა და დაჩქარებული წესით დაირეგისტრირა.

 

29 სექტემბერი 2022 image

IDFI ეხმიანება მთავრობის სხდომაზე თელარა გელანტიას მეორედ არდაშვების ფაქტს

2022 წლის 26 სექტემბერს თელარა გელანტიას კვლავ არ მიეცა შესაძლებლობა დასწრებოდა მთავრობის სხდომას, მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტის თქმით, მან 12 სექტემბერს მთავრობის წარმომადგენლისგან მიიღო სიტყვიერი პირობა, რომ უზრუნველყოფდნენ შემდგომ სხდომაზე მის დაშვებას.

 

19 სექტემბერი 2022 image

თელარა გელანტიამ IDFI-ს სამართლებრივი მხარდაჭერით დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის მიზნით სახალხო დამცველს მიმართა

IDFI სამართლებრივ დახმარებას უწევს „ბიზნეს მედია საქართველოს“ (BMG) ჟურნალისტ, თელარა გელანტიას, საქართველოს მთავრობის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული შესაძლო დისკრიმინაციული ფაქტის დადგენის საქმეზე.